პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს, ბრალი რატომ წაუყენეს?" - რას ედავება ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტს პროკურატურა
"აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს, ბრალი რატომ წაუყენეს?" - რას ედავება ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტს პროკურატურა

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მარი შა­რა­ში­ძის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი Ambebi.ge-სთან აცხა­დებს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ ქმე­დე­ბით, ცდი­ლობს საქ­მეს ად­ვო­კა­ტე­ბი ჩა­მო­ა­შო­როს, რათა სტრას­ბურ­გში გა­სა­ჩივ­რე­ბის პრო­ცე­სი შე­ფერ­ხდეს.

"სა­უ­ბა­რია იმ სქ­რი­ნებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვა­წო­დეთ გა­მო­ძი­ე­ბას. ამ მი­მო­წე­რით ირ­კვე­ვა, რომ თა­მუ­ნა იყო საფრ­თხის ქვეშ. ის მა­რის სწერს, რომ ემუქ­რე­ბი­ან და თუ რამე მო­უ­ვა, დე­და­მისს მი­ხე­დოს. პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­იჩ­ნევს, რომ ეს მი­მო­წე­რა გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტზე ცალ­კე საქ­მე იყო აღ­ძრუ­ლი. მთა­ვა­რი საქ­მე და­ხუ­რეს და ახლა ამით ცდი­ლო­ბენ, ად­ვო­კა­ტე­ბი ჩა­მოგ­ვა­შო­რონ საქ­მეს, რათა სტრას­ბურგს არ მივ­მარ­თოთ. აქამ­დე ამ­ბობ­დნენ, ამ გო­გოს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქ­ვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს ბრა­ლი რა­ტომ წა­უ­ყე­ნეს?" - აცხა­დებს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ამ სა­კი­თხზე 15:00 სა­ათ­ზე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თვენ.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მარი შა­რა­ში­ძეს, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­თან მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი „სქ­რი­ნე­ბი“ გა­დას­ცა, ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს. რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შა­რა­ში­ძეს ბრალ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და პი­რა­დი მო­ტი­ვით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა მის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ facebook პრო­ფილს, რო­მე­ლიც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და „meleq elcin uslu“-ს სა­ხე­ლით შე­უც­ვა­ლა მომ­ხმა­რებ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა, და­ა­რე­გის­ტრი­რა რო­გორც „tamar bachaliashvili” და პრო­ფი­ლის ფო­ტოდ გა­ნა­თავ­სა ინ­ტერ­ნეტ სივ­რცი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ფოტო, რის შემ­დე­გაც, მი­მო­წე­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­კუ­თარ facebook პრო­ფილ­თან.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულს არც პი­რა­დად და არც რო­მე­ლი­მე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია გარ­დაც­ვლილ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­თან.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა და მათი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს ფო­ტო­მა­სა­ლა ე.წ. „სქ­რინ­შო­ტე­ბი“, რაც ასა­ხავ­და გარ­დაც­ვლილ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­სა და ბრალ­დე­ბულ მ.შ.-ს შო­რის თით­ქოს­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მარ­თულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა ად­ვო­კა­ტებ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით და­ურ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წარ­მოდ­გე­ნილ სა­ჩივ­რებს და ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ი­თხო­ვეს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე შე­წყვე­ტი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, მათ შო­რის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის დას­კვნე­ბით და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნოს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დას­ტურ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბულ მ.შ.-ს არც პი­რა­დად და არც რო­მე­ლი­მე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია გარ­დაც­ვლილ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, კერ­ძოდ, მ.შ.-ს სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მ.შ.-მ 2021 წლის 2 იან­ვარს, მის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ facebook პრო­ფილს, რო­მე­ლიც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და „meleq elcin uslu“-ს სა­ხე­ლით შე­უც­ვა­ლა მომ­ხმა­რებ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა, და­ა­რე­გის­ტრი­რა რო­გორც „tamar bachaliashvili” და პრო­ფი­ლის ფო­ტოდ გა­ნა­თავ­სა ინ­ტერ­ნეტ სივ­რცი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ფოტო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ მი­მო­წე­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­კუ­თარ facebook პრო­ფილ­თან, რო­მე­ლიც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში „მარი შა­რა­ში­ძის“ სა­ხე­ლით, რის შე­დე­გა­დაც და­ამ­ზა­და facebook-ის messenger-ით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ყალ­ბი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, სა­დაც ასა­ხუ­ლი იყო ვი­თომ­და, ბრალ­დე­ბულ­სა და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს შო­რის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მი­მო­წე­რა.

მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვი­სას მო­სა­მარ­თლის მიერ მ.შ. გაფრ­თხი­ლე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 370-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, გა­მო­ძი­ე­ბას და სა­სა­მარ­თლოს მი­ა­წო­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს­და, მას ჰქონ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ facebook-ის messenger-ით ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­დაც­ვლილ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­თან. ასე­ვე, მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­კი­თხვი­სას მ.შ.-მ და­ა­დას­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლი მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა, მა­შინ როცა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულს არც პი­რა­დად და არც რო­მე­ლი­მე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია გარ­დაც­ვლილ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­თან და წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლია უშუ­ა­ლოდ ამ უკა­ნას­კნე­ლის მიერ.

მ.შ.-ს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 369-ე პრი­მა მუხ­ლის I ნა­წი­ლით და ამა­ვე კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ორი­დან ექვს წლამ­დე ვა­დით“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
23

მორიგი სერიალი იწყებაა დასაწყისი 15:00 საათზეე

maia
3

gamozieba tkuis amerikaeli tua ufro tkuis

ავტორი:

"აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს, ბრალი რატომ წაუყენეს?" - რას ედავება ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტს პროკურატურა

"აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს, ბრალი რატომ წაუყენეს?" - რას ედავება ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტს პროკურატურა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის მიერ მარი შარაშიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. როგორც უფლებადამცველი Ambebi.ge-სთან აცხადებს, პროკურატურა ამ ქმედებით, ცდილობს საქმეს ადვოკატები ჩამოაშოროს, რათა სტრასბურგში გასაჩივრების პროცესი შეფერხდეს.

"საუბარია იმ სქრინებზე, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ გამოძიებას. ამ მიმოწერით ირკვევა, რომ თამუნა იყო საფრთხის ქვეშ. ის მარის სწერს, რომ ემუქრებიან და თუ რამე მოუვა, დედამისს მიხედოს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ეს მიმოწერა გაყალბებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე ცალკე საქმე იყო აღძრული. მთავარი საქმე დახურეს და ახლა ამით ცდილობენ, ადვოკატები ჩამოგვაშორონ საქმეს, რათა სტრასბურგს არ მივმართოთ. აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს ბრალი რატომ წაუყენეს?" - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატის განცხადებით, ამ საკითხზე 15:00 საათზე პრესკონფერენციას გამართვენ.

ცნობისთვის, პროკურატურამ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მარი შარაშიძეს, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ბაჩალიაშვილთან მიმოწერის ამსახველი „სქრინები“ გადასცა, ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, შარაშიძეს ბრალდება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა მის სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ facebook პროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა „meleq elcin uslu“-ს სახელით შეუცვალა მომხმარებლის დასახელება, დაარეგისტრირა როგორც „tamar bachaliashvili” და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო, რის შემდეგაც, მიმოწერა განახორციელა საკუთარ facebook პროფილთან.

უწყების განცხადებით, გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მედიასაშუალებით გაასაჯაროვეს ფოტომასალა ე.წ. „სქრინშოტები“, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის თითქოსდა, სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას. აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის კომპიუტერული ექსპერტიზების დასკვნებით და ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული შესაბამისი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ბრალდებულ მ.შ.-ს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან. აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტზე.

საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, კერძოდ, მ.შ.-ს სარგებლობაში არსებული სოციალური ქსელის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მ.შ.-მ 2021 წლის 2 იანვარს, მის სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ facebook პროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა „meleq elcin uslu“-ს სახელით შეუცვალა მომხმარებლის დასახელება, დაარეგისტრირა როგორც „tamar bachaliashvili” და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო. აღნიშნულის შემდგომ მიმოწერა განახორციელა საკუთარ facebook პროფილთან, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში „მარი შარაშიძის“ სახელით, რის შედეგადაც დაამზადა facebook-ის messenger-ით განხორციელებული კომუნიკაციის ამსახველი ყალბი ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო ვითომდა, ბრალდებულსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერა.

მიმდინარე საქმეზე გამოძიების პროცესში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მოსამართლის მიერ მ.შ. გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოსდა, მას ჰქონდა სოციალურ ქსელ facebook-ის messenger-ით ურთიერთობა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან. ასევე, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას მ.შ.-მ დაადასტურა გამოძიებისთვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მიმოწერის ამსახველი ფოტოსურათების ნამდვილობა, მაშინ როცა ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან და წარმოდგენილი ცრუ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები დამზადებულია უშუალოდ ამ უკანასკნელის მიერ.

მ.შ.-ს წარედგინა ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 369-ე პრიმა მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.