"არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ "პირველთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მხრიდან ტელევიზიაში არავითარი შეჭრა არ იგეგმება.
"რაც შეეხება ტვ "პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ეს არის აბსურდი, არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან. მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც “იმედი“ დაარბიეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს. აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.
ვის დავუჯეროთ ღარიბაშვილს თუ სასამართლოს დადგენილებას,რომლითაც პროკურატურას ძალის გამოყენებით შეუძლია შევიდეს ტელევიზიაში.ამაზეა ნათქვამი ფიცის მწამს ბოლო მაკვირვებსო.
ქვეყანაში დესტაბილიზაციის ძირითადი წყარო პოლიტიზირებული ტელევიზიებია ისინი თავიანთ თავს თავისუფალ მედიას უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ან ხელისუფლების ან ოპოზიცის დაფინანსებულნი არიან და შესაბამისად საინფორმაციო ომს უწყობენ მოსახლეობას.ასეთი ტელევიზიები გაჯერებულია ფეიკ ნიუსებით, სიყალბის ტირაჟირებით ადვილად ახერხებენ მათთვის არასასურველი ან სრულად უვნებელი გადაწყვეტილების დამახინჯებულად მათთვის სასურველი კონტექსტით წარმოდგენას ეს ყველაფერი მედია ტერორია მიმართული სახელმწიფო აპარატის დისკრედიტაციის მისი ჩამოშლის მიზნით. ემსახურება მოსახლეობის ფსიქიკაზე ზეწოლას მის სიცრუეში ყოფნას.ავიღოთ სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება ეხლა გადავშალოთ წინა ხელისუფლების დროს 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-120-ე მუხლები და ვნახავთ რომ სასამართლოს მხრიდან კანონის მოთხოვნები დაცულია..კიდევ წავიკითხოთ სასამართლოს გადაწყვეტილება და ვეძებოთ სიტყვა "წყარო" თუ ასეთსაც ვერ ვნახავთ მივხვდებით, რომ განგაშის ზარების შემოკვრა სხვა მიზანს ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება.. ეხლა მეორე კუთხითაც შევხედოთ ფარული მიყურადება, მოსმენა დემოკრატიულ სამყაროში დასჯადი ქმედებაა ისჯება როგორც ამ პროცედურის უკანონო განმახორციელებელი ასევე გამავრცელებელი ჟურნალიშტს,დამცველს,სახალხო დამცველს,პარლამენტის წევრს ,სასულიერო პირს კანონი იცავს მათი საქმიანობის პროცესში ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს განთქმისგან და ამ საკითხზე ჩვენების მიცემის ვალდებულებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გამოძიებამ კანონით მინიჭებული სხვა ნორმების გამოყენებით არ დაადგინოს დამნაშავე და არ გაატაროს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებანი უნდა გვესმოდეს რომ უკანონო ფარული მოსმენა თვალთვალი ჩვენ ფუნდამენტურ უფლებას არღვევს და ამ მავნე პრაქტიკას ერთხელ და სამუდამოდ ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ