პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია" - ვახტანგ კალოიანი
"ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია" - ვახტანგ კალოიანი

ერთი სული გვაქვს, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი რო­დის ავიც­რე­ბით, ძა­ლი­ან დიდი პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ექი­მი ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ 13 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტი­ის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

რო­გორც ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნი აცხა­დებს, ვაქ­ცი­ნა­ცია უსაფრ­თხო და პან­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია.

„ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ცე­სის კარ­გი ორ­გა­ნი­ზე­ბა. ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ შევ­ძლებთ ამ პრო­ცე­სის უსაფრ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბას.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწო­რად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად იმუ­შა­ოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, სპე­ცი­ა­ლურ, გან­სა­კუთ­რე­ბულ ჯგუ­ფებ­თან, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც არის ეკ­ლე­სია. და­ვარ­წმუ­ნოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია უსაფრ­თხოა და პან­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი.

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ჯა­როს გახ­დის ყვე­ლა იმ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ამ კონ­კრე­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნის ჯგუ­ფებს, რათა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი­დევ ერთხელ დარ­წმუნ­დნენ, რომ ვაქ­ცი­ნის ეს პარ­ტია უსაფრ­თხოა, წარ­მო­ე­ბუ­ლია სან­დო ქვე­ყა­ნა­სა და ფარ­მა­ცევ­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ცალ­სა­ხად ერთი სული გვაქვს, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი რო­დის ავიც­რე­ბით, ძა­ლი­ან ვე­ლო­დე­ბით. ეს პარ­ტია, რაც შე­მო­დის, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის არის და ძა­ლი­ან დიდი პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს“, - აცხა­დებს კა­ლო­ი­ა­ნი.

ამას­თან, რო­გორც ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნი დას­ძენს, ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა, რად­გან გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ის იწ­ვევს, ძი­რი­თა­დად ალერ­გი­უ­ლი სა­ხი­საა.

„ძა­ლი­ან სა­ი­მე­დო მა­გა­ლი­თე­ბი და ციფ­რე­ბი გვაქვს ის­რა­ე­ლი­დან და ბრი­ტა­ნე­თი­დან, სა­დაც კარ­დი­ნა­ლუ­რად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბე­ბის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ვაქ­ცი­ნა ცალ­სა­ხად უსაფრ­თხოა, რად­გან გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ის იწ­ვევს ძი­რი­თა­დად ალერ­გი­უ­ლი სა­ხი­საა, საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რეა. მისი მარ­თვა საკ­მა­ოდ იო­ლია, სტან­დარ­ტუ­ლი რუ­ტი­ნაა.

რე­ა­ლუ­რად, არც არის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი ვი­თარ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ. ერ­თე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბია, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან გარ­კვე­ულ თრომ­ბო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე, თუმ­ცა, მისი პირ­და­პი­რი კავ­ში­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან არ დას­ტურ­დე­ბა, თუ არის, ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია.

ვაქ­ცი­ნა­ცია ერ­თა­დერ­თი გზაა, რათა ჩვენ შევ­ძლოთ ამ პან­დე­მი­ის მარ­თვა, ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, მარ­ტი­ვად გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე“,- აცხა­დებს კა­ლო­ი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია და­გეგ­მილ­ზე ერთი კვი­რით ადრე, 13 მარ­ტი­დან შე­მო­ვა. ქვე­ყა­ნა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა, რომ­ლი­თაც 43 200 ადა­მი­ა­ნი აიც­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
23
0

Aba tqven icit, me mag gaurkvevlobas chems organizmshi ar shevushveb da chemi porciac tqventvis damitmia zvirfaso med mushakebo :))

gv
0

Vai shens patrons?!)))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია" - ვახტანგ კალოიანი

"ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია" - ვახტანგ კალოიანი

ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით, ძალიან დიდი პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, - ასე ეხმაურება ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი „ინტერპრესნიუსთან“ 13 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის მიღების შესახებ ინფორმაციას.

როგორც ვახტანგ კალოიანი აცხადებს, ვაქცინაცია უსაფრთხო და პანდემიის შეჩერების ერთადერთი გამოსავალია.

„ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. მნიშვნელოვანია ამ პროცესის კარგი ორგანიზება. ტექნიკური სამუშაოები ჩატარებულია, დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის უსაფრთხოდ ჩატარებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ სწორად და თანმიმდევრულად იმუშაოს მოქალაქეებთან, სპეციალურ, განსაკუთრებულ ჯგუფებთან, მაგალითად, როგორიც არის ეკლესია. დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა და პანდემიის შეჩერების ერთადერთი გამოსავალი.

კარგი იქნება, თუ ხელისუფლება საჯაროს გახდის ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც შეეხება ამ კონკრეტული ვაქცინის ჯგუფებს, რათა მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ვაქცინის ეს პარტია უსაფრთხოა, წარმოებულია სანდო ქვეყანასა და ფარმაცევტულ დაწესებულებაში.

ცალსახად ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით, ძალიან ველოდებით. ეს პარტია, რაც შემოდის, სამედიცინო პერსონალისთვის არის და ძალიან დიდი პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, - აცხადებს კალოიანი.

ამასთან, როგორც ვახტანგ კალოიანი დასძენს, ვაქცინა უსაფრთხოა, რადგან გართულებები, რომელსაც ის იწვევს, ძირითადად ალერგიული სახისაა.

„ძალიან საიმედო მაგალითები და ციფრები გვაქვს ისრაელიდან და ბრიტანეთიდან, სადაც კარდინალურად არის შემცირებული ვაქცინაციის შემდეგ დაავადებების მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება. ვაქცინა ცალსახად უსაფრთხოა, რადგან გართულებები, რომელსაც ის იწვევს ძირითადად ალერგიული სახისაა, საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეა. მისი მართვა საკმაოდ იოლია, სტანდარტული რუტინაა.

რეალურად, არც არის მონაცემები, რომ მძიმე გართულებები ვითარდება ვაქცინაციის შემდეგ. ერთეული მონაცემებია, ევროპის ქვეყნებიდან გარკვეულ თრომბოზულ გართულებებზე, თუმცა, მისი პირდაპირი კავშირი ვაქცინაციასთან არ დასტურდება, თუ არის, ერთეული შემთხვევებია.

ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რათა ჩვენ შევძლოთ ამ პანდემიის მართვა, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება და რაც მთავარია, მარტივად გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე“,- აცხადებს კალოიანი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა. ქვეყანაში, თავდაპირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა, რომლითაც 43 200 ადამიანი აიცრება.

საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

"ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში" - ამირან გამყრელიძე

"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს