სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ პრობლემები გამოიწვია" - სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც?
"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ პრობლემები გამოიწვია" - სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც?

13 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო Astrazeneca-ს ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზებს შე­მო­ი­ტა­ნენ და ვაქ­ცი­ნა­ცია ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და­ი­წყე­ბა. მაგ­რამ AstraZeneca-სთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა მას შემ­დეგ, რაც ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა.

შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა სის­ხლის შე­დე­დე­ბა, თრომ­ბო­ემ­ბო­ლია, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ზო­გი­ერთს გა­ნუ­ვი­თარ­და, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სის­ხლის შე­დე­დე­ბა­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას შო­რის კავ­შირს და­ა­დას­ტუ­რებ­და.

ამ დრო­ის­თვის­თვის Astrazeneca-ს ვაქ­ცი­ნით აც­რე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია და­ნი­ა­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, ის­ლან­დი­ა­ში. იტა­ლი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, ეს­ტო­ნეთ­ში, ლატ­ვი­ა­ში, ლი­ე­ტუ­ვა­სა და ლუქ­სემ­ბურ­გში. თუმ­ცა რო­გორც აცხა­დე­ბენ, ეს დრო­ე­ბი­თია, შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა.

და­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ სის­ხლის შე­დე­დე­ბა. იტა­ლი­ის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში კი ამ­ბო­ბენ, რომ მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა AstraZeneca-ს პრე­პა­რა­ტით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ "არის პრე­ვენ­ცი­უ­ლი" და დას­ძე­ნენ, რომ ვაქ­ცი­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბულ "არა­სა­სურ­ველ მოვ­ლე­ნებს“ შო­რის კავ­ში­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ იკ­ვე­თე­ბა.

მე­დი­ის ცნო­ბით, ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ორი იტა­ლი­ე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო უც­ნობ­მა წყა­რომ სა­ა­გენ­ტო Reuters-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს გახ­და.

ავ­სტრი­ა­შიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც აც­რი­დან 10 დღე­ში "სის­ხლის შე­დე­დე­ბის გამო“ ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

ამას­თა­ნა­ვე, ვაქ­ცი­ნა­ცია AstraZeneca-ს გა­მო­ყე­ნე­ბით დღეს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო ტა­ი­ლან­დში და ქვეყ­ნის პრე­მი­ერს აცრა პირ­და­პირ ეთერ­ში უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც ბოლო დღე­ე­ბია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნით აც­რის პრო­ცესს აჩე­რე­ბენ, ტა­ი­ლან­დმა აც­რე­ბის და­წყე­ბა გა­და­დო და ისი­ნიც და­ე­ლო­დე­ბი­ან შე­სა­ბა­მის კვლე­ვებ­სა და დას­კვნებს.

მას შემ­დეგ, რაც ქვეყ­ნებ­მა AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნით აცრა შე­ა­ჩე­რეს, გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა.

"არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო Oxford-AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნა უკავ­შირ­დე­ბო­დეს თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ის რისკს. ვაქ­ცი­ნის სარ­გე­ბე­ლი აჭარ­ბებს მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­საძ­ლო რის­კებს“, - ამის შე­სა­ხებ აცხა­დე­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მწარ­მო­ე­ბელს, AstraZeneca-ში ამ­ბო­ბენ, რომ კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ში ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა ფარ­თოდ არის შეს­წავ­ლი­ლი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ის უსაფრ­თხო და ეფექ­ტი­ა­ნია. კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სა­ა­გენ­ტო­შიც და აღ­ნიშ­ნეს, რომ "არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ვაქ­ცი­ნამ პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია". მათი თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი კვლავ უნდა გაგ­რძელ­დეს. მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, სის­ხლის შე­დე­დე­ბა და თრომ­ბო­ემ­ბო­ლია შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად გან­ვი­თარ­დეს და ეს არც ისე იშ­ვი­ა­თია.

"დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 11-მი­ლი­ონ დო­ზა­ზე მეტი ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნაა უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი“, - აცხა­დე­ბენ ბრი­ტა­ნე­თის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სა­ა­გენ­ტო­ში.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის გარ­და AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნას იყე­ნე­ბენ მთელ რიგ ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის, აშშ-ში, ეს­პა­ნეთ­ში, მექ­სი­კა­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, ბელ­გი­ა­ში, კა­ნა­და­ში და ა.შ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის მთავ­რო­ბამ, მათ შო­რის, ეს­პა­ნე­თი­სა და მექ­სი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას არ აპი­რე­ბენ.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თეო
1

ფაქტია ცუდ შედეგებს იწვევს,მაგრამ არ აღიარებენ.ვინ იცის შემდგომ პერიოდში რას იზამს? Არა მარტო ეს არამედ სხვა ვაქცინებიც. Რახან ასე გულით სურთ გაიკეთონ კულუმბეგოვმა და კალოიანმა. ჩვენ შევხედოთ რა მოხდება.

სოლომონი
1

როცა გამოჩნდება გვიან იქნება..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ პრობლემები გამოიწვია" - სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც?

"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ პრობლემები გამოიწვია" - სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც?

13 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო Astrazeneca-ს ვაქცინის პირველ დოზებს შემოიტანენ და ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყება. მაგრამ AstraZeneca-სთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ქვეყანამ აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი დროებით შეაჩერა.

შეჩერების მიზეზად სახელდება სისხლის შედედება, თრომბოემბოლია, რომელიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ ზოგიერთს განუვითარდა, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სისხლის შედედებასა და ვაქცინაციას შორის კავშირს დაადასტურებდა.

ამ დროისთვისთვის Astrazeneca-ს ვაქცინით აცრები შეჩერებულია დანიაში, ნორვეგიაში, ისლანდიაში. იტალიაში, ავსტრიაში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და ლუქსემბურგში. თუმცა როგორც აცხადებენ, ეს დროებითია, შესაბამისი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, პროცესი გაგრძელდება.

დანიაში აცხადებენ, რომ შეჩერების მიზეზი გახდა ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედება. იტალიის მედიკამენტების სააგენტოში კი ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილება AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შეჩერების შესახებ "არის პრევენციული" და დასძენენ, რომ ვაქცინასა და განვითარებულ "არასასურველ მოვლენებს“ შორის კავშირი ჯერჯერობით არ იკვეთება.

მედიის ცნობით, ვაქცინის მიღების შემდეგ, ორი იტალიელი გარდაიცვალა, ხოლო უცნობმა წყარომ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ვაქცინაციის დროებით შეჩერების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ავსტრიაშიც ვაქცინაციის შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აცრიდან 10 დღეში "სისხლის შედედების გამო“ ქალი გარდაიცვალა.

ამასთანავე, ვაქცინაცია AstraZeneca-ს გამოყენებით დღეს უნდა დაწყებულიყო ტაილანდში და ქვეყნის პრემიერს აცრა პირდაპირ ეთერში უნდა გაეკეთებინა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებია სხვადასხვა ქვეყნები "ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის პროცესს აჩერებენ, ტაილანდმა აცრების დაწყება გადადო და ისინიც დაელოდებიან შესაბამის კვლევებსა და დასკვნებს.

მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა შეაჩერეს, განცხადებები გაავრცელეს მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტოებმა.

"არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა უკავშირდებოდეს თრომბოემბოლიის რისკს. ვაქცინის სარგებელი აჭარბებს მასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს“, - ამის შესახებ აცხადებენ ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელში.

რაც შეეხება მწარმოებელს, AstraZeneca-ში ამბობენ, რომ კლინიკურ კვლევებში ვაქცინის უსაფრთხოება ფართოდ არის შესწავლილი და დადასტურებულია, რომ ის უსაფრთხო და ეფექტიანია. კომენტარი გააკეთეს დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელ სააგენტოშიც და აღნიშნეს, რომ "არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ პრობლემები გამოიწვია". მათი თქმით, ვაქცინაციის პროცესი კვლავ უნდა გაგრძელდეს. მარეგულირებელ სააგენტოში აცხადებენ, სისხლის შედედება და თრომბოემბოლია შეიძლება ბუნებრივად განვითარდეს და ეს არც ისე იშვიათია.

"დიდ ბრიტანეთში 11-მილიონ დოზაზე მეტი ასტრაზენეკას ვაქცინაა უკვე ჩატარებული“, - აცხადებენ ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელ სააგენტოში.

დიდი ბრიტანეთის გარდა AstraZeneca-ს ვაქცინას იყენებენ მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, აშშ-ში, ესპანეთში, მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ბელგიაში, კანადაში და ა.შ. ზოგიერთი მათგანის მთავრობამ, მათ შორის, ესპანეთისა და მექსიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ვაქცინაციის პროცესის შეჩერებას არ აპირებენ.

წყარო: BBC.com

ქვიშის ქარიშხლისა და ჰაერის დაბინძურების გამო ჩინეთში განგაშის მეორე დონე გამოცხადდა - ნარინჯისფერი პეკინის დაუჯერებელი კადრები

როგორ აპირებდა ჰიტლერი ბერლინის "მსოფლიო დედაქალაქად“ ქცევას - განუხორციელებელი პროექტები, რომლებიც ცნობილ ქალაქებს სრულიად შეცვლიდა

"ყველაზე მეტი, 105 მლნ ვაქცინირებული აშშ-შია" - Bloomberg-ი მსოფლიოში აცრილი ადამიანების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს