მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს - ბიძინა კულუმბეგოვი სასულიერო პირის განცხადებას პასუხობს
შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს - ბიძინა კულუმბეგოვი სასულიერო პირის განცხადებას პასუხობს

არც თუ ისე ხან­მოკ­ლე ლო­დი­ნის შემ­დეგ, ცნო­ბი­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის თქმით, 13 მარ­ტი­დან, ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნის 43 200 დოზა შე­მო­ვა და ეს "ას­ტრა­ზე­ნე­კას" წარ­მო­ე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა.

სწო­რედ "ას­ტრა­ზე­ნე­კას" მი­მართ აქვთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა იო­ა­ნე გამ­რე­კელ­მა 11 მარტს რუს­თავ­ში ეკ­ლე­სი­ის კურ­თხე­ვის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხდა, რომ, "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით მი­უ­ღე­ბე­ლია. ამის მი­ზე­ზად მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­დი­კა­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია და­ა­სა­ხე­ლა.

"არის სხვა­დას­ხვა ბა­ზა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი. აღ­მოჩ­ნდა, სამ­წუ­ხა­როდ, რომ ერთ-ერთი ვაქ­ცი­ნა არის აბორ­ტის მსხვერ­პლის­გან. უმან­კო ჩა­ნა­სა­ხის­გან აღე­ბუ­ლი ნა­წი­ლი შე­დის იქ. ეს ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. კა­ნი­ბა­ლიზ­მის დო­ნე­ზე მი­დის უკვე, ძა­ლა­დო­ბით მოკ­ლუ­ლის მიერ ჯან­მრთე­ლო­ბას მივ­ხე­დო. ეს სი­ნოდ­ზეც იყო გან­ხი­ლუ­ლი - "ას­ტრა­ზე­ნე­კა“. "სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბაა", ჩე­მით რომ არ ვი­ლა­პა­რა­კო, არ უნდა იყოს იძუ­ლე­ბი­თი ხა­სი­ა­თის და ადა­მი­ან­მა უნდა გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი“ - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა იო­ა­ნემ.

შე­ი­ცავს თუ არა "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა ემ­ბრი­ო­ნა­ლურ უჯრე­დებს და რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­დი­ო­დეს ვაქ­ცი­ნა ადა­მი­ა­ნის რე­ლი­გი­ურ მრწამსთან? - ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ Ambebi.ge ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვს და­უ­კავ­შირ­და.

სპე­ცი­ა­ლის­ტის გან­მარ­ტე­ბით, ემ­ბრი­ო­ნა­ლურ უჯრე­დებს მხო­ლოდ ვექ­ტო­რუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გან­სა­ზღვრის ეტაპ­ზე იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ უკვე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე­თი უჯრე­დე­ბი არ შე­დის.

"ზო­გა­დად, 1961-იანი წლე­ბი­დან ემ­ბრი­ო­ნა­ლუ­რი უჯრე­დე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კვლე­ვის პრო­ცეს­ში. ეს არის ძი­რი­თა­დად ჰო­ლან­დი­ა­სა და ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აბორ­ტის შე­დე­გად შე­ნა­ხუ­ლი მა­სა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ემ­ბრი­ო­ნა­ლურ უჯრედ­თა ხა­ზებს უწო­დე­ბენ და მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს, მათ შო­რის კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში. ეს არის სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვე­ბის შე­დე­გი, რო­მელ­მაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნებს, ჩი­ნუ­რი და "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვექ­ტო­რუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის პრო­ცეს­ში, რო­დე­საც ად­გენ­დნენ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და ვაქ­ცი­ნის მოქ­მე­დე­ბა, ნამ­დვი­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს ეს უჯრე­დე­ბი, მაგ­რამ ხაზ­გას­მით გე­უბ­ნე­ბით, უკვე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ემ­ბრი­ო­ნა­ლუ­რი უჯრე­დე­ბი არ შე­დის. ანუ არც ჩი­ნუ­რი და არც "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა არ შე­ი­ცავს არა­ნა­ირ ემ­ბრი­ო­ნა­ლურ უჯრე­დებს. რაც შე­ე­ხე­ბა, "ფა­ი­ზერს" მას­ში ვექ­ტო­რუ­ლი ხა­ზე­ბი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ და შე­სა­ბა­მი­სად, მისი დამ­ზა­დე­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ემ­ბრი­ო­ნა­ლუ­რი უჯრე­დე­ბი" - ამ­ბობს ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

- რას წარ­მო­ად­გენს "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა და რამ­დე­ნად საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს იგი?

- Oxford/Astra Zeneca დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და შვე­დე­თის წარ­მო­ე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნაა და ვექ­ტო­რუ­ლი ვაქ­ცი­ნის ტიპს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მას ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ინ­ფორ­მა­ცია შიმ­პან­ზეს ადე­ნო­ვირუ­სის მეშ­ვე­ო­ბით შე­აქვს, რის შემ­დე­გაც ორ­გა­ნიზმს ეხ­მა­რე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში და მათ და­მახ­სოვ­რე­ბა­ში. "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის ბა­ზა­ში, ვექ­ტო­რად ანუ გა­დამ­ტა­ნად კონ­ვერ­ტის სა­ხით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შიმ­პან­ზეს ადე­ნო­ვირუ­სი. მა­გა­ლი­თად, რუ­სულ და ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის ადე­ნო­ვირუ­სე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- რა­ტომ გა­მო­ი­ყე­ნეს შიმ­პან­ზეს და არა ადა­მი­ა­ნის ადე­ნო­ვირუ­სი "ას­ტრა­ზე­ნე­კა­ში"?

- ადა­მი­ა­ნის ადე­ნო­ვირუ­სე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ცირ­კუ­ლი­რებს, რის გა­მოც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ანს უკვე ჰქონ­დეს ადე­ნო­ვირუ­სე­ბის მი­მართ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა რის­კის ქვეშ დად­გეს. რაც შე­ე­ხე­ბა შიმ­პან­ზეს ადე­ნო­ვირუსს, ცხა­დია, ადა­მი­ანს ის ვერ ექ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ვერც მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ამი­ტო­მაც აირ­ჩია ოქსფორ­დის ჯგუფ­მა იგი.

კი­დევ ერთხელ რომ გან­ვმარ­ტო, შიმ­პან­ზეს ადე­ნო­ვირუ­სი არის მხო­ლოდ გა­დამ­ტა­ნი და ის ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში არ მრავ­ლდე­ბა. მას აქვს დნმ ფრაგ­მენ­ტში ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ ასინ­თე­ზი­როს კო­რო­ნა­ვირუ­სის სპა­იკ ცილა ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცი­ლის წარ­მოქ­მნის შემ­დეგ გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი COVID-19 -ის წი­ნა­აღ­დეგ და ფორ­მირ­დე­ბა მახ­სოვ­რო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბას, ამ დრო­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 70- დან -80 %-მდე მერ­ყე­ობს. პირ­ველ და მე­ო­რე დო­ზას შო­რის ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლურ შუ­ა­ლე­დად სამი თვე გა­ნი­სა­ზღვრა, რად­გან ამან უფრო მეტი ეფექ­ტუ­რო­ბა აჩ­ვე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
covid
9
ასტრაზენეკაზე დანიამ და ისლანდიამ უარი თქვეს,ტრომბს იწვევს.
www
8

პარფიუმერია შეიცავს თუ შეიცავს მაგას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს - ბიძინა კულუმბეგოვი სასულიერო პირის განცხადებას პასუხობს

შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს - ბიძინა კულუმბეგოვი სასულიერო პირის განცხადებას პასუხობს

არც თუ ისე ხანმოკლე ლოდინის შემდეგ, ცნობილი გახდა საქართველოში ვაქცინის შემოტანის კონკრეტული თარიღი. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 13 მარტიდან, ქვეყანაში ვაქცინის 43 200 დოზა შემოვა და ეს "ასტრაზენეკას" წარმოებული ვაქცინა იქნება.

სწორედ "ასტრაზენეკას" მიმართ აქვთ სასულიერო პირების გარკვეულ ნაწილს განსაკუთრებული სკეპტიკური დამოკიდებულება. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა 11 მარტს რუსთავში ეკლესიის კურთხევის შემდეგ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხდა, რომ, "ასტრაზენეკას" ვაქცინა რელიგიური თვალსაზრისით მიუღებელია. ამის მიზეზად მიტროპოლიტმა მედიკამენტის დამზადების ტექნოლოგია დაასახელა.

"არის სხვადასხვა ბაზაზე შესრულებული ვაქცინები. აღმოჩნდა, სამწუხაროდ, რომ ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან. უმანკო ჩანასახისგან აღებული ნაწილი შედის იქ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. კანიბალიზმის დონეზე მიდის უკვე, ძალადობით მოკლულის მიერ ჯანმრთელობას მივხედო. ეს სინოდზეც იყო განხილული - "ასტრაზენეკა“. "სინოდის განჩინებაა", ჩემით რომ არ ვილაპარაკო, არ უნდა იყოს იძულებითი ხასიათის და ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი“ - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს და რა წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს ვაქცინა ადამიანის რელიგიურ მრწამსთან? - ამ საკითხზე სასაუბროდ Ambebi.ge ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს დაუკავშირდა.

სპეციალისტის განმარტებით, ემბრიონალურ უჯრედებს მხოლოდ ვექტორული ვაქცინების ეფექტიანობის განსაზღვრის ეტაპზე იყენებენ, მაგრამ უკვე დამზადებული ვაქცინის შემადგენლობაში ასეთი უჯრედები არ შედის.

"ზოგადად, 1961-იანი წლებიდან ემბრიონალური უჯრედები აქტიურად გამოიყენება კვლევის პროცესში. ეს არის ძირითადად ჰოლანდიასა და ბრიტანეთში ჩატარებული აბორტის შედეგად შენახული მასალები, რომლებსაც ემბრიონალურ უჯრედთა ხაზებს უწოდებენ და მსოფლიო მეცნიერული ტექნოლოგია წარმატებით იყენებს, მათ შორის კიბოს საწინააღმდეგო წამლების დამზადების პროცესში. ეს არის სამეცნიერო მიღწევების შედეგი, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

რაც შეეხება ვაქცინებს, ჩინური და "ასტრაზენეკას" ვექტორული ვაქცინები მიუთითებს, რომ ლაბორატორიული კვლევის პროცესში, როდესაც ადგენდნენ რამდენად ეფექტური იქნებოდა ვაქცინის მოქმედება, ნამდვილად გამოიყენეს ეს უჯრედები, მაგრამ ხაზგასმით გეუბნებით, უკვე დამზადებული ვაქცინების შემადგენლობაში ემბრიონალური უჯრედები არ შედის. ანუ არც ჩინური და არც "ასტრაზენეკას" ვაქცინა არ შეიცავს არანაირ ემბრიონალურ უჯრედებს. რაც შეეხება, "ფაიზერს" მასში ვექტორული ხაზები არ გამოუყენებიათ და შესაბამისად, მისი დამზადების არცერთ ეტაპზე არ იყო გამოყენებული ემბრიონალური უჯრედები" - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

- რას წარმოადგენს "ასტრაზენეკას" ვაქცინა და რამდენად საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს იგი?

- Oxford/Astra Zeneca დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის წარმოებული ვაქცინაა და ვექტორული ვაქცინის ტიპს მიეკუთვნება. მას ადამიანის ორგანიზმში ინფორმაცია შიმპანზეს ადენოვირუსის მეშვეობით შეაქვს, რის შემდეგაც ორგანიზმს ეხმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებაში და მათ დამახსოვრებაში. "ასტრაზენეკას" ვაქცინის ბაზაში, ვექტორად ანუ გადამტანად კონვერტის სახით არის გამოყენებული შიმპანზეს ადენოვირუსი. მაგალითად, რუსულ და ჩინურ ვაქცინებში ადამიანის ადენოვირუსებია გამოყენებული.

- რატომ გამოიყენეს შიმპანზეს და არა ადამიანის ადენოვირუსი "ასტრაზენეკაში"?

- ადამიანის ადენოვირუსები მოსახლეობაში ცირკულირებს, რის გამოც შესაძლებელია, ადამიანს უკვე ჰქონდეს ადენოვირუსების მიმართ ანტისხეულები და ვაქცინის ეფექტურობა რისკის ქვეშ დადგეს. რაც შეეხება შიმპანზეს ადენოვირუსს, ცხადია, ადამიანს ის ვერ ექნება, შესაბამისად, ვერც მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები, ამიტომაც აირჩია ოქსფორდის ჯგუფმა იგი.

კიდევ ერთხელ რომ განვმარტო, შიმპანზეს ადენოვირუსი არის მხოლოდ გადამტანი და ის ჩვენს ორგანიზმში არ მრავლდება. მას აქვს დნმ ფრაგმენტში ინფორმაცია, თუ როგორ ასინთეზიროს კორონავირუსის სპაიკ ცილა ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ. აღნიშნული ცილის წარმოქმნის შემდეგ გამომუშავდება ანტისხეულები COVID-19 -ის წინააღდეგ და ფორმირდება მახსოვრობა. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას, ამ დროის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 70- დან -80 %-მდე მერყეობს. პირველ და მეორე დოზას შორის ყველაზე ოპტიმალურ შუალედად სამი თვე განისაზღვრა, რადგან ამან უფრო მეტი ეფექტურობა აჩვენა.

"თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს COVID-19  გადატანილი აქვს" - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე?

"რეალისტები თუ ვიქნებით, უახლოეს დღეებში, საყოველთაო ვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინები საქართველოს ვერ ექნება" - ბიძინა კულუმბეგოვი

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინების მორიგ პარტიას? -  "ჯერ "ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები შემოვა, შემდეგ არის "ფაიზერის“ მოლოდინი"