ავტორი:

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 65 წლის ქალზე ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 65 წლის ქალზე ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აბაშაში, 65 წლის ქალის გაუპატიურების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტში, 1981 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა.

სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქონლის სადგომში მონასავით ექცეოდა... ცემის შემდეგ გარდაიცვალა" - კახეთში მოტყუებით ჩაყვანილი რუსეთის მოქალაქის საქმე და პროკურატურის განცხადება

"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - რატომ მიმართავს ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს?

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?