მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე მოიქცეოდა ქართველი კაცების 90%, რადგან როგორც კი ლექსიკური მარაგი ამოიწურება, გადადიან გინებაზე" - რას წერს ექსპერტი ბოლოდროინდელ სკანდალზე?
"ასე მოიქცეოდა ქართველი კაცების 90%, რადგან როგორც კი ლექსიკური მარაგი ამოიწურება, გადადიან გინებაზე" - რას წერს ექსპერტი ბოლოდროინდელ სკანდალზე?

ექ­სპერ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო დო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

მისი თქმით, რა მენ­ტა­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბაც არის ქვე­ყა­ნა­ში, იმ მენ­ტა­ლო­ბას ატა­რებს ელი­ტაც. გობ­რო­ნი­ძე ამ­ბობს, რომ დროა ელი­ტაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც გა­ი­ზარ­დოს.

მე­ო­რე დღეა ვკი­თხუ­ლობ კო­მენ­ტა­რებს "ცნო­ბილ" ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვერ ვხვდე­ბი რა გიკ­ვირთ. რა მენ­ტა­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი­ცაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ატა­რებს ელი­ტაც. ასე იქ­ნე­ბა მა­ნამ, სა­ნამ კა­რი­კა­ტუ­რულ, ფსევ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ერთხელ და სა­მუ­და­მოდ არ გა­მო­ვე­თხო­ვე­ბით.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზუს­ტად ასე მო­იქ­ცე­ო­და სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბის 90%, დიდი რე­სურ­სე­ბის ფლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უა­რე­სა­დაც, რად­გან ესაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც:

ა) რო­გორც კი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი ამო­ი­წუ­რე­ბა, გა­და­დი­ან გი­ნე­ბა­ზე;

ბ) სა­დაც დათ­მო­ბა და კომ­პრო­მი­სი სი­სუს­ტეს­თა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი,

გ) სა­დაც ტე­ხავს რო­გორც პა­ტი­ე­ბა, ისე პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნა,

დ) სა­დაც "კა­ცო­ბის ინ­დექ­სი" პირ­და­პირ პრო­პორ­ცი­უ­ლია იდი­ო­ტიზ­მის ხა­რისხთან, მუშ­ტებ­ზე ყუ­რე­ბა­სა და ვი­რი­ვით მოქ­ცე­ვას­თან,

ე) სა­დაც მკვლე­ლებს, ქურ­დებს და მო­ძა­ლა­დე­ებს ხელს აფა­რე­ბენ, ოღონდ არ "გა­ბოზ­დნენ",

ვ) სა­დაც 12 წლის ქალ­მა, 40+ წლის "ბავ­შვი" "აც­დუ­ნა",

ზ) ყვე­ლა ხე­დავ­და ჩაგ­ვრას, ყვე­ლას ეს­მო­და, რო­გორ ითხოვ­დნენ შვე­ლას, მაგ­რამ "არა­ვის არა­ფე­რი და­უ­ნა­ხავს"!

თ) სა­დაც დე­დის კულ­ტია და რაც უფრო მე­ტად იგი­ნე­ბი დე­და­ზე (და­გი­ნე­ბას ვგუ­ლის­ხმობ) უფრო მე­ტად "ემ­სა­ხუ­რე­ბი" კულტს,

ი) სა­დაც მე­უ­ფეს მრევ­ლის­გან პო­ლი­ცია იცავს,

კ) სა­დაც, და­ნით ჩხუ­ბი მო­სუ­ლა, ჯარ­ში წას­ვლა არა,

ლ) სა­დაც შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას კლა­ვენ,

მ) სა­დაც ქმე­დე­ბაც და პრო­ტეს­ტიც იმ­დე­ნად პრო­პორ­ცი­უ­ლია ზოგ­ჯერ, რომ ერთი მედ­ლის ორ მხა­რეს ვი­ღებთ.

აღარ ჩა­მოვ­თვლი ამ რე­ვერ­სუ­ლი, მა­ხინ­ჯი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მსხვერ­პლთა სა­ხე­ლებს. ზოგს პი­რა­დად ვიც­ნობ­დი. ასეთ უაზ­რო სიკ­ვდილს კი არა­ვინ იმ­სა­ხუ­რებ­და.

ერთი რამ ცხა­დია, დროა და­ვი­წყოთ გარ­დაქ­მნა სა­კუ­თარ თავ­ში და გა­ვი­ზარ­დოთ. გა­იზ­რდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და გა­იზ­რდე­ბა ელი­ტაც. თუ არ გა­იზ­რდე­ბა, არც ელი­ტა აღარ იქ­ნე­ბა" - წერს გობ­რო­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაიოზი
0

როგორიც ერი, ისეთი ბერი.

123
5

ეს მეორე შეროზია მოევლინა ქვეყანას?!!!!!!!!!!!!

ამ ფსევდომორალისტებმა ხომ შეჭამეს ტვინი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ასე მოიქცეოდა ქართველი კაცების 90%, რადგან როგორც კი ლექსიკური მარაგი ამოიწურება, გადადიან გინებაზე" - რას წერს ექსპერტი ბოლოდროინდელ სკანდალზე?

"ასე მოიქცეოდა ქართველი კაცების 90%, რადგან როგორც კი ლექსიკური მარაგი ამოიწურება, გადადიან გინებაზე" - რას წერს ექსპერტი ბოლოდროინდელ სკანდალზე?

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში გიორგი გობრონიძე ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ბოლო დოინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, რა მენტალობის საზოგადოებაც არის ქვეყანაში, იმ მენტალობას ატარებს ელიტაც. გობრონიძე ამბობს, რომ დროა ელიტაც და საზოგადოებაც გაიზარდოს.

მეორე დღეა ვკითხულობ კომენტარებს "ცნობილ" ამბავთან დაკავშირებით და ვერ ვხვდები რა გიკვირთ. რა მენტალობის მატარებელიცაა საზოგადოება, იმავე ღირებულებებს ატარებს ელიტაც. ასე იქნება მანამ, სანამ კარიკატურულ, ფსევდო ღირებულებებს ერთხელ და სამუდამოდ არ გამოვეთხოვებით.

დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე მოიქცეოდა საშუალო სტატისტიკური ქართველი კაცების 90%, დიდი რესურსების ფლობის შემთხვევაში, უარესადაც, რადგან ესაა საზოგადოება, სადაც:

ა) როგორც კი ლექსიკური მარაგი ამოიწურება, გადადიან გინებაზე;

ბ) სადაც დათმობა და კომპრომისი სისუსტესთანაა გაიგივებული,

გ) სადაც ტეხავს როგორც პატიება, ისე პატიების თხოვნა,

დ) სადაც "კაცობის ინდექსი" პირდაპირ პროპორციულია იდიოტიზმის ხარისხთან, მუშტებზე ყურებასა და ვირივით მოქცევასთან,

ე) სადაც მკვლელებს, ქურდებს და მოძალადეებს ხელს აფარებენ, ოღონდ არ "გაბოზდნენ",

ვ) სადაც 12 წლის ქალმა, 40+ წლის "ბავშვი" "აცდუნა",

ზ) ყველა ხედავდა ჩაგვრას, ყველას ესმოდა, როგორ ითხოვდნენ შველას, მაგრამ "არავის არაფერი დაუნახავს"!

თ) სადაც დედის კულტია და რაც უფრო მეტად იგინები დედაზე (დაგინებას ვგულისხმობ) უფრო მეტად "ემსახურები" კულტს,

ი) სადაც მეუფეს მრევლისგან პოლიცია იცავს,

კ) სადაც, დანით ჩხუბი მოსულა, ჯარში წასვლა არა,

ლ) სადაც შელაპარაკებისას კლავენ,

მ) სადაც ქმედებაც და პროტესტიც იმდენად პროპორციულია ზოგჯერ, რომ ერთი მედლის ორ მხარეს ვიღებთ.

აღარ ჩამოვთვლი ამ რევერსული, მახინჯი ღირებულებების მსხვერპლთა სახელებს. ზოგს პირადად ვიცნობდი. ასეთ უაზრო სიკვდილს კი არავინ იმსახურებდა.

ერთი რამ ცხადია, დროა დავიწყოთ გარდაქმნა საკუთარ თავში და გავიზარდოთ. გაიზრდება საზოგადოება და გაიზრდება ელიტაც. თუ არ გაიზრდება, არც ელიტა აღარ იქნება" - წერს გობრონიძე.