პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა?..." - თენგიზ ცერცვაძე "ტვ პირველსა" და ეკა კვესიტაძეს პასუხობს
"2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა?..." - თენგიზ ცერცვაძე "ტვ პირველსა" და ეკა კვესიტაძეს პასუხობს

საკ­მა­რი­სია ხმა ამო­ვი­ღოთ ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის წარ­მა­ტე­ბით მარ­თვა­ზე, რომ ვაი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და ვაი ექ­სპერ­ტე­ბი ისე შე­ი­ცხა­დე­ბენ, გე­გო­ნე­ბათ მკრე­ხე­ლო­ბა ჩა­ვი­დი­ნეთ, - ამის შეს­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ცერ­ცვა­ძე „ფე­ის­ბუქ“ პოს­ტში მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

„ადა­მი­ა­ნე­ბო, იყა­ვით ფხიზ­ლად! ა.წ. 2 მარტს ღა­მის „მთა­ვარ­ში” ეკა კვე­სი­ტა­ძე შე­ე­ცა­და მა­ყუ­რებ­ლე­ბი და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ „დღე­ის შემ­დეგ მათ­თვის ახ­ლო­ბე­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრა­ლია და არა კო­რო­ნა­ვირუ­სის?!“ მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია დიდი ხა­ნია და­ი­წყეს, COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი დრა­მა­ტუ­ლად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი (დიდი ტყუ­ი­ლი), ხოლო ლო­ქ­და­უ­ნე­ბი მოხ­სნი­ლია (კი­დევ ერთი ტყუ­ი­ლი).

ამა­ვე დროს „TV პირ­ველ­მა“ გა­ნა­თავ­სა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ფო­ტო­ე­ბი წარ­წე­რით, რომ ბოლო 24 სა­ათ­ში 10 გარ­დაც­ვლი­ლი არის შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი?! და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლით თა­მა­ში. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო დე­მა­გო­გი­ის და უზ­ნე­ო­ბის მა­გა­ლი­თი ამ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხრი­დან. სად­მე გი­ნა­ხავთ, ან მო­გის­მე­ნი­ათ, რომ მსოფ­ლი­ოს რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ას მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნოს? რა, 2 მარტს რომ ვაქ­ცი­ნა შე­მოგ­ვე­ტა­ნა, იმ დღეს ის 12 ავად­მყო­ფი აღარ მოკ­ვდე­ბო­და? მე კარ­გად ვიც­ნობ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, იმ დო­ნემ­დე თუ და­ეშ­ვე­ბოდ­ნენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას და სპე­კუ­ლი­რე­ბას გა­ბე­დავ­დნენ. მინ­და მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას იუ­ლი­უს ფუ­ჩი­კის სი­ტყვე­ბით, რომ­ლი­თაც იგი მსოფ­ლი­ოს ფა­შიზ­მის მო­ახ­ლო­ვე­ბის საფრ­თხე­ზე აფრ­თხი­ლებ­და „ადა­მი­ა­ნე­ბო, იყა­ვით ფხიზ­ლად!“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

ცერ­ცვა­ძე ასე­ვე გან­მარ­ტავს სხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას პან­დე­მი­ის კუ­თხით.

„ახლა ვნა­ხოთ რო­გო­რია სი­ნამ­დვი­ლე. ზუს­ტად იმა­ვე 2 მარტს, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით 12 ავად­მყო­ფი გარ­და­იც­ვა­ლა, ის­რა­ელ­ში გარ­და­იც­ვა­ლა 30 ავად­მყო­ფი, ბრი­ტა­ნეთ­ში - 343, გერ­მა­ნი­ა­ში - 401, აშშ-ში - 1989 ავად­მყო­ფი და ა.შ. გა­მო­დის, რომ ამ ქვეყ­ნე­ბის და კი­დევ სხვა ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი მკვლე­ლე­ბი არი­ან და უნდა გა­სა­მარ­თლდნენ? რაც შე­ე­ხე­ბა COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ვი­თომ­და დრა­მა­ტუ­ლად შემ­ცი­რე­ბას, ბოლო 1 კვი­რის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში სტა­ბი­ლუ­რად ფიქ­სირ­დე­ბა COVID-19-ით 400-ზე ნაკ­ლე­ბი ახა­ლი შემ­თხვე­ვა, მა­შინ, რო­დე­საც ის­რა­ელ­ში - 3000-დან 5000-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა, ბრი­ტა­ნეთ­ში - 6000-დან 7000-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა, გერ­მა­ნი­ა­ში - 6000-დან 11000-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა, აშშ-ში - 55000-დან 69000-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ზღუდ­ვებს და ლო­ქ­და­უ­ნებს, ისი­ნი ამე­რი­კის და ევ­რო­პის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხოლო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს გმირ ექი­მებ­თან ერ­თად მხო­ლოდ მად­ლო­ბა ეკუთ­ვნით იმის­თვის, რომ გა­ცი­ლე­ბით მწი­რი რე­სურ­სე­ბით და ვაქ­ცი­ნის გა­რე­შეც კი მო­ა­ხერ­ხეს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცია და გა­და­არ­ჩი­ნეს ათა­სო­ბით უმ­ძი­მე­სი ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლე, რაც იმედს იძ­ლე­ვა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის შემ­დეგ (სა­ვა­რა­უ­დოდ მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში) COVID-19-ის ეპიდსი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო მე­ტად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ცერ­ცვა­ძე.

ცერ­ცვა­ძე ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის პო­ზი­ცი­ა­ზე კი­დევ ერთხელ სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ COVID-19-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია.

„4 მარტს „მთა­ვარ­მა არ­ხმა“ გა­და­ცე­მა „მთა­ვარ­ში“ გა­უშ­ვა სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც ჯერ გა­მო­ი­გო­ნა, რომ „ცერ­ცვა­ძე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებს?! (ცხა­დია, მსგავ­სი არ­სად არა­ფე­რი მით­ქვამს). ხოლო შემ­დეგ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახ­ლად­მოვ­ლე­ნილ სა­ხეს ბ-ნი გი­ორ­გი ჩა­ლა­ძეს ათ­ქმე­ვი­ნა, რომ მე ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მაქვს?! დიახ, ბ-ნი ჩა­ლა­ძე და ქ-ნი კვე­სი­ტა­ძე თვლი­ან, რომ მე ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მაქვს. რო­გორ მოგ­წონთ? ადრე ბ-ნი ჩა­ლა­ძე ჩემს ცი­ხე­ში ჩას­მა­საც ითხოვ­და, რად­გან ყელ­ში ვყა­ვართ გა­ჩხე­რი­ლი და ხელს ვუშ­ლი, რომ ქვე­ყა­ნა­ში აპო­კა­ლიფ­სის სუ­რა­თი და­ხა­ტონ. ერთი სული აქვთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ბევ­რი გარ­დაც­ვლი­ლი იყოს, რომ ხალ­ხი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აამ­ხედ­რონ. სხვა­თა­შო­რის, ეს ის ჩა­ლა­ძეა, რო­მე­ლიც 1 კვი­რაა ატყუ­ებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ მას შე­უძ­ლია დღეს­ვე შე­მო­ი­ტა­ნოს ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნის 1 მი­ლი­ო­ნი დოზა?! მაგ­რამ მთავ­რო­ბა ამის ნე­ბას არ აძ­ლევს?! მე ვურ­ჩევ ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებს ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნონ თვა­ლი ჩა­ლა­ძის პერ­სო­ნას, რათა იცოდ­ნენ თუ რა ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, თუ ისი­ნი სწორ არ­ჩე­ვანს არ გა­ა­კე­თე­ბენ. „ადა­მი­ა­ნე­ბო, იყა­ვით ფხიზ­ლად!“

რაც შე­ე­ხე­ბა სი­მარ­თლეს, ყვე­ლამ იცის, რომ მე COVID-19-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ვარ და ჩემი ეს პო­ზი­ცია ათე­უ­ლო­ბით ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უ­ში და პოს­ტში მაქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ხოლო იმას, რომ ვაქ­ცი­ნა პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ვერ იქ­ნე­ბა, მთე­ლი მსოფ­ლიო აღი­ა­რებს. ცოტა ხნის წინ ეს თა­ვის გა­მოს­ვლა­ში ჯან­მო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მაც და­ა­დას­ტუ­რა. ასე რომ არ იყოს ევ­რო­პის და ამე­რი­კის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, ისე­ვე, რო­გორც ის­რა­ელ­ში, აღარ იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო ლო­ქ­და­უ­ნე­ბი და მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, არ იქ­ნე­ბო­და სა­ვალ­დე­ბუ­ლი პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა. მი­ლი­ო­ნე­ბი და მი­ლი­არ­დე­ბი არ და­ი­ხარ­ჯე­ბო­და COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის შექ­მნა­ზე და ა.შ.

კი­დევ ერთი რამ. საკ­მა­რი­სია ხმა ამო­ვი­ღოთ ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის პან­დე­მი­ის წარ­მა­ტე­ბით მარ­თვა­ზე და/ან რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას შე­ვე­და­როთ, რომ ეს ვაი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და ვაი ექ­სპერ­ტე­ბი ისე შე­ი­ცხა­დე­ბენ, გე­გო­ნე­ბათ რა­ი­მე ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მას შე­ვე­ხეთ და მკრე­ხე­ლო­ბა ჩა­ვი­დი­ნეთ. მი­ზე­ზი - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის დღე­ვან­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ქვე­ყა­ნა­ში რა­ი­მე კარ­გი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხდე­ბო­დეს. მა­შინ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მუხ­ტი სა­ი­დან მო­ვი­ტა­ნოთ? ისი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბა და­ა­არ­წმუ­ნონ, რომ „ლუ­ზე­რე­ბი“ ვართ.

გა­სა­გე­ბია, რომ ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რად ჩვენ­ზე ბევ­რად ძლი­ე­რე­ბი არი­ან და მთლი­ა­ნო­ბა­ში ბევ­რად ძლი­ე­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მაც აქვთ, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ცალ­კე­ულ სეგ­მენ­ტებ­ში ჩვენ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ. ასე მა­გა­ლი­თად, მოს­წონს ეს ვინ­მეს თუ არა, ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ევ­რო­პის 45 ქვე­ყა­ნა­ზე და­ბა­ლი COVID სიკ­ვდი­ლო­ბის პრო­ცენ­ტი (ე.წ. CFR) და ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის ჰოს­პი­ტალს გა­რეთ (ბი­ნა­ზე, კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში) გარ­დაც­ვლილ­თა ძა­ლი­ან და­ბა­ლი რი­ცხვი (სულ 41 შემ­თხვე­ვა). მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­პის და ამე­რი­კის სხვა ქვეყ­ნებ­ში ჰოს­პი­ტალს გა­რეთ ასო­ბით და ათა­სო­ბით COVID-19-ით ავად­მყო­ფია გარ­დაც­ვლი­ლი. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია იმის დას­ტუ­რად, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კა­დე­ბი კარ­გად იმარ­თე­ბა. ისიც ხომ ფაქ­ტია, რომ ამე­რი­კის CDC-იმ, კომ­პა­ნია Gilead-მა და მსოფ­ლიო ჰე­პა­ტო­ლო­გი­ის ლი­დე­რებ­მა C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ სა­მო­დე­ლო ქვეყ­ნად სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო აირ­ჩი­ეს და არა შვე­დე­თი, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, ის­რა­ე­ლი ან აშშ. ისიც ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც 2025 წლის­თვის და­ა­მარ­ცხებს 21-ე სა­უ­კუ­ნის ორ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას: C ჰე­პა­ტიტს და აივ/შიდსს.

ასე, რომ ჩემო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბო! იყა­ვით ფხიზ­ლად, მაგ­რამ იმე­დი­ა­ნად!“, - წერს ცერ­ცვა­ძე.

პასუხი
15

2 მარტს კი არა დეკემბერში ან იანვარში უნდა შემოგეტანათ! არ გაიხარებთ ამ ხალხის ცოდვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა?..." - თენგიზ ცერცვაძე "ტვ პირველსა" და ეკა კვესიტაძეს პასუხობს

"2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა?..." - თენგიზ ცერცვაძე "ტვ პირველსა" და ეკა კვესიტაძეს პასუხობს

საკმარისია ხმა ამოვიღოთ ქვეყანაში COVID-19-ის წარმატებით მართვაზე, რომ ვაი ტელევიზიები და ვაი ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ მკრეხელობა ჩავიდინეთ, - ამის შესხებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცერცვაძე „ფეისბუქ“ პოსტში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„ადამიანებო, იყავით ფხიზლად! ა.წ. 2 მარტს ღამის „მთავარში” ეკა კვესიტაძე შეეცადა მაყურებლები დაერწმუნებინა, რომ „დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის?!“ მანვე განაცხადა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დიდი ხანია დაიწყეს, COVID-19-ის ახალი შემთხვევები დრამატულად არის შემცირებული (დიდი ტყუილი), ხოლო ლოქდაუნები მოხსნილია (კიდევ ერთი ტყუილი).

ამავე დროს „TV პირველმა“ განათავსა ჯანდაცვის მინისტრის ფოტოები წარწერით, რომ ბოლო 24 საათში 10 გარდაცვლილი არის შეუსრულებელი დაპირების საფასური?! და ადამიანების სიცოცხლით თამაში. ეს არის უპრეცედენტო დემაგოგიის და უზნეობის მაგალითი ამ ტელევიზიების მხრიდან. სადმე გინახავთ, ან მოგისმენიათ, რომ მსოფლიოს რომელიმე ტელევიზიას მსგავსი განცხადება გაეკეთებინოს? რა, 2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა? მე კარგად ვიცნობ ამ ტელევიზიებს, მაგრამ არ მეგონა, იმ დონემდე თუ დაეშვებოდნენ, რომ გარდაცვლილი ადამიანებით მანიპულირებას და სპეკულირებას გაბედავდნენ. მინდა მივმართო საზოგადოებას იულიუს ფუჩიკის სიტყვებით, რომლითაც იგი მსოფლიოს ფაშიზმის მოახლოვების საფრთხეზე აფრთხილებდა „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“, - აღნიშნავს ის.

ცერცვაძე ასევე განმარტავს სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებას პანდემიის კუთხით.

„ახლა ვნახოთ როგორია სინამდვილე. ზუსტად იმავე 2 მარტს, როცა საქართველოში COVID-19-ით 12 ავადმყოფი გარდაიცვალა, ისრაელში გარდაიცვალა 30 ავადმყოფი, ბრიტანეთში - 343, გერმანიაში - 401, აშშ-ში - 1989 ავადმყოფი და ა.შ. გამოდის, რომ ამ ქვეყნების და კიდევ სხვა ძალიან ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელები მკვლელები არიან და უნდა გასამართლდნენ? რაც შეეხება COVID-19-ის ახალი შემთხვევების ვითომდა დრამატულად შემცირებას, ბოლო 1 კვირის მანძილზე საქართველოში სტაბილურად ფიქსირდება COVID-19-ით 400-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა, მაშინ, როდესაც ისრაელში - 3000-დან 5000-მდე ახალი შემთხვევა, ბრიტანეთში - 6000-დან 7000-მდე ახალი შემთხვევა, გერმანიაში - 6000-დან 11000-მდე ახალი შემთხვევა, აშშ-ში - 55000-დან 69000-მდე ახალი შემთხვევა და ა.შ. რაც შეეხება შეზღუდვებს და ლოქდაუნებს, ისინი ამერიკის და ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოში. ხოლო ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას და ჯანდაცვის მინისტრს გმირ ექიმებთან ერთად მხოლოდ მადლობა ეკუთვნით იმისთვის, რომ გაცილებით მწირი რესურსებით და ვაქცინის გარეშეც კი მოახერხეს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების შემთხვევების მინიმიზაცია და გადაარჩინეს ათასობით უმძიმესი ავადმყოფის სიცოცხლე, რაც იმედს იძლევა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის შემდეგ (სავარაუდოდ მარტის მეორე ნახევარში) COVID-19-ის ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

ცერცვაძე ვაქცინასთან დაკავშირებით მის პოზიციაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ამბობს, რომ COVID-19-ის ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.

„4 მარტს „მთავარმა არხმა“ გადაცემა „მთავარში“ გაუშვა სიუჟეტი, სადაც ჯერ გამოიგონა, რომ „ცერცვაძე ვაქცინაციის ეფექტიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს?! (ცხადია, მსგავსი არსად არაფერი მითქვამს). ხოლო შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ახლადმოვლენილ სახეს ბ-ნი გიორგი ჩალაძეს ათქმევინა, რომ მე ფსიქიკური პრობლემები მაქვს?! დიახ, ბ-ნი ჩალაძე და ქ-ნი კვესიტაძე თვლიან, რომ მე ფსიქიკური პრობლემები მაქვს. როგორ მოგწონთ? ადრე ბ-ნი ჩალაძე ჩემს ციხეში ჩასმასაც ითხოვდა, რადგან ყელში ვყავართ გაჩხერილი და ხელს ვუშლი, რომ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატონ. ერთი სული აქვთ, რომ ქვეყანაში ბევრი COVID-19-ით ინფიცირებული და ბევრი გარდაცვლილი იყოს, რომ ხალხი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აამხედრონ. სხვათაშორის, ეს ის ჩალაძეა, რომელიც 1 კვირაა ატყუებს მოსახლეობას, რომ მას შეუძლია დღესვე შემოიტანოს ქვეყანაში ვაქცინის 1 მილიონი დოზა?! მაგრამ მთავრობა ამის ნებას არ აძლევს?! მე ვურჩევ ტელემაყურებლებს ყურადღებით ადევნონ თვალი ჩალაძის პერსონას, რათა იცოდნენ თუ რა ტიპის ადამიანები შეიძლება მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუ ისინი სწორ არჩევანს არ გააკეთებენ. „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“

რაც შეეხება სიმართლეს, ყველამ იცის, რომ მე COVID-19-ის ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ვარ და ჩემი ეს პოზიცია ათეულობით ტელეინტერვიუში და პოსტში მაქვს დაფიქსირებული. ხოლო იმას, რომ ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ვერ იქნება, მთელი მსოფლიო აღიარებს. ცოტა ხნის წინ ეს თავის გამოსვლაში ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმაც დაადასტურა. ასე რომ არ იყოს ევროპის და ამერიკის ყველა ქვეყანაში, ისევე, როგორც ისრაელში, აღარ იქნებოდა საჭირო ლოქდაუნები და მკაცრი შეზღუდვები, არ იქნებოდა სავალდებული პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირება. მილიონები და მილიარდები არ დაიხარჯებოდა COVID-19-ის საწინააღმდეგო პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტის შექმნაზე და ა.შ.

კიდევ ერთი რამ. საკმარისია ხმა ამოვიღოთ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის წარმატებით მართვაზე და/ან რომელიმე ქვეყანას შევედაროთ, რომ ეს ვაი ტელევიზიები და ვაი ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ რაიმე ტაბუდადებულ თემას შევეხეთ და მკრეხელობა ჩავიდინეთ. მიზეზი - როგორ შეიძლება ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანაში რაიმე კარგი და წარმატებული ხდებოდეს. მაშინ რევოლუციური მუხტი საიდან მოვიტანოთ? ისინი ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობა დააარწმუნონ, რომ „ლუზერები“ ვართ.

გასაგებია, რომ ევროპის და ამერიკის ქვეყნები ეკონომიკურად ჩვენზე ბევრად ძლიერები არიან და მთლიანობაში ბევრად ძლიერი ჯანდაცვის სისტემაც აქვთ, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში ჩვენ უფრო წარმატებულები ვიყოთ. ასე მაგალითად, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ფაქტია, რომ საქართველოს აქვს ევროპის 45 ქვეყანაზე დაბალი COVID სიკვდილობის პროცენტი (ე.წ. CFR) და ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროში) გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვი (სულ 41 შემთხვევა). მაშინ, როდესაც ევროპის და ამერიკის სხვა ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ ასობით და ათასობით COVID-19-ით ავადმყოფია გარდაცვლილი. ეს ძალიან სერიოზული მაჩვენებელია იმის დასტურად, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების ნაკადები კარგად იმართება. ისიც ხომ ფაქტია, რომ ამერიკის CDC-იმ, კომპანია Gilead-მა და მსოფლიო ჰეპატოლოგიის ლიდერებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყნად სწორედ საქართველო აირჩიეს და არა შვედეთი, გერმანია, ავსტრია, ისრაელი ან აშშ. ისიც ფაქტია, რომ საქართველო ძალიან დიდი ალბათობით იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის დაამარცხებს 21-ე საუკუნის ორ მთავარ გამოწვევას: C ჰეპატიტს და აივ/შიდსს.

ასე, რომ ჩემო თანამემამულეებო! იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად!“, - წერს ცერცვაძე.

"კონტრაქტით, ნელიმ მლნ-ზე მეტის ღირებულების ქონება მიიღო, სახლი და კომერციული ფართი, საიდანაც თვიურად ათასობით ლარს იღებს, დამატებით ითხოვს სხვა სახლს" - ბასილაშვილის ადვოკატი

ირინა ტორონჯაძეს "რუსთავი 2"-ზე გადაცემა დაუხურეს - შეეწირა თუ არა "მენტალური ომები" გიორგი ლომინაძის სტუმრობას?

"შევთხოვოთ უფალს, გაგვიხსნას გონება და ჩვენი თავი დავინახოთ" - ილია მეორე