პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს პროკურატურა "ტვპირველის" საქმეზე? - "პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს"
რას აცხადებს პროკურატურა "ტვპირველის" საქმეზე? - "პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს"

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა იმედს იტო­ვებს, რომ "ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი“ ითა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, გად­მოგ­ვცემს მა­თი­ვე ეთერ­ში გა­სულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ამას­თან, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მა­ტავს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას და მის ჟურ­ნა­ლის­ტებს უფ­ლე­ბა აქვთ არ გა­დას­ცენ გა­მო­ძი­ე­ბას საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი სა­გა­ნი, დო­კუ­მენ­ტი თუ სხვა ობი­ექ­ტი.

“რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში "ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის“ ეთე­რით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მიმ­დი­ნა­რე წლის 9 მარტს გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო კერ­ძო სა­უბ­რის უნე­ბარ­თვო ჩა­წე­რის ან/და მი­ყუ­რა­დე­ბის, ასე­ვე კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რის, ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 158-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

იმა­ვე დღეს, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბო­და "ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტის ში­ნა­არსს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან მი­ღე­ბუ­ლი იქნა გან­ჩი­ნე­ბა "ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი­დან“ იმ ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ამო­ღე­ბა­ზე, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო 6 მარტს "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ რე­პორ­ტაჟ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კერ­ძო სა­უბ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. 10 მარტს, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თვის ფოს­ტით სა­შუ­ა­ლე­ბით მი­წო­დე­ბამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან "ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის“ ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელ­თან შედ­გა სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია, რა დრო­საც გა­ნე­მარ­ტა, რომ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­ეგ­ზავ­ნე­ბო­დათ ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და მათ­თვის მი­სა­ღე­ბი ფორ­მით, მათ­თვის მი­სა­ღებ დროს და ად­გი­ლას გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მო­ე­წო­დე­ბი­ნათ გან­ჩი­ნე­ბით მო­თხოვ­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნულ­ზე მათ გა­მოთ­ქვეს გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მზად­ყოფ­ნა.

ხაზ­გას­მით უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს­და პრო­კუ­რა­ტუ­რა აპი­რებს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შეჭ­რას, არის სიც­რუე და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას. აღ­ნიშ­ნუ­ლის და­დას­ტუ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს ისიც, რომ სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლია მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ამო­ღე­ბის და არა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ოფი­სის ჩხრე­კის გან­ჩი­ნე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას და მის ჟურ­ნა­ლის­ტებს უფ­ლე­ბა აქვთ არ გა­დას­ცენ გა­მო­ძი­ე­ბას საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი სა­გა­ნი, დო­კუ­მენ­ტი თუ სხვა ობი­ექ­ტი, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა იმედს იტო­ვებს, რომ "ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი“ ითა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, გად­მოგ­ვცემს მა­თი­ვე ეთერ­ში გა­სულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს, რათა დრო­უ­ლად და­ი­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, ასე­ვე ჩა­ტარ­დეს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველს“ გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლია მათ­თვის მი­სა­ღებ დროს, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წარ­მო­ად­გი­ნონ მათ­თვის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად მათ მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­სა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით.

კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში გა­სუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა/მი­ღე­ბა, რათა დრო­უ­ლად და­ი­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი მათი ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და ჩა­ტარ­დეს სხვა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ამ პრო­ცეს­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მხრი­დან გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
shalva
6

თუ არუნდათ რომ შევიდნენ ტელევიზიაში მაშინ გადასცენ აუდიო ჩანაწერები ორიგინალები და მორჩება მაგრამ რატომ მერე ვინ დაიწყებს წიკვინს

ოჰო
4

არ გადმოგვცემენ რადგან მათივე დამონტაჟებული და გაყალბებულია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რას აცხადებს პროკურატურა "ტვპირველის" საქმეზე? - "პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს"

რას აცხადებს პროკურატურა "ტვპირველის" საქმეზე? - "პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს"

საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ,,ტელეკომპანია პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც პროკურატურა განმატავს, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი.

“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, მიმდინარე წლის 9 მარტს გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნებოდა ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება "ტელეკომპანია პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 10 მარტს, აღნიშნული განჩინების ტელეკომპანიისთვის ფოსტით საშუალებით მიწოდებამდე, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ,,ტელეკომპანია პირველის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც განემარტა, რომ სასამართლოს განჩინება შესასრულებლად გაეგზავნებოდათ ფოსტის საშუალებით და მათთვის მისაღები ფორმით, მათთვის მისაღებ დროს და ადგილას გამოძიებისთვის მოეწოდებინათ განჩინებით მოთხოვნილი მასალები. აღნიშნულზე მათ გამოთქვეს გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება.

მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი, თუმცა საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ,,ტელეკომპანია პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით, ასევე ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

,,ტელეკომპანია პირველს“ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მათთვის მისაღებ დროს, პროკურატურაში წარმოადგინონ მათთვის ხელთ არსებული ფარული ჩანაწერები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიუხედავად მათ მიერ გაჟღერებული პოზიციისა სასამართლოს განჩინების შინაარსთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა”, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა - რის გაძარცვას ცდილობდნენ დაკავებულები

ოზურგეთში მამინაცვალი არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედებისთვის დააკავეს

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 65 წლის ქალზე ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა