ავტორი:

Public Health England: თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს თამბაქოს ეპიდემიის დასრულებას (R)

Public Health England: თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს თამბაქოს ეპიდემიის დასრულებას (R)

ზიანის შემცირების პოლიტიკა თამბაქოს ეპიდემიასთან ბრძოლის ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს, რომლის ეფექტურობაც სამეცნიერო კვლევებით დასტურდება. მიუხედავად ამისა, ჯანმო მკაცრად ეწინააღმდეგება აღნიშნულ სტრატეგიას და უპირატესობას მკაცრი კონტროლისა და შეზღუდვების დაწესებას ანიჭებს.

2021 წელს Public Health England-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს თამბაქოს ეპიდემიის დასრულებას.

სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე გადასვლის შედეგად ტრადიციული სიგარეტების მოხმარება ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში 49%-ით, იოკშირისა და ჰუმბერის რეგიონში კი 78%-ით შემცირდა. კლინიკური კვლევის თანახმად, ახალი ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციული მოწევისთვის თავის დანებების პროცესში ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ნიკოტინის ჩამნაცვლებელი თერაპია.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ აღიარებს თამბაქოს შემცირებული რისკების მქონე მოწყობილობების შესაძლო დადებით მხარეებს. უფრო მეტიც, გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, ორგანიზაცია ჯანდაცვის სისტემებს თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების აკრძალვისკენ მოუწოდებს.

“ჯანმო არ ითვალისწინებს მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებას, უგულებელყოფს Public Health England-ისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Action on Smoking and Health (ASH)-ის სამეცნიერო თუ კლინიკურ კვლევებს, და აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომლებიც მოკლებულია სამეცნიერო საფუძველს. მსგავსი ქმედებების შედეგად, ჯანმო შესაძლოა ზიანის შემცირების მტრად დასახელდეს”, - ამბობს ასოციაცია UKVIA-ს დირექტორი ჯონ დუნი.

თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მომხრე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯანმოს მკაცრი მიდგომა უარყოფითად აისახება საყოველთაო ჯანდაცვაზე, რადგან ზიანის შემცირების პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭიროა არჩევანის თავისუფლების არსებობა. რაც ნიშნავს იმას, რომ თამბაქოს პროდუქტების აკრძალვის ნაცვლად, ზრდასრულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს წვდომა თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე.

“ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ პოტენციალი, ხელი შეუწყონ მოწევის შეწყვეტასა და მწეველთა რაოდენობის შემცირებას. ზიანის შემცირების პოლიტიკის კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის საჭიროა ცნობიერების ამაღლება და ლოკალური მთავრობების მიერ ალტერნატიულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდა”, - განაცხადა UKVIA-ს დირექტორმა.

UKVIA-ს დირექტორის შეფასებით, თამბაქოს ზიანის შემცირება წარმოადგენს პროგრესულ სტრატეგიას, რომელიც დადებითი შედეგის მომტანი იქნება მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებისათვის.

“ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება არასწორ ინფორმაციასა და არასამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ აკრძალვებს, ხელი შეუშალონ უკეთესი მომავლის განხორციელების შესაძლებლობას”, - ამბობს ჯონ დუნი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის გადაწყვეტილებას ქართველი წამყვანი ონკოლოგიის პროფესორი რემა ღვამიჩავა ეხმაურება: "ნუ განვიხილავთ საქართველოს მთელი მსოფლიოდან განყენებულად, მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი პროდუქტი და ნებისმიერი ქმედება და ძალისხმევა, რომელიც ადამიანს მიეხმარება სიგარეტისთვის თავის დანებებაში მხოლოდ მისასალმებელია და ვფიქრობ რომ ამას საქართველოშიც იგივე შედეგი უნდა ჰქონდეს.

რასაკვირველია სწორი ინფორმაციის მიწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თამბაქო, რომ მავნეა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისედაც აქსიომაა, ამაზეც მუდმივად არის საჭირო საუბარი და მომხმარებლებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. რა თქმა უნდა ჯობია, რომ ადამიანმა არ მოიხმაროს თამბაქო, ანუ სიგარეტი არ მოწიოს. ვინც ეწევა მისთვის ნებისმიერი გზა, რომელიც მას სიგარეტისთვის თავის დანებებაში, ან ნაკლებად საზიანო ალტერნატივით ჩანაცვლებაში დაეხმარება არის მნიშვნელოვანი.“

ონკოლოგის მოსაზრებით: „ძალიან მარტივია, ადამიანს უთხრა, რომ თავი დაანებოს სიგარეტის მოწევას, თუმცა ვინც მწეველია მისთვის ასე მარტივი რა თქმა უნდა არ არის. ისინი თავად ცდილობენ და ვერ ანებებენ თავს, ამიტომ მიხმარება და ჩანაცვლება ამაში ძალიან მნიშვნელოვანია. უკვამლო თამბაქოს პროდუქტები, რასაკვირველია თავადაც არ არის ურისკო, მაგრამ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს ზიანის შემცირებაში ამიტომ, ამ ინფორმაციის მიწოდება და სწორად ინფორმირება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი.“

R

შიდა უპროცენტო განვადება წინასწარი შენატანის გარეშე - „ტერასა ბაკურიანის“ აქცია 31 მარტამდე გრძელდება

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორია

სილქნეტი საიუბილეო დღეებში სილქფესტის 4 აქციას სთავაზობს მომხმარებლებს!