სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი Astrazeneca-ს ვაქცინის შესახებ, რომლითაც უკვე საქართველოშია -  რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ის
რა არის ცნობილი Astrazeneca-ს ვაქცინის შესახებ, რომლითაც უკვე საქართველოშია -  რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ის

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს შე­მო­ვი­და. COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრეს­კონ­ფე­რენ­ცია 10:30 სა­ათ­ზე, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გა­ი­მარ­თე­ბა, მას ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე გახ­სნის.

  • პირ­ველ რიგ­ში, ვინ უნდა მი­ი­ღოს "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა?

ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ხედ­ვით, უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ე­ნი­ჭოთ მო­წყვლად ჯგუ­ფებს, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მუ­შა­კებს და ხან­ში შე­სულ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის, 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლებს.

ვაქ­ცი­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია იმ თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ზრდის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ვაქ­ცი­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბის­თვის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ასე­ვე დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის. ვაქ­ცი­ნა­ცია შე­იძ­ლე­ბა ჩა­უ­ტარ­დეთ იმ პი­რებ­საც, რომ­ლებ­მაც უკვე გა­და­ი­ტა­ნეს კო­ვი­დი.

"ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლე­ბის­თვი­საც, თუ ისი­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის მო­წყვლად ჯგუ­ფებ­ში არი­ან (მა­გა­ლი­თად, აქვთ თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა). ჯან­მო არ გირ­ჩევთ ძუ­ძუ­თი კვე­ბის შე­წყვე­ტას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ.

  • შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ვაქ­ცი­ნა­ცია ორ­სუ­ლო­ბის დროს?
ასევე დაგაინტერესებთ
20:09 / 11-03-2021

შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს - ბიძინა კულუმბეგოვი სასულიერო პირის განცხადებას პასუხობს

11:06 / 12-03-2021

"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ პრობლემები გამოიწვია" - სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც?

09:52 / 13-03-2021

როდის დაიწყება ვაქცინაციის პროცესი და ვინ აიცრებიან პირველ ეტაპზე - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

19:20 / 14-03-2021

"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის კო­ვი­დი საკ­მა­ოდ დიდი რის­კია, მაგ­რამ არის თუ არა ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა ორ­სუ­ლო­ბი­სას უსაფრ­თხო, ეს სა­კი­თხი საკ­მა­რი­სად შეს­წავ­ლი­ლი ჯერ არ გახ­ლავთ. თუ ორ­სულ ქალს აქვს რა­ი­მე თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის გა­მოც, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­ექ­მნას, ასეთ დროს უნდა აიც­რას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად. ექიმ­მა უნდა შე­ა­ფა­სოს მისი მდგო­მა­რე­ო­ბის სირ­თუ­ლე.

  • ვის­თვის არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა?

ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის ის­ტო­რია ვაქ­ცი­ნის შე­მად­გე­ნელ რო­მე­ლი­მე კომ­პო­ნენტზე, მათ "ას­ტრა­ზე­ნე­კა" არ უნდა მი­ი­ღონ. ასე­ვე, ვაქ­ცი­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის 18 წლამ­დე პი­რე­ბის­თვის. სა­ნამ მო­ზარ­დებ­ში მის მი­ღე­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­უ­წე­ვენ, შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს.

  • ვაქ­ცი­ნის რა დოზა უნდა მი­ი­ღოთ?

ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ით, ეფექ­ტი­ა­ნო­ბის­თვის, 8-დან 12 კვი­რამ­დე ინ­ტერ­ვა­ლით, ორი დო­ზის გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო. თითო დოზა 0,5 მი­ლიგ­რა­მი.

  • უსაფრ­თხო­ე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა

ჯან­მოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს. ევ­რო­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტომ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ა­ფა­სა ხა­რის­ხი, უსაფრ­თხო­ე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და დარ­თო ნე­ბარ­თვა მის გა­მო­ყე­ნე­ბას. "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 63,09%-ია (შე­ნიშ­ვნა: ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბიც, რო­მელ­ზეც ქვე­მოთ ვი­სა­უბ­რებთ).

  • ამ­ცი­რებს თუ არა ვირუ­სის გა­და­ცე­მის რისკს "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა

არ­სე­ბობს კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ცე­მას ამ­ცი­რებს, თუმ­ცა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­საკ­მა­რი­სად თვლის და წე­რენ, რომ არ არ­სე­ბობს ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად. ამი­ტო­მაც, ჯან­მო გვირ­ჩევს, რომ და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია, შე­სა­ბა­მი­სი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე.

ცნო­ბის­თვის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­და, "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა, BBC.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, Oxford-AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნის ერთი დოზა ძალ­ზე ეფექ­ტი­ა­ნია, ის 80%-ზე უფრო მე­ტით ამ­ცი­რებს და­ა­ვა­დე­ბის შანსს და ასე­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რო­გორც BBC-ის სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა Public Health England-ში და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის ერთი დოზა მა­ინც მი­ი­ღეს. BBC-ის ცნო­ბით­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ რამ­დე­ნი ხნით იცავს ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, astrazeneca-ს ვაქ­ცი­ნა იცავს მი­ნი­მუმ 6 თვით.

  • რა­ტომ ზღუ­დავს ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა ამ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას?

ზო­გი­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნით ცრი­ან 18-დან 65 წლამ­დე ადა­მი­ა­ნებს, ვი­ნა­ი­დან რო­გორც ამ­ბო­ბენ, 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში ის ეფექ­ტი­ა­ნი არ არის. თუმ­ცა ქვეყ­ნე­ბის ნა­წილ­მა, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­მა და გერ­მა­ნი­ამ ეს შე­ზღუდ­ვა მოხ­სნა. მწარ­მო­ებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა ისე­თი­ვე ეფექ­ტი­ა­ნია ხან­დაზ­მუ­ლებ­შიც, რო­გორც ახალ­გაზ­რდებ­ში.

გარ­და ამი­სა, სა­ყუ­რა­დღე­ბოა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი, რო­გორც cnbc.com წერს, და­ნი­ამ შე­ა­ჩე­რა "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნით აც­რის პრო­ცე­სი, რად­გა­ნაც გა­მოვ­ლინ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ პირს სის­ხლის შე­დე­დე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და. გა­სულ კვი­რა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი რამ მოხ­და ავ­სტრი­ა­შიც, სა­დაც ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, 59 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ ქვე­ყა­ნა­შიც "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნით აც­რე­ბი ამ დრო­ის­თვის შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, გარ­დაც­ვა­ლე­ბა და სის­ხლის შე­დე­დე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო თუ არა ვაქ­ცი­ნა­ცი­ით.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
1

63% ? "ფაიზერს" და "სპუტნიკს" რამდენი აქვთ?

Ira
2

ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩავეწერე ვაქცინაზე,ამ ქვეყანაში უკვე ოთხი ფატალური შემთხვევაა ამ ვაქცინის,ყველა ქალებია,ყველა სისხლის ჩაქცევებით ერთი ინფარქტით.მაგრამ ათასებით უკვე აცრილები არიან,ბევრს მეორედ აცრა არუნდა ძალუან ცუდად მოქმედებს,თავის ტკივილი,გულის რევა,კიდურების უმოძრაობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა არის ცნობილი Astrazeneca-ს ვაქცინის შესახებ, რომლითაც უკვე საქართველოშია -  რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ის

რა არის ცნობილი Astrazeneca-ს ვაქცინის შესახებ, რომლითაც უკვე საქართველოშია -  რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ის

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში დღეს შემოვიდა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება, მას ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.

  • პირველ რიგში, ვინ უნდა მიიღოს "ასტრაზენეკას“ ვაქცინა?

ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, უპირატესობა უნდა მიენიჭოთ მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო სფეროს მუშაკებს და ხანში შესულ ადამიანებს, მათ შორის, 65 წელს გადაცილებულებს.

ვაქცინა რეკომენდებულია იმ თანმხლები დაავადებების მქონე პირებისთვის, რომელიც ზრდის კორონავირუსით ინფიცირებისა და დაავადების გართულების შესაძლებლობას. ვაქცინა რეკომენდებულია ჭარბწონიანებისთვის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ასევე დიაბეტით დაავადებულთათვის. ვაქცინაცია შეიძლება ჩაუტარდეთ იმ პირებსაც, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კოვიდი.

"ასტრაზენეკას" ვაქცინა რეკომენდებულია მეძუძური ქალებისთვისაც, თუ ისინი ვაქცინაციისთვის მოწყვლად ჯგუფებში არიან (მაგალითად, აქვთ თანმდევი დაავადება). ჯანმო არ გირჩევთ ძუძუთი კვების შეწყვეტას ვაქცინაციის შემდეგ.

  • შესაძლებელია თუ არა ვაქცინაცია ორსულობის დროს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ორსული ქალებისთვის კოვიდი საკმაოდ დიდი რისკია, მაგრამ არის თუ არა ვაქცინის მიღება ორსულობისას უსაფრთხო, ეს საკითხი საკმარისად შესწავლილი ჯერ არ გახლავთ. თუ ორსულ ქალს აქვს რაიმე თანმდევი დაავადება, რომლის გამოც, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, ასეთ დროს უნდა აიცრას სპეციალისტების რეკომენდაციის შესაბამისად. ექიმმა უნდა შეაფასოს მისი მდგომარეობის სირთულე.

  • ვისთვის არ არის რეკომენდებული ვაქცინა?

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სერიოზული ალერგიული რეაქციების ისტორია ვაქცინის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე, მათ "ასტრაზენეკა" არ უნდა მიიღონ. ასევე, ვაქცინა რეკომენდებული არ არის 18 წლამდე პირებისთვის. სანამ მოზარდებში მის მიღებას რეკომენდაციას გაუწევენ, შესაბამისი კვლევები უნდა ჩატარდეს.

  • ვაქცინის რა დოზა უნდა მიიღოთ?

ჯანმოს რეკომენდაციით, ეფექტიანობისთვის, 8-დან 12 კვირამდე ინტერვალით, ორი დოზის გაკეთებაა საჭირო. თითო დოზა 0,5 მილიგრამი.

  • უსაფრთხოება და ეფექტიანობა

ჯანმოს ინფორმაციით, "ასტრაზენეკას" ვაქცინა აკმაყოფილებს ევროპის მედიკამენტების სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უსაფრთხოების კრიტერიუმებს. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ საფუძვლიანად შეაფასა ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტიანობა და დართო ნებართვა მის გამოყენებას. "ასტრაზენეკას" ვაქცინის ეფექტიანობა 63,09%-ია (შენიშვნა: ეფექტიანობასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მონაცემებიც, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ).

  • ამცირებს თუ არა ვირუსის გადაცემის რისკს "ასტრაზენეკას" ვაქცინა

არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, "ასტრაზენეკას" ვაქცინა კორონავირუსის გადაცემას ამცირებს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ინფორმაციას არასაკმარისად თვლის და წერენ, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები აღნიშნულის დასასაბუთებლად. ამიტომაც, ჯანმო გვირჩევს, რომ დავიცვათ დისტანცია, შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ვატაროთ პირბადე.

ცნობისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გარდა, "ასტრაზენეკას" ვაქცინის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა, BBC.

გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზა ძალზე ეფექტიანია, ის 80%-ზე უფრო მეტით ამცირებს დაავადების შანსს და ასევე ინფიცირების შემთხვევაში დაავადების გართულების შესაძლებლობას. როგორც BBC-ის სტატიაშია ნათქვამი, კვლევა გამოქვეყნდა Public Health England-ში და მასში მონაწილეობდნენ 80 წელს გადაცილებული ის ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღეს. BBC-ის ცნობითვე, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით იცავს ვაქცინა კორონავირუსისგან და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები. წინასწარი ინფორმაციით, astrazeneca-ს ვაქცინა იცავს მინიმუმ 6 თვით.

  • რატომ ზღუდავს ზოგიერთი ქვეყანა ამ ვაქცინის გამოყენებას?

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ვაქცინით ცრიან 18-დან 65 წლამდე ადამიანებს, ვინაიდან როგორც ამბობენ, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში ის ეფექტიანი არ არის. თუმცა ქვეყნების ნაწილმა, მაგალითად, საფრანგეთმა და გერმანიამ ეს შეზღუდვა მოხსნა. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ვაქცინა ისეთივე ეფექტიანია ხანდაზმულებშიც, როგორც ახალგაზრდებში.

გარდა ამისა, საყურადღებოა კიდევ რამდენიმე ფაქტი, როგორც cnbc.com წერს, დანიამ შეაჩერა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის პროცესი, რადგანაც გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვაქცინის მიღების შემდეგ პირს სისხლის შედედება განუვითარდა. გასულ კვირაში აღნიშნული რამ მოხდა ავსტრიაშიც, სადაც ვაქცინის მიღების შემდეგ, 59 წლის ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულ ქვეყანაშიც "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრები ამ დროისთვის შეჩერებულია. ამ ეტაპზე უცნობია, გარდაცვალება და სისხლის შედედება გამოწვეული იყო თუ არა ვაქცინაციით.

ჩეჩნეთში "ჯადოქარი ქალები" დააკავეს -  "გრძნეულების“ დევნა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაში რამდენიმე წლის წინ დაიწყო"

რატომ არ ელაპარაკება კიმ ჩენ ინი ჯო ბაიდენს? - "ფხენიანთან დასაკავშირებლად სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ, თუმცა კიმი კონტაქტზე არ გამოდის"

ქვიშის ქარიშხლისა და ჰაერის დაბინძურების გამო ჩინეთში განგაშის მეორე დონე გამოცხადდა - ნარინჯისფერი პეკინის დაუჯერებელი კადრები