სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს ჩინურ მხარესთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელთან, რომ ვაქცინები შემოვიდეს" - ეკატერინე ტიკარაძე
"მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს ჩინურ მხარესთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელთან, რომ ვაქცინები შემოვიდეს" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს ჩი­ნურ მხა­რეს­თან, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი შე­მო­ვი­დეს.

რო­გორც მან სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა იმ ვაქ­ცი­ნე­ბის რი­ცხვშია, რო­მე­ლიც უახ­ლოს მო­მა­ვალ­ში მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან აკ­რე­დი­ტა­ცი­ას მი­ი­ღებს.

ამას­თან, ტი­კა­რა­ძის თქმით, პირ­ვე­ლი ეტა­პის­თვის შეკ­ვე­თი­ლია 100 ათა­სი ვაქ­ცი­ნა და „კო­ვაქს პლატ­ფორ­მი­დან“ ვაქ­ცი­ნებ­ზე და­მა­ტე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაც იქ­ნე­ბა.

„რო­გორც ვი­ცით, ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა არის იმ ვაქ­ცი­ნე­ბის რი­ცხვში, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან აკ­რე­დი­ტა­ცი­ას მი­ი­ღებს. ჩვენ, რო­გორც „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ და ასე­ვე, „ფა­ი­ზე­რის“ შემ­თხვე­ვა­ში, წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­წყე­ბუ­ლი გვაქვს რო­გორც ჩი­ნურ მხა­რეს­თან, ასე­ვე „კო­ვაქს პლატ­ფორ­მას­თან“. ასე­ვე, ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას მი­ღე­ბუ­ლი აქვს ერთ-ერთი მკაც­რი მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის მხრი­დან ავ­ტო­რი­ზა­ცია, რაც გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ვარ­ძე­ლოთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. პირ­ვე­ლი ეტა­პის­თვის პირ­და­პირ მომ­წო­დე­ბელ­თან მცი­რე დოზა გვაქვს შეკ­ვე­თი­ლი, ეს არის 100 ათა­სი ვაქ­ცი­ნა და უკვე „კო­ვაქს პლატ­ფორ­მი­დან“ ვაქ­ცი­ნებ­ზე და­მა­ტე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გაგ­ვიჩ­ნდე­ბა. ეს არის „სი­ნო­ფარ­მი“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნის და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის მი­ღე­ბის­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას­თან, მათ შო­რის ის­რა­ელ­თან „ას­ტრა­ზე­ნე­კა­სა“ და „მო­დერ­ნას“ მი­სა­ღე­ბად.

ამას­თან, რო­გორც ტი­კა­რა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბას­თა­ნაც, თუმ­ცა მათ­გან ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა მხო­ლოდ წლის მე­სა­მე კვარ­ტალ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„სხვა­დას­ხვა მომ­წო­დე­ბელ­თან გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ეს არის რო­გორც „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ე­ბე­ლი - ინ­დო­ე­თი, კო­რეა, ასე­ვე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვაქვს „მო­დერ­ნას­თან“ და „ჯონ­სონ ენდ ჯონ­სონ­თან“. „კო­ვაქს პლატ­ფორ­მას­თან“ შემ­დეგ დო­ზებ­ზეც უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს დად­გე­ნა, რო­დის იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბუ­ლი. ასე­ვე გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან. ინ­ტენ­სი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს­თან. ის­რა­ელ­თან ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა - ერთ არის „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა და მე­ო­რე არის „მო­დერ­ნას“ ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის შე­ძე­ნა და დო­ნა­ცია შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბა, რო­მელ­თა­ნაც გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მათ მიერ წარ­მო­ე­ბულ ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­ცით, რომ მო­წო­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მხო­ლოდ მე­სა­მე კვარ­ტალ­ში და არა უფრო ადრე. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან ყვე­ლა პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის შე­ძე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

შემოიტანეთ მხოლოდ ჯანმოს მიერ აკრედიტებული ვაქცინები!!!

საშკა
2

ყველგან დაწყებია აცრები, ჩვენ მოლაპარაკებებს ვიწყებთ...))))

კიდე 3000 ადამიანი უნდა შეეწიროს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს ჩინურ მხარესთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელთან, რომ ვაქცინები შემოვიდეს" - ეკატერინე ტიკარაძე

"მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს ჩინურ მხარესთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელთან, რომ ვაქცინები შემოვიდეს" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს ჩინურ მხარესთან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შემოვიდეს.

როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ჩინური ვაქცინა იმ ვაქცინების რიცხვშია, რომელიც უახლოს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, პირველი ეტაპისთვის შეკვეთილია 100 ათასი ვაქცინა და „კოვაქს პლატფორმიდან“ ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობაც იქნება.

„როგორც ვიცით, ჩინური ვაქცინა არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს. ჩვენ, როგორც „ასტრაზენეკას“ და ასევე, „ფაიზერის“ შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს პლატფორმასთან“. ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავარძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის პირდაპირ მომწოდებელთან მცირე დოზა გვაქვს შეკვეთილი, ეს არის 100 ათასი ვაქცინა და უკვე „კოვაქს პლატფორმიდან“ ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება. ეს არის „სინოფარმი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ მისაღებად.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკება მიმდინარეობს გერმანიის მთავრობასთანაც, თუმცა მათგან ვაქცინის მიღება მხოლოდ წლის მესამე კვარტალში იქნება შესაძლებელი.

„სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები. ეს არის როგორც „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებელი - ინდოეთი, კორეა, ასევე მოლაპარაკებები გვაქვს „მოდერნასთან“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. „კოვაქს პლატფორმასთან“ შემდეგ დოზებზეც უკვე მიმდინარეობს დადგენა, როდის იქნება მოწოდებული. ასევე გვაქვს მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან. ისრაელთან ორი მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკება - ერთ არის „ფაიზერის“ ვაქცინა და მეორე არის „მოდერნას“ ვაქცინა, რომლის დამატებითი დოზების შეძენა და დონაცია შეიძლება მოხდეს ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან. ასევე ინტენსიურადაა ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკებები მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ვიცით, რომ მოწოდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

პრემიერი ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

"ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ... დანარჩენი ნაწილი ერთმანეთს ვეჭორავებოდით უამრავ თემაზე" - მეგრელიშვილი მოლაპარაკებების დეტალებზე