სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა - რომელ ვაქცინას შემოიტანენ პირველ ეტაპზე
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა - რომელ ვაქცინას შემოიტანენ პირველ ეტაპზე

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია და­გეგ­მილ­ზე ერთი კვი­რით ადრე, 13 მარ­ტი­დან შე­მო­ვა.

ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრმა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაქ­ცი­ნებს ეტა­პობ­რი­ვად შე­მო­ი­ტა­ნენ.

"დღეს ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით. თა­რიღ­მა გად­მო­ი­წია ერთი კვი­რით. ჩვენ გვაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ შა­ბა­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გვექ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის ეტა­პობ­რი­ვი მო­წო­დე­ბა. კი­დევ ერთხელ მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო ძა­ლი­ან დიდი მად­ლი­ე­რე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ და ასე­ვე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა იმ თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვაქ­ცი­ნის მო­წო­დე­ბის პრო­ცეს­ში და ძა­ლი­ან დიდ სა­მუ­შა­ოს სწე­ვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, 13 მარ­ტი­დან ქვე­ყა­ნა­ში თავ­და­პირ­ვე­ლად "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე 43 200 ადა­მი­ა­ნი აიც­რე­ბა, ხოლო მათი გან­მე­ო­რე­ბი­თი აცრა მას შემ­დეგ ჩა­ტარ­დე­ბა, რაც "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბი ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვა.

"მას შემ­დეგ რაც ტვირ­თი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ხვალ და ზეგ მო­გაწ­ვდით, მოხ­დე­ბა მისი უსაფრ­თხო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც ვა­ქი­ცა­ნია იგეგ­მე­ბა. და­ლო­დე­ბა „ფა­ი­ზერ­თან“ არ მოხ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს ორი პრო­ცე­სი ერ­თმა­ნეთ­თან და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა წა­რი­მარ­თოს.

"ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შემ­თხვე­ვა­ში აც­რი­ლი იქ­ნე­ბა 43 200 ადა­მი­ა­ნი, მე­ო­რე დო­ზით ისი­ნი აიც­რე­ბი­ან მას შემ­დეგ რას მი­ვი­ღებთ და­მა­ტე­ბით „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ დო­ზებს. ეს ასე­ვე შე­თან­ხმე­ბუ­ლია საბ­ჭოს­თან. გვაქვს დრო­ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­დე­საც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად შე­მო­ვა მე­ო­რე ვაქ­ცი­ნა. ეს მოგ­ვცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ დრო­უ­ლად და დაჩ­ქა­რე­ბულ რე­ჟიმ­ში შეგ­ვიძ­ლია ავცრათ უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და ჩვე­ნი ექი­მე­ბის. ჩვენ გვაქვს 6-დან 12-კვი­რამ­დე ვადა იმ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ტო­კო­ლით, რი­თაც ხდე­ბა „ას­ტრა­ზე­ნე­კით“ ვაქ­ცი­ნა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით, რო­მე­ლიც გა­მარ­თუ­ლია, ჩვენ გვაქვს იმის დას­ტუ­რი, რომ მო­ეს­წრე­ბა მე­ო­რე დო­ზის შე­მო­ტა­ნა“, - გა­ნა­ცახ­და ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არსენა
16

ისევ ეს ოხერი 13

ჯიჯი ალფაიძე
18

ჩამოკრა უბედურების ზარმა,ნაცებოო....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა - რომელ ვაქცინას შემოიტანენ პირველ ეტაპზე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა - რომელ ვაქცინას შემოიტანენ პირველ ეტაპზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა.

ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ვაქცინებს ეტაპობრივად შემოიტანენ.

"დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცესში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, 13 მარტიდან ქვეყანაში თავდაპირველად "ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.

მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო მათი განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც "ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები ქვეყანაში შემოვა.

"მას შემდეგ რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებებში, სადაც ვაქიცანია იგეგმება. დალოდება „ფაიზერთან“ არ მოხდება, ვინაიდან ეს ორი პროცესი ერთმანეთთან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს.

"ასტრაზენეკას“ შემთხვევაში აცრილი იქნება 43 200 ადამიანი, მეორე დოზით ისინი აიცრებიან მას შემდეგ რას მივიღებთ დამატებით „ასტრაზენეკას“ დოზებს. ეს ასევე შეთანხმებულია საბჭოსთან. გვაქვს დროის მონაკვეთი, როდესაც გარანტირებულად შემოვა მეორე ვაქცინა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად და დაჩქარებულ რეჟიმში შეგვიძლია ავცრათ უფრო მეტი რაოდენობა მოქალაქეების და ჩვენი ექიმების. ჩვენ გვაქვს 6-დან 12-კვირამდე ვადა იმ აღნიშნული პროტოკოლით, რითაც ხდება „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია, შესაბამისად, გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც გამართულია, ჩვენ გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოტანა“, - განაცახდა ტიკარაძემ.

"ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილიყო ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად" - როგორ შეაფასა, ლევან რატიანმა კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობა კონსილიუმის შემდეგ

როგორია 27 წლის ექთნის მდგომარეობა - ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი საუნივერსიტეტო კლინიკიდან