ავტორი:

Stack - საქმიანი ადამიანებისთვის შექმნილი ქართული ინტერნეტბრაუზერი, რომელიც უპირობოდ ზრუნავს თქვენი პროდუქტიულობის გაზრდაზე

Stack - საქმიანი ადამიანებისთვის შექმნილი ქართული ინტერნეტბრაუზერი, რომელიც უპირობოდ ზრუნავს თქვენი პროდუქტიულობის გაზრდაზე

XXI საუკუნეში, როცა დრო ასე აჩქარდა და ტექნოლოგიებიც წინ მიდის ჩვენი ცხოვრების გასამარტივებლად, არ უნდა ჩამოვრჩეთ მოვლენებს და ფეხი უნდა ავუწყოთ ისეთ სიახლეებს, რაც ჩვენს საქმეს უფრო მოსახერხებლს და მარტივს გახდის.

იმედია, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ 2 წელზე მეტია, რაც არსებობს ისეთი ქართული ინტერნეტბრაუზერი, რომელიც მისი ფუნქციონალით, დახვეწილი დიზაინით და გამოყენების სიმარტივით ბევრად უფრო ეფექტური და მოქნილია, ვიდრე ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ბრაუზერები.

20 წელზე მეტია, რაც ტრადიციული ბრაუზერები შეიქმნა და მას შემდეგ ამ მხრივ ძირეული განახლება არ მომხდარა. სთექის ერთ-ერთი უპირატესობაც სწორედ ესაა, რომ ადაპტირებულია დღევანდელობაზე და არა იმ მოთხოვნებზე, რაც 2000-იანი წლებში, ბრაუზერების შექმნისას იყო აქტუალური.

სთექის უნიკალური მახასიათებლები

სთექი - ახალი თაობის ინტერნეტპლატფორმა, უფრო ზუსტად კი, პროდუქტიულობის ზრდის აპლიკაციაა ბრაუზერის ფუნქციონალით. ის საშუალებას გაძლევთ, თქვენს მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებადი აპლიკაციები, ვებსაიტები ერთ სივრცეში განათავსოთ. მაგალითად, კატეგორიების მიხედვით დაყოთ საკომუნიკაციო აპლიკაციები ცალკე, სოციალური ქსელები და მეილები ცალკე, ვალუტის კურსი და სხვა ფინანსური საიტები კი ერთ ან რამდენიმე სამუშაო სივრცეში გააერთიანოთ.

სთექში ძალიან მარტივია სოციალური ქსელის რამდენიმე ანგარიშის მართვა, რადგან შეგიძლიათ, ერთდროულად ორი ან მეტი ექაუნთი გახსნათ და პარალელურ რეჟიმში მართოთ, მეტიც, შესაძლებელია, ერთ ეკრანზე ორივე გქონდეთ გამოტანილი და ყურადღება არც ერთს მოაკლოთ.

სთექის კიდევ ერთი და მთავარი უპირატესობა უსაფრთხოებაა. აქ ისევეა დაცული მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, როგორც google chrome-ს შემთხვევაში, უფრო მეტიც, სთექზე ID და პაროლები არც კი ინახება.

სთექის წარმატებები

სთექი ქართულად ითარგმნება, როგორც „დასტა“ და თუ მის დიზაინს კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ იგი ნამდვილად არის ჩვენთვის საჭირო და საყვარელი აპლიკაციებისა და ვებსაიტების დასტა.

მისი პირველი ვერსია 2018 წელს გაეშვა. მომხმარებლების დიდმა ინტერესმა და დადებითმა უკუკავშირმა განაპირობა მისი უპირობო წარმატება და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დაინტერესება.

ოპერირების დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში, მასზე „ალაპარაკდა“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური ჟურნალი TechCrunch და 15,000 სტარტაპიდან სწორედ ქართული გამოარჩია ყველაზე პერსპექტიულ დამწყებ ბიზნესად.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ავსტრიულ-ამერიკულმა სტარტაპ აქსელერატორმა - 360Lab ათასამდე სტარტაპიდან სთექი 5 საუკეთესოთა შორის დაასახელა.

ასეთმა წარმატებამ განაპირობა ის ,რომ სთექმა უკვე დაიპყრო სამი კონტინენტი, მისი მომხმარებლები გახდნენ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან - ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან.

თუ გსურთ, არ ჩამორჩეთ მოვლენებს, აუწყვეთ ფეხი თანამედროვეობას თქვენივე პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, გახდით სთექერი და ისიამოვნეთ სამუშაო პროცესით.

R