ავტორი:

ტანზანიაში პრეზიდენტს ეძებენ - სად გაუჩინარდა ქვეყნის პირველი პირი და რაზე საუბრობს ოპოზიცია

ტანზანიაში პრეზიდენტს ეძებენ - სად გაუჩინარდა ქვეყნის პირველი პირი და რაზე საუბრობს ოპოზიცია

ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ მაგუფული, 27 თებერვლის შემდეგ არავის უნახავს, ის საჯაროდ არ გამოჩენილა და ოფიციალურ ინფორმაციასაც არავინ ავრცელებს. საზოგადოებაში კი სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება იმის შესახებ, თუ სად იმყოფება პრეზიდენტი და რა დაემართა მას.

BBC წერს, რომ ტანზანიის ოპოზიციის ლიდერის, ტუნდუ ლისუს წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტი კორონავირუსითაა ინფიცირებული და ის კენიაში კლინიკაშია მოთავსებული. ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის და დაზუსტება ვერც BBC-მ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ტანზანიის პრეზიდენტ ჯონ მაგუფულის კორონავირუსთან არასათანადოდ ბრძოლის გამო აკრიტიკებდნენ. მისმა მთავრობამ უარი თქვა ვაქცინის შეძენაზე. ტანზანია არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. კორონავირუსის შემთხვევების შესახებ 2020 წლის მაისის შემდეგ, იქ ინფორმაციას აღარ აქვეყნებენ.

ორთქლის ჯიხური ტანზანიაში. ადგილობრივების ნაწილს და მათ შორის პრეზიდენტს, სჯერა, რომ ორქთლი კორონავირუსის წინააღმდეგ უებარი საშუალებაა

61 წლის პრეზიდენტმა მოსახლეობას ლოცვისკენ და მცენარეული ნაყენის მიღებისკენ, ასევე ორთქლის თერაპიისკენ მოუწოდა, მისი თქმით, ეს ვირუსის წინააღმდეგ დაეხმარებოდათ. გაუჩინარებამდე მაგუფული იმყოფებოდა თავისი თანაშემწის დაკრძალვაზე, სადაც განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი გასულ წელს დაამარცხა და მასზე გამარჯვებას ამ წელსაც შეძლებს.

ოპოზიციონერი ლისუს ინფორმაციით, პრეზიდენტი კენიაში ორშაბათს, ღამით გადაიყვანეს. მისივე ცნობით, მაგუფულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია როგორც უმძიმესი.

მთავრობას პრეზიდენტის ადგილსამყოფელის, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია და არ ვრცელდება არანაირი ოფიციალური განცხადება.

კენიის საავადმყოფოში, სადაც ტანზანიის ოპოზიციის ინფორმაციით, პრეზიდენტს მკურნალობენ, არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. ეს დუმილი კი კიდევ უფრო ზრდის ჭორებს და პრეზიდენტთან დაკავშირებით ქვეყანაში ბევრი სხვადასხვაგვარი ცნობა ვრცელდება.

"ჩვენთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ის ვირუსით დაავადდა, რადგანაც კოვიდისადმი უგუნურ დამოკიდებულებას იჩენდა. არ იღებდა სიფრთხილის არავითარ ზომას, დადიოდა ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გარეშე. ის ლოცვებისკენ და ბალახეული ნაყენის მიღებისკენ მოუწოდებდა ხალხს“, - ამბობს ოპოზიციონერი. მისივე ცნობით, პრეზიდენტთან ერთად, სავარაუდოდ კორონავირუსითაა ინფიცირებულია ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც და ეს ორი კენიის საავადმყოფოში ერთად მკურნალობს.

ტანზანიის პრეზიდენტის გარდაცვალების იდუმალი ამბავი - რას ემსხვერპლა კაცი, რომელიც ხალხს კოვიდის საწინააღმდეგოდ  ნაყენის მიღებას ურჩევდა

"განადგურდა მოქალაქეთა ქონება..." - მასშტაბური ხანძარი თურქეთში და 50-ზე მეტი დამწვარი სახლი (ვიდეო)

"მჯერა, რომ პუტინი მკვლელია...ის ყველაფრის საფასურს გადაიხდის და ამას თქვენ მალე დაინახავთ“ - ჯო ბაიდენი