ავტორი:

OMV Petrom - რა ვიცით კომპანიაზე, რომელიც საქართველოში ნავთობის მოპოვებას იწყებს?

OMV Petrom - რა ვიცით კომპანიაზე, რომელიც საქართველოში ნავთობის მოპოვებას იწყებს?

საქართველოში ნავთობის მოპოვებას კომპანია OMV Petrom-ი იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი 2021 წლის 10 მარტს მოეწერა.

"OMV Petrom“-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებელი კომპანია ავსტრიული "OMV Group“-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის.

კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

  • რა ვიცით OMV Petrom S.A.-ის შესახებ?

OMV Petrom S.A. არის ინტეგრირებული ნავთობკომპანია, რომელსაც ავსტრიული OMV აკონტროლებს. ეს არის რუმინული ერთ-ერთი უდიდესი კორპორაცია და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობისა და გაზის უდიდესი მწარმოებელი.

1991 წელს დაარსებული Petrom -ს რუმინეთის ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. OMV Petrom წლიურად 55,4 მილიონი ბარელი ნავთობის ექვივალენტს აწარმოებს. ჯგუფს აქვს რესურსი, რომ წელიწადში 4,5 მილიონი ტონა გადაამუშაოს. ასევე ამუშავებს მაღალეფექტიან, 860 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურს. 2020 წელს Petrom- ი რუმინეთსა და მეზობელ ქვეყნებში ორი ბრენდის OMV და Petrom-ის სახელით 793 ბენზინგასამართ სადგურს ფლობს. გააგრძელეთ კითხვა

"რუსეთის ფასი იმდენად ძვირია..." - რა ტარიფით შემოაქვს ექსპრემიერ ნოღაიდელის კომპანიას ელექტრენერგია აზერბაიჯანიდან?

ქუთაისში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს ახალი მოთხოვნა აქვთ - "გადადგეს ნათია თურნავა"

რა შეთანხმება მოხდა ინვესტორთან "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით? - ნათია თურნავას განცხადება