სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 მარტიდან 11 მარტამდე - როგორია მსოფლიოში ეპიდვითარება და ცხოვრება პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ
11 მარტიდან 11 მარტამდე - როგორია მსოფლიოში ეპიდვითარება და ცხოვრება პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან დღეს ერთი წელი გა­ვი­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუს­მა პან­დე­მია ზუს­ტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და.

ეს იყო დღე, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტით ამოქ­მედ­დნენ. ყვე­ლას გვახ­სოვს რი­გე­ბი სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, მო­მა­რა­გე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი და ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დე­ბი, პრო­დუქ­ტე­ბის­გან ერთ დღე­ში და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი. ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით არა­ერ­თი შე­ზღუდ­ვა და­წეს­და და დღემ­დე ამ შე­ზღუდ­ვე­ბით ვცხოვ­რობთ.

დის­ტან­ცია, კა­რან­ტი­ნი, "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი", პირ­ბა­დე - ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი გახ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვირუ­სის 118,8 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა­გან პან­დე­მი­ის ერთი წლის თავ­ზე გარ­დაც­ვლი­ლია 2,6 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 94,6 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, დღეს მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი 10 ქვე­ყა­ნა ასე­თია:

  1. აშშ - 29,8 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა
  2. ინ­დო­ე­თი - 11, 2 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა
  3. ბრა­ზი­ლია - 11, 2 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა
  4. რუ­სე­თი - 4,3 მი­ლი­ო­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  5. დიდი ბრი­ტა­ნე­თი - 4,2 მი­ლი­ო­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  6. საფ­რან­გე­თი - 3,9 მი­ლი­ო­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  7. ეს­პა­ნე­თი - 3,1 მი­ლი­ო­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  8. იტა­ლია - 3,1 მი­ლი­ო­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  9. თურ­ქე­თი - 2,8 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა
  10. გერ­მა­ნია - 2,5 მი­ლი­ო­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ჩი­ნე­თი, ქვე­ყა­ნა სა­ი­და­ნაც COVID-19 გავ­რცელ­და, ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს 86-ე ქვე­ყა­ნაა და ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის პირ­ვე­ლი დღი­დან ამ დრომ­დე იქ კო­ვი­დის 90 000 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე, მსოფ­ლი­ოს 49-ე ქვე­ყა­ნაა და სა­ერ­თო ჯამ­ში, ჩვენ­თან ვირუ­სის 273 650 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც, 3 613 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 267 111 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე მსოფ­ლი­ოს უკვე აქვს არა­ერ­თი ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა, მათი ნა­წი­ლი უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, ნა­წი­ლი კი დამ­ტკი­ცე­ბას ელო­დე­ბა. გა­მო­ცე­მა Bloomberg-ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია მსოფ­ლი­ოს 121 ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ დრო­ის­თვის 326-მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რა.

ყვე­ლა­ზე მეტი, 95.7 მი­ლი­ო­ნი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი აშშ-შია, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 28.8%-ს შე­ად­გენს. აშშ-ს ჩი­ნე­თი მოჰ­ყვე­ბა, სა­დაც 52 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც ყო­ველ 100 ადა­მი­ან­ზე 3.7 ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს უდ­რის.

Bloomberg-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ელ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 44%-მა ვაქ­ცი­ნის ორი­ვე დოზა მი­ი­ღო. ის­რა­ე­ლის შემ­დეგ ვაქ­ცი­ნა­ცია ყვე­ლა­ზე სწრა­ფად არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დოზა მო­სახ­ლე­ო­ბის 59%-ს ჩა­უ­ტარ­და. ის­რა­ე­ლი­სა და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო, აშშ, ჩილე და მა­რო­კო მოჰ­ყვე­ბი­ან.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ვირუ­სის სხვა­დას­ხვა შტა­მე­ბი - ე.წ. ბრა­ზი­ლი­უ­რი, აფ­რი­კუ­ლი და ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

11 მარტიდან 11 მარტამდე - როგორია მსოფლიოში ეპიდვითარება და ცხოვრება პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ

11 მარტიდან 11 მარტამდე - როგორია მსოფლიოში ეპიდვითარება და ცხოვრება პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა პანდემია ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ეს იყო დღე, როცა ადამიანები მთელ მსოფლიოში თვითგადარჩენის ინსტინქტით ამოქმედდნენ. ყველას გვახსოვს რიგები სუპერმარკეტებში, მომარაგებული საკვები და ტუალეტის ქაღალდები, პროდუქტებისგან ერთ დღეში დაცარიელებული მაღაზიები. ვირუსის პრევენციის მიზნით არაერთი შეზღუდვა დაწესდა და დღემდე ამ შეზღუდვებით ვცხოვრობთ.

დისტანცია, კარანტინი, "კომენდანტის საათი", პირბადე - ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

კორონავირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის 118,8 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთაგან პანდემიის ერთი წლის თავზე გარდაცვლილია 2,6 მილიონი პაციენტი, ხოლო 94,6 მილიონი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, დღეს მსოფლიოს პირველი 10 ქვეყანა ასეთია:

  1. აშშ - 29,8 მილიონი შემთხვევა
  2. ინდოეთი - 11, 2 მილიონი შემთხვევა
  3. ბრაზილია - 11, 2 მილიონი შემთხვევა
  4. რუსეთი - 4,3 მილიონი ინფიცირებული
  5. დიდი ბრიტანეთი - 4,2 მილიონი ინფიცირებული
  6. საფრანგეთი - 3,9 მილიონი ინფიცირებული
  7. ესპანეთი - 3,1 მილიონი ინფიცირებული
  8. იტალია - 3,1 მილიონი ინფიცირებული
  9. თურქეთი - 2,8 მილიონი შემთხვევა
  10. გერმანია - 2,5 მილიონი ინფიცირებული.

ჩინეთი, ქვეყანა საიდანაც COVID-19 გავრცელდა, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 86-ე ქვეყანაა და ვირუსის გამოვლენის პირველი დღიდან ამ დრომდე იქ კოვიდის 90 000 შემთხვევაა აღწერილი.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, მსოფლიოს 49-ე ქვეყანაა და საერთო ჯამში, ჩვენთან ვირუსის 273 650 შემთხვევაა აღწერილი, რომელთა შორისაც, 3 613 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 267 111 გამოჯანმრთელდა.

პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე მსოფლიოს უკვე აქვს არაერთი ეფექტიანი ვაქცინა, მათი ნაწილი უკვე დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ნაწილი კი დამტკიცებას ელოდება. გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 121 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის 326-მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

ყველაზე მეტი, 95.7 მილიონი ვაქცინირებული აშშ-შია, რაც მოსახლეობის 28.8%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, სადაც 52 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 3.7 ვაქცინირებულს უდრის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში მოსახლეობის 44%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. ისრაელის შემდეგ ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარეობს, სადაც ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის 59%-ს ჩაუტარდა. ისრაელისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაერთიანებული სამეფო, აშშ, ჩილე და მაროკო მოჰყვებიან.

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე გავრცელებულია ვირუსის სხვადასხვა შტამები - ე.წ. ბრაზილიური, აფრიკული და ბრიტანული შტამები, რომელთა მიმართაც ამ დროისთვის არსებული ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანია.

"ქვეყანა პანდემიის ყველაზე ცუდ მომენტშია" - ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონირუსით 2000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მასშტაბური ხანძარი - დამწვარია ევროპაში ინტერნეტ მონაცემთა უმსხვილესი ფირმის სერვერები

რუსეთში "ტვიტერის“ გამოყენება შეზღუდეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი