პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ..." - რას წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ბერასთან დაკავშირებულ კომენტარებზე
"ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ..." - რას წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ბერასთან დაკავშირებულ კომენტარებზე

მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი, რო­მე­ლიც აშშ-ში ემიგ­რა­ცი­ა­შია, ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რილ კრი­ტი­კულ, თუ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებ­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"მაქ­სი­მა­ლუ­რად თავს ვი­კა­ვებ­დი არ მინ­დო­და რამე კო­მენ­ტა­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვწერ ამ პოსტს. სა­ერ­თოდ ვერ ვერ­კვე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში და მგო­ნია რომ ვე­რას­დროს გა­ვი­გებ. არ ვიც­ნობ ბერა ივა­ნიშ­ვილს, არც მის გა­რე­მოც­ვას... არც მის­გან მი­მი­ღია რამე ბე­ნე­ფი­ტი და არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დიდი მოტრფი­ა­ლე ვარ, არც ბე­რას ერ­თგუ­ლი მსმე­ნე­ლი, მაგ­რამ რასც ეხლა ვხე­დავ გა­უ­გო­ნა­რი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლია...

შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი არ მოგ­წონ­დეს, ვერ იტან­დე, გე­ზი­ზღე­ბო­დეს მაგ­რამ იმის შვი­ლებ­თან რა გვე­საქ­მე­ბა? შვი­ლე­ბი მშობ­ლებს არ ვირ­ჩევთ. განა რა და­ა­შა­ვეს ამ ბავ­შვებ­მა ესე­თი? აგ­რე­სი­ა­ცაა და აგ­რე­სი­აც... სირ­ცხვი­ლია უბ­რა­ლოდ ასე­თი ბუ­ლინ­გი. კი­დევ ვი­მე­ო­რებ არ ვიც­ნობ და არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ მაქვს ამ სტა­ტუ­სით ვინ­მეს ვა­სი­ა­მოვ­ნო, არც სა­ქარ­თე­ლო­ში ვა­პი­რებ ჩა­მოს­ვლას ალ­ბათ დიდი ხანი, არც არა­ვინ დამ­რჩა მანდ, ვის გა­მოც ვივ­ლი­დი...

ალ­ბათ ში­ნა­გა­ნი კო­ლე­გი­ა­ლუ­რო­ბა მა­ლა­პა­რა­კებს, ყვე­ლა ხე­ლო­ვა­ნი მე­ნა­ნე­ბა, ვი­საც ესე ერთ დროს აღ­მერ­თებ­დნენ და მერე ტა­ლახს ეს­როდ­ნენ... ამ­დე­ნი წე­ლია ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ და მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, აქ "ჰე­ი­თე­რე­ბი" ვის უკ­ვირს, მაგ­რამ ეს რა­ღაც სხვაა... ძა­ლი­ან ამო­რა­ლუ­რი და და­ბა­ლი დონე...ისე­დაც ბოლო ჟა­მის­კენ მივ­დი­ვართ.

განა რა გახ­და გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი... არ გან­ვი­კი­თხავ­დეთ და არ ვხო­ცავ­დეთ? განა რამ­დე­ნი დავ­რჩით? რა­ტომ ვერ ვი­ტანთ ქარ­თვე­ლე­ბი ესე ერ­თმა­ნეთს? გული მტკი­ვა, სად წა­ვი­და ის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე, ერ­თგუ­ლი და ყვე­ლა­ზე ლმო­ბი­ე­რი და მიმ­ტე­ვე­ბე­ლი ერი, რა­საც გვას­წავ­ლიდ­ნენ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი, ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი...

რაც შე­ე­ხე­ბა ამი­კოს, ალ­ბათ სულ მცი­რე 15 წე­ლია ვიც­ნობ თავ­მდა­ბა­ლი, უშუ­ა­ლო და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია. ჩემი მე­გო­ბა­რია და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მისი ძა­ლა­დო­ბა არა­ვის გაგ­ვი­გო­ნია, ვინც ვიც­ნობთ... სიყ­ვა­რუ­ლი გა­დაგ­ვარ­ჩენს მეტი არა­ფე­რი... სი­ცო­ცხლე სულ რა­ღაც 1 წა­მია და ისიც ბო­რო­ტე­ბა­ში და სი­ძულ­ვილ­ში გავ­ლი­ოთ ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია... პა­ტი­ვის­ცე­მით, თქვე­ნი ემიგ­რან­ტი ნინი შერ­მა­დი­ნი", - წერს მომ­ღე­რა­ლი.

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
9

ნინი, შენ ხარ პოლიტიკურად ანგარიჟებული:))) რა გეტყობა აპოლიტიკურის:))

ell
223

ვეთანხმები ნინის. ეს ყოვლედ ამაზრზენია რაც საქართველოში დღეს ხდება. ნეტა მქონდეს რაიმე შანსი რომ სამუდამოდ წავიდე აქედან. :(((

ავტორი:

"ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ..." - რას წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ბერასთან დაკავშირებულ კომენტარებზე

"ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ..." - რას წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ბერასთან დაკავშირებულ კომენტარებზე

მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც აშშ-ში ემიგრაციაშია, ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ სოციალურ ქსელში დაწერილ კრიტიკულ, თუ შეურაცხმყოფელ კომენტარებზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"მაქსიმალურად თავს ვიკავებდი არ მინდოდა რამე კომენტარი გამეკეთებინა, სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვწერ ამ პოსტს. საერთოდ ვერ ვერკვევი პოლიტიკაში და მგონია რომ ვერასდროს გავიგებ. არ ვიცნობ ბერა ივანიშვილს, არც მის გარემოცვას... არც მისგან მიმიღია რამე ბენეფიტი და არც "ქართული ოცნების" დიდი მოტრფიალე ვარ, არც ბერას ერთგული მსმენელი, მაგრამ რასც ეხლა ვხედავ გაუგონარი და დაუჯერებელია...

შეიძლება პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, ვერ იტანდე, გეზიზღებოდეს მაგრამ იმის შვილებთან რა გვესაქმება? შვილები მშობლებს არ ვირჩევთ. განა რა დააშავეს ამ ბავშვებმა ესეთი? აგრესიაცაა და აგრესიაც... სირცხვილია უბრალოდ ასეთი ბულინგი. კიდევ ვიმეორებ არ ვიცნობ და არანაირი ინტერესი არ მაქვს ამ სტატუსით ვინმეს ვასიამოვნო, არც საქართელოში ვაპირებ ჩამოსვლას ალბათ დიდი ხანი, არც არავინ დამრჩა მანდ, ვის გამოც ვივლიდი...

ალბათ შინაგანი კოლეგიალურობა მალაპარაკებს, ყველა ხელოვანი მენანება, ვისაც ესე ერთ დროს აღმერთებდნენ და მერე ტალახს ესროდნენ... ამდენი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მინახავს, აქ "ჰეითერები" ვის უკვირს, მაგრამ ეს რაღაც სხვაა... ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ.

განა რა გახდა გვიყვარდეს ერთმანეთი... არ განვიკითხავდეთ და არ ვხოცავდეთ? განა რამდენი დავრჩით? რატომ ვერ ვიტანთ ქართველები ესე ერთმანეთს? გული მტკივა, სად წავიდა ის სტუმართმოყვარე, ერთგული და ყველაზე ლმობიერი და მიმტევებელი ერი, რასაც გვასწავლიდნენ ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები...

რაც შეეხება ამიკოს, ალბათ სულ მცირე 15 წელია ვიცნობ თავმდაბალი, უშუალო და კეთილი ადამიანია. ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს. მისი ძალადობა არავის გაგვიგონია, ვინც ვიცნობთ... სიყვარული გადაგვარჩენს მეტი არაფერი... სიცოცხლე სულ რაღაც 1 წამია და ისიც ბოროტებაში და სიძულვილში გავლიოთ ძალიან დასანანია... პატივისცემით, თქვენი ემიგრანტი ნინი შერმადინი", - წერს მომღერალი.