ავტორი:

საქართველოს ორ რეგიონში ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს ორ რეგიონში ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, 12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

ინფორაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ეთერ ხაზარაძემ  ,,ლოტო 6/42-ში’’  282 402 ლარი მოიგო!

"ბეტონზე ჩამოვსხედით, მუხლებზე დავიდეთ საქაღალდეები და შევუდექით ტექსტების დამუშავებას და მაკეტირებას" - გაზეთი, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანედ იქცა