ავტორი:

"თავს დამნაშავედ არ ცნობს" - გურჯაანში რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

"თავს დამნაშავედ არ ცნობს" - გურჯაანში რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა.

ბრალი მას ყვარლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

დაკავებულის ადვოკატის მინარი მურღვაშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცა, მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. შეგახსენებთ, მამაკაცმა გურჯაანში ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის შვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეკავა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი გუშინ დააკავა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ძალადობას გულისხმობს.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე გურჯაანის სასამართლო 11 მარტს იმსჯელებს.

"ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს "ტვ პირველში" შეჭრას, სიცრუეა - არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას" - პროკურატურა

"ღუმელი რომ მესროლა, კარი გაიხსნა და თავში მოხვდა ბავშვს..." - დედა, რომლის 11 თვის შვილიც მეუღლესთან ჩხუბის დროს გარდაიცვალა, შემზარავი ამბის დეტალებს იხსენებს

რა ევალება კერძო დაცვის სამსახურს და რა შემთხვევაში ჩაითვლება მისი მოქმედება კანონდარღვევად? -  რას ამბობს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი?