მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ, ღარიბაშვილს უსმენენო... აბა, რა ჰგონიათ, მარტო ღარიბაშვილს? მასაც, მის დედიკოსაც და ყველას უსმენენ" - დანაშაულის რა ნიშნებს შეიცავს სკანდალური აუდიოჩანაწერი?
"როგორ, ღარიბაშვილს უსმენენო... აბა, რა ჰგონიათ, მარტო ღარიბაშვილს? მასაც, მის დედიკოსაც და ყველას უსმენენ" -  დანაშაულის რა ნიშნებს შეიცავს სკანდალური აუდიოჩანაწერი?

"იმე­დის“ ეთერ­ში გა­სუ­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს შე­ფა­სე­ბი­სას, ექ­სპერ­ტებს ეჭვი თით­ქმის აღარ ეპა­რე­ბათ იმა­ში, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი ავ­თენ­ტუ­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­მელ წლებს მო­ი­ცავს ბერა ივა­ნიშ­ვილ­სა და ამ­ჟა­მინ­დელ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს შო­რის შემ­დგა­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი.

ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ამ­ბობს, რომ ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია და არ გა­მო­რი­ცხავს იმა­საც, რომ შე­საძ­ლოა ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დრო­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

"ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან დამ­რჩა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ტექ­სტი ავ­თენ­ტუ­რია თუ არა, ამა­ზე ლა­პა­რა­კიც არ არის. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბერა ერ­თა­დერ­თი, "ტრის“ უარ­ყოფს... ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, დად­გინ­დეს (თუ ვინ­მეს ამის დად­გე­ნა უნდა), რო­დინ­დე­ლია ეს ჩა­ნა­წე­რი, ანუ დრო­ის ფაქ­ტო­რი. "ტვპირ­ველს“ აქვს მთლი­ა­ნი ჩა­ნა­წე­რი და შე­საძ­ლოა, იქ იყოს ისე­თი ნა­წი­ლე­ბი, რო­მე­ლიც დრო­საც და­ა­ზუს­ტებს. ერ­თა­დერ­თი, რისი უარ­ყო­ფაც მათ გა­ა­კე­თეს, ეს არის ფრა­ზა "ტრი“, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი და ამათ უნ­დო­დათ ხაზი გა­ეს­ვათ იმის­თვის, რომ ჩა­ნა­წე­რი ახა­ლი არ არის. ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს, არ იქ­ნე­ბა, თა­ნაც, ბე­რას მიერ ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე იქნა მი­წო­დე­ბუ­ლი, რომ მას დას­დევ­დნენ და ავიწ­რო­ებ­დნენ, რაც 2011 წლის ზა­ფხულ­ში ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა. თუმ­ცა გა­დაჭ­რით რა­ი­მეს თქმა რთუ­ლია. არ მინ­და ვიმ­კი­თხაო, ტექ­სტი არ­სე­ბობს, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს, რო­დის არის ეს ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი.

არა მგო­ნია, ჩა­ნა­წე­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მი­წო­დე­ბუ­ლი იყოს. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა მათ ახლა მო­ი­პო­ვეს ეს ჩა­ნა­წე­რი, მაგ­რამ მათ რომ ის ჰქო­ნო­დათ, ამას 2011-2012 წლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ და შემ­დგო­მი არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც. "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" საკ­მა­ოდ კარ­გი "გა­მოც­დი­ლე­ბა“ აქვთ ნი­უ­სე­ბის შე­კერ­ვის, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის და მი­წო­დე­ბის. არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი - შე­საძ­ლოა, "ნა­ცე­ბი­დან" ვი­ღა­ცას ეს ჰქონ­და, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე და­მა­ლა, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით ჰქონ­და შე­მო­ნა­ხუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო რომ თა­ვის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­დეს, რა თქმა უნდა, პრო­კუ­რა­ტუ­რა უნდა დაჯ­დეს და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ი­ძი­ოს, ვი­ნა­ი­დან, ფაქ­ტია, ეს ჩა­ნა­წე­რი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის შემ­ცვე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გო­რი ობი­ექ­ტუ­რიც არ უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამას არც ერთ ვა­რი­ან­ტში არ გა­ი­ზი­ა­რებს, ამ პრო­ცე­სი­სად­მი მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით - ვინც არ და­ი­ჯე­რებს, ის ნაც­მოს უჭერს მხარს და ვინც და­ი­ჯე­რებს - "ოც­ნე­ბას“. სამ­წუ­ხა­როდ, სხვაგ­ვა­რად არ აზ­როვ­ნებს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
16:10 / 09-03-2021

ჩუბინიძე იხსენებს, როგორ მოახდინა ბერას მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირება - "ეს იყო 2010 წლის ბოლო... ჩემი მოვალეობა იყო და ჩავერთე"

23:49 / 09-03-2021

"თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც" - ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე

12:09 / 10-03-2021

"თავის დაცვის უფროსს დაურეკა და ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია" -  რას აცხადებს ექსმორაგბე და ამჟამად პარლამენტარი ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე?

14:16 / 10-03-2021

"ჩვენც ეგრე მოვიქცეოდითო, ეს არის "გაპრავება" გირგვლიანის, გელაშვილის და ბევრი სხვა ტრაგედიის" - გია ხუხაშვილი ბერას ინტერვიუსა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე

საქ­მე­ზე ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სად­გე­ნად ძა­ბი­რა­ძეს მი­აჩ­ნია, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, თუ არა და ეს თემა მუდ­მი­ვად პი­ა­რის თე­მად დარ­ჩე­ბა.

და­ნა­შა­უ­ლის რა ნიშ­ნებს შე­ი­ცავს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა და ვის უკავ­ში­რებს სკან­და­ლუ­რი მა­სა­ლის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნას, ამ კი­თხვებ­ზე იუ­რის­ტი ლია მუ­ხა­შავ­რია გვპა­სუ­ხობს:

"ვფიქ­რობ, ეს იყო კარ­გად დად­გმუ­ლი ინ­ტერ­ვიუ. ბე­რას არ უარ­ყვია იმ ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არ­სი, რო­მელ­მაც ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. უბ­რა­ლოდ, ბე­რას ინ­ტერ­ვი­უს პრო­დი­უ­სე­რე­ბი, თუ რე­ჟი­სო­რე­ბი შე­ე­ცად­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის ში­ნა­არ­სის შე­ლა­მა­ზე­ბას - თით­ქოს ეს ქარ­თულ-ვაჟ­კა­ცურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი. მე­ო­რე ნა­წილ­ზე, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლად შოკი გა­მო­იწ­ვია და აშ­კა­რად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ხა­სი­ა­თის ინ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­ულ­ზე მი­უ­თი­თებ­და, არა­ფე­რი იყო ნათ­ქვა­მი და ვი­ტყო­დი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბა იყო.

რა თქმა უნდა, დე­დის გი­ნე­ბა­ზე ახალ­გაზ­რდა კაცს რომ უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია ჰქონ­დეს, ეს და­საშ­ვე­ბია, თუმ­ცა ჩვენს ავ­ბე­დით დრო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, დე­დის გი­ნე­ბა ისეთ ჩვე­უ­ლებ­რივ ფრა­ზე­ო­ლო­გი­ად იქცა, სა­კუ­თარ დე­დებ­საც აუ­გად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ხოლ­მე.

ეს არ უნდა იწ­ვევ­დეს იმ ტრა­დი­ცი­ულ აღ­შფო­თე­ბას, რო­მელ­ზეც ბერა სა­უბ­რობ­და ინ­ტერ­ვი­უ­ში, თუმ­ცა არც მას და­უკ­ლია სხვი­სი დე­დე­ბის გი­ნე­ბა. უწ­მა­წუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო დი­ა­ლო­გი ძა­ლი­ან ამაზ­რზე­ნი იყო, მაგ­რამ ეს არ არის მთა­ვა­რი.

იცით, ჩვენ სა­ა­კაშ­ვილ­მა მიგ­ვაჩ­ვია იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ­მა მი­ნისტრს აგი­ნოს და ეს "მო­სუ­ლა“. ახლა ამას მი­ე­ცა სულ სხვა გა­ქა­ნე­ბა. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ ასე აღ­შფოთ­და, ვერ გა­ვი­გე, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ან სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელს რა­ტომ უნდა და­ა­ვა­ლო მა­გი­ნებ­ლის­თვის პა­სუ­ხის მო­თხოვ­ნა? ამით თუ მარ­თლა აღ­შფოთ­დი და ეს შენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მიდი და პი­რა­დად მოს­თხო­ვე პა­სუ­ხი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაქ­სი­მუმ, ქუ­ჩუ­რი ჩხუ­ბი...

სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს უნდა იყე­ნებ­დეს ამა­ში? ამ რან­გის კაცი, გე­ნე­რა­ლი ჩუ­ბი­ნი­ძე, რო­მელ­საც უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის ოფიც­რის ღირ­სე­ბა უნდა ჰქონ­დეს, არის არას­რულ­წლო­ვა­ნი ლა­წი­რა­კის უკა­ნო­ნო სურ­ვი­ლე­ბის და აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი?

იმა­ზე გა­მე­ცი­ნა - რო­გორ, ღა­რი­ბაშ­ვილს უს­მე­ნე­ნო? აბა, რა ჰგო­ნი­ათ, მარ­ტო ღა­რი­ბაშ­ვილს? მა­საც, მის დე­დი­კო­საც და ყვე­ლას უს­მე­ნენ. ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც ჩა­მო­ი­ტა­ნეს, და­ა­მონ­ტა­ჟეს და მო­მარ­თეს, ახლა არის ურჩხუ­ლი და ყვე­ლას შე­ჭამს, პირ­ველ რიგ­ში - მათ შე­ჭამს და და­ი­წყო კი­დეც ეს პრო­ცე­სი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­აქ­ცი­აც ავ­ლენს იმას, რომ ეს ქვე­ყა­ნა სრუ­ლი­ად უკუღ­მარ­თა­დაა დღეს მო­წყო­ბი­ლი - სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა, თან ეს არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი, რო­დე­საც და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და მერე მის შე­სა­ხებ პა­ტა­კის ჩა­ბა­რე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი არი­ან. ბერა არას­რულ­წლო­ვა­ნი რომც ყო­ფი­ლი­ყო და ესე­ნი რომც არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, მა­ინც და­ნა­შა­უ­ლია, უდა­ოდ. მე­ო­რეც, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რი რომ არ იყოს და ჩუ­ბი­ნი­ძეც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ამათ რომც სდო­მო­დათ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს პი­პინ-პი­პი­ნით და ოფი­ცი­ა­ლუ­რი მან­ქა­ნე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბებს ვერ შე­ას­რუ­ლებ­დნენ ან თუ შე­ას­რუ­ლებ­დნენ, ამ სა­უბ­რის შე­სა­ხებ მა­შინ გა­ვი­გებ­დით.

კი­თხვა­ზე, ვის შე­იძ­ლე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი აუ­დი­ო­მა­სა­ლის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა, ლია მუ­ხა­შავ­რია პა­სუ­ხობს, რომ: - კოკა შიგ­ნი­და­ნაა გა­ტე­ხი­ლი...

"დაგ­ვა­ვი­წყდა, 10 დღის წინ ვინ გა­დად­გა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და უთან­ხმო­ე­ბის გამო ვინ წა­ვი­და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი? სულ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, ეს გა­ხა­რი­ას გა­კე­თე­ბუ­ლი იყოს, ვი­ნა­ი­დან ამ დო­ნის ჩა­ნა­წე­რის სამ­ზე­ო­ზე გა­მო­ტა­ნა, სა­შუ­ა­ლო რგო­ლის და დო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს რომ ვერ ექ­ნე­ბა, ამა­ზე უნდა შევ­თან­ხმდეთ. ამ სა­უბ­რე­ბის შე­სა­ხებ შე­იძ­ლე­ბა ის საქ­მის კურ­სში იყო და არც ის დაგ­ვა­ვი­წყდეს, მისი გა­დად­გო­მა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას და­ბა­დე­ბის დღეს რომ ემ­თხვე­ვა - ეს და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუ­ქა­რიც იყო და გა­ხა­რი­ას მხრი­დან შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვიც ჩან­და 20 ივ­ნი­სის­თვის, რო­მე­ლიც მეც მჯე­რა, მისი თა­ოს­ნო­ბით არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ მას მი­ე­წე­რა. თუ ეს ადა­მი­ა­ნი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მოქ­მე­დებს, სულ არ გა­მოვ­რი­ცხავ, ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა. უფრო სა­ში­შიც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მო­მა­ვალ­ში...

ჩემი აზ­რით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ჩა­მო­ცი­ლე­ბა უნდა ღირ­დეს იმად, რომ "ოც­ნე­ბამ“ ტა­ლა­ხი ჩა­მო­ი­რე­ცხოს. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რის სა­ვა­ძელ­ში არის უკვე ჩარ­თუ­ლი დე­ტო­ნა­ტო­რი იმ ბომ­ბის, რო­მელ­საც აფეთ­ქე­ბამ­დე ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო აქვს. ოპო­ზი­ცია თა­ვი­სას რომ ცდი­ლობს, რა გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ შენ იმი­ტომ ხარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ არც მტერს და არც მოყ­ვა­რეს არ მის­ცე იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს­კა­ლა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს. ისი­ნი თუ რა­მეს კარ­გად არ აკე­თე­ბენ, ესე­ნი რომ ცე­ცხლზე ნავთს ას­ხა­მენ, ესეც ხომ ფაქ­ტია?“

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
169

ღარიბაშვილს კი არა ანგელა მერკელს უსმენდნენ

ნონა
175

მუხაშავრია ასე როდიდან დაეშვი იურისტი ადამიანს არ გაინტეტესებს რტომ იწერდნენ ?მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა სამართალი დ ნაცები ,არ დბლოკოთ

ავტორი:

"როგორ, ღარიბაშვილს უსმენენო... აბა, რა ჰგონიათ, მარტო ღარიბაშვილს? მასაც, მის დედიკოსაც და ყველას უსმენენ" - დანაშაულის რა ნიშნებს შეიცავს სკანდალური აუდიოჩანაწერი?

"როგორ, ღარიბაშვილს უსმენენო... აბა, რა ჰგონიათ, მარტო ღარიბაშვილს? მასაც, მის დედიკოსაც და ყველას უსმენენ" -  დანაშაულის რა ნიშნებს შეიცავს სკანდალური აუდიოჩანაწერი?

"იმედის“ ეთერში გასული ბერა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას, ექსპერტებს ეჭვი თითქმის აღარ ეპარებათ იმაში, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტურია. აღნიშნული ჩანაწერი, სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომელ წლებს მოიცავს ბერა ივანიშვილსა და ამჟამინდელ მაღალჩინოსნებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი.

ambebi.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულია და არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა ის "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც უკავშირდებოდეს.

"ამ ინტერვიუდან დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ტექსტი ავთენტურია თუ არა, ამაზე ლაპარაკიც არ არის. მისივე განცხადებიდან გამომდინარე, ბერა ერთადერთი, "ტრის“ უარყოფს... ახლა მნიშვნელოვანი ისაა, დადგინდეს (თუ ვინმეს ამის დადგენა უნდა), როდინდელია ეს ჩანაწერი, ანუ დროის ფაქტორი. "ტვპირველს“ აქვს მთლიანი ჩანაწერი და შესაძლოა, იქ იყოს ისეთი ნაწილები, რომელიც დროსაც დააზუსტებს. ერთადერთი, რისი უარყოფაც მათ გააკეთეს, ეს არის ფრაზა "ტრი“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს არის "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერი და ამათ უნდოდათ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ ჩანაწერი ახალი არ არის. ამ შემთხვევაში უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ მათ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენეს, არ იქნება, თანაც, ბერას მიერ ეს ყველაფერი ისე იქნა მიწოდებული, რომ მას დასდევდნენ და ავიწროებდნენ, რაც 2011 წლის ზაფხულში ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია. არ მინდა ვიმკითხაო, ტექსტი არსებობს, საიდანაც შეიძლება დადგინდეს, როდის არის ეს ჩანაწერი გაკეთებული.

არა მგონია, ჩანაწერი "ნაციონალების" მიწოდებული იყოს. არ ვიცი, შეიძლება მათ ახლა მოიპოვეს ეს ჩანაწერი, მაგრამ მათ რომ ის ჰქონოდათ, ამას 2011-2012 წლებში გამოიყენებდნენ და შემდგომი არჩევნების დროსაც. "ნაციონალებს" საკმაოდ კარგი "გამოცდილება“ აქვთ ნიუსების შეკერვის, ფალსიფიცირების და მიწოდების. არის მეორე ვარიანტი - შესაძლოა, "ნაცებიდან" ვიღაცას ეს ჰქონდა, მაგრამ თავის დროზე დამალა, თავის გადარჩენის მიზნით ჰქონდა შემონახული. სახელმწიფო რომ თავის ფუნქციას ასრულებდეს, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაჯდეს და ყველაფერი გამოიძიოს, ვინაიდან, ფაქტია, ეს ჩანაწერი დანაშაულის ნიშნების შემცველია. საქართველოში როგორი ობიექტურიც არ უნდა იყოს გამოძიება, საზოგადოების ნაწილი ამას არც ერთ ვარიანტში არ გაიზიარებს, ამ პროცესისადმი მიდგომა იქნება პოლიტიკური გუნება-განწყობის მიხედვით - ვინც არ დაიჯერებს, ის ნაცმოს უჭერს მხარს და ვინც დაიჯერებს - "ოცნებას“. სამწუხაროდ, სხვაგვარად არ აზროვნებს ჩვენი საზოგადოება.

საქმეზე ობიექტურობისა და ჭეშმარიტების დასადგენად ძაბირაძეს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, თუ არა და ეს თემა მუდმივად პიარის თემად დარჩება.

დანაშაულის რა ნიშნებს შეიცავს აღნიშნული ჩანაწერი, ობიექტურად ჩატარდება თუ არა გამოძიება და ვის უკავშირებს სკანდალური მასალის სააშკარაოზე გამოტანას, ამ კითხვებზე იურისტი ლია მუხაშავრია გვპასუხობს:

"ვფიქრობ, ეს იყო კარგად დადგმული ინტერვიუ. ბერას არ უარყვია იმ ჩანაწერის შინაარსი, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. უბრალოდ, ბერას ინტერვიუს პროდიუსერები, თუ რეჟისორები შეეცადნენ საზოგადოებისთვის ამ სატელეფონო საუბრების შინაარსის შელამაზებას - თითქოს ეს ქართულ-ვაჟკაცურ ტრადიციებზე იყო დამყარებული. მეორე ნაწილზე, რომელმაც ნამდვილად შოკი გამოიწვია და აშკარად სახელმწიფოებრივი ხასიათის ინსტიტუციურ სავარაუდო დანაშაულზე მიუთითებდა, არაფერი იყო ნათქვამი და ვიტყოდი, საზოგადოების ყურადღების გადატანის უსუსური მცდელობა იყო.

რა თქმა უნდა, დედის გინებაზე ახალგაზრდა კაცს რომ უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს, ეს დასაშვებია, თუმცა ჩვენს ავბედით დროში, სამწუხაროდ, დედის გინება ისეთ ჩვეულებრივ ფრაზეოლოგიად იქცა, საკუთარ დედებსაც აუგად მოიხსენიებენ ხოლმე.

ეს არ უნდა იწვევდეს იმ ტრადიციულ აღშფოთებას, რომელზეც ბერა საუბრობდა ინტერვიუში, თუმცა არც მას დაუკლია სხვისი დედების გინება. უწმაწური სატელეფონო დიალოგი ძალიან ამაზრზენი იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

იცით, ჩვენ სააკაშვილმა მიგვაჩვია იმას, რომ შეიძლება მთავრობის სხდომაზე პრემიერმა მინისტრს აგინოს და ეს "მოსულა“. ახლა ამას მიეცა სულ სხვა გაქანება. ბერა ივანიშვილი თუ ასე აღშფოთდა, ვერ გავიგე, პრემიერ-მინისტრს, ან სახელმწიფო დაცვის უწყების ხელმძღვანელს რატომ უნდა დაავალო მაგინებლისთვის პასუხის მოთხოვნა? ამით თუ მართლა აღშფოთდი და ეს შენთვის მიუღებელია, მიდი და პირადად მოსთხოვე პასუხი. ეს შეიძლება იყოს, მაქსიმუმ, ქუჩური ჩხუბი...

სახელმწიფო უწყებებს უნდა იყენებდეს ამაში? ამ რანგის კაცი, გენერალი ჩუბინიძე, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის ოფიცრის ღირსება უნდა ჰქონდეს, არის არასრულწლოვანი ლაწირაკის უკანონო სურვილების და აღმაშფოთებელი მოთხოვნების შემსრულებელი?

იმაზე გამეცინა - როგორ, ღარიბაშვილს უსმენენო? აბა, რა ჰგონიათ, მარტო ღარიბაშვილს? მასაც, მის დედიკოსაც და ყველას უსმენენ. ის საშინელება, რაც ჩამოიტანეს, დაამონტაჟეს და მომართეს, ახლა არის ურჩხული და ყველას შეჭამს, პირველ რიგში - მათ შეჭამს და დაიწყო კიდეც ეს პროცესი.

პროკურატურის რეაქციაც ავლენს იმას, რომ ეს ქვეყანა სრულიად უკუღმართადაა დღეს მოწყობილი - სავარაუდო დანაშაულის ნიშნები სრულიად აშკარაა, თან ეს არის ძალიან მაღალი სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, როდესაც დანაშაულის ორგანიზებაში, განხორციელებაში და მერე მის შესახებ პატაკის ჩაბარებაში ეჭვმიტანილნი ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. ბერა არასრულწლოვანი რომც ყოფილიყო და ესენი რომც არ ყოფილიყვნენ საჯარო მოხელეები, მაინც დანაშაულია, უდაოდ. მეორეც, ღარიბაშვილი პრემიერი რომ არ იყოს და ჩუბინიძეც თანამდებობაზე, ამათ რომც სდომოდათ, "ნაციონალების" დროს პიპინ-პიპინით და ოფიციალური მანქანებით, ივანიშვილის შვილის განკარგულებებს ვერ შეასრულებდნენ ან თუ შეასრულებდნენ, ამ საუბრის შესახებ მაშინ გავიგებდით.

კითხვაზე, ვის შეიძლებოდა აღნიშნული აუდიომასალის გასაჯაროვება, ლია მუხაშავრია პასუხობს, რომ: - კოკა შიგნიდანაა გატეხილი...

"დაგვავიწყდა, 10 დღის წინ ვინ გადადგა თანამდებობიდან და უთანხმოების გამო ვინ წავიდა გაბრაზებული? სულ არ გამიკვირდება, ეს გახარიას გაკეთებული იყოს, ვინაიდან ამ დონის ჩანაწერის სამზეოზე გამოტანა, საშუალო რგოლის და დონის წარმომადგენელს რომ ვერ ექნება, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ამ საუბრების შესახებ შეიძლება ის საქმის კურსში იყო და არც ის დაგვავიწყდეს, მისი გადადგომა ბატონი ბიძინას დაბადების დღეს რომ ემთხვევა - ეს დაბადების დღის საჩუქარიც იყო და გახარიას მხრიდან შურისძიების მოტივიც ჩანდა 20 ივნისისთვის, რომელიც მეც მჯერა, მისი თაოსნობით არ განხორციელებულა, მაგრამ მას მიეწერა. თუ ეს ადამიანი შურისძიების მოტივით მოქმედებს, სულ არ გამოვრიცხავ, ეს ნაბიჯი გადაედგა. უფრო საშიშიც შეიძლება მოხდეს მომავალში...

ჩემი აზრით, ღარიბაშვილის ჩამოცილება უნდა ღირდეს იმად, რომ "ოცნებამ“ ტალახი ჩამოირეცხოს. ღარიბაშვილი პრემიერის სავაძელში არის უკვე ჩართული დეტონატორი იმ ბომბის, რომელსაც აფეთქებამდე ძალიან მოკლე დრო აქვს. ოპოზიცია თავისას რომ ცდილობს, რა გასაკვირია, მაგრამ შენ იმიტომ ხარ ხელისუფლება, რომ არც მტერს და არც მოყვარეს არ მისცე იმის საშუალება, რომ ესკალაცია გამოიწვიოს. ისინი თუ რამეს კარგად არ აკეთებენ, ესენი რომ ცეცხლზე ნავთს ასხამენ, ესეც ხომ ფაქტია?“