სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა - ვინ არის გოგონა, რომელიც ქმარზე 31 წლით უმცროსია
ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა - ვინ არის გოგონა, რომელიც ქმარზე 31 წლით უმცროსია

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა, 57 წლის ნი­კო­ლას ქე­ი­ჯ­მა მე­ხუ­თედ იქორ­წი­ნა. ამ­ჯე­რად მისი რჩე­უ­ლი 26 წლის რიკო ში­ბა­ტაა. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ია­პო­ნი­ა­ში, ერთი წლის წინ, 2020 წლის იან­ვარ­ში გა­იც­ნო. მარ­ტში გო­გო­ნა აშშ-ში ჩა­ვი­და და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, თუმ­ცა შემ­დეგ კვლავ გან­შო­რე­ბა მო­უხ­დათ.

მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობ­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ისი­ნი ხში­რად ვერ ახერ­ხებ­დნენ შეხ­ვედ­რებს.

"ის ია­პო­ნი­ა­ში, კი­ო­ტო­ში დაბ­რუნ­და, მე ნე­ვა­და­ში ვი­ყა­ვი და 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შევ­ძე­ლით ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა“, - ამ­ბობ­და ნი­კო­ლა­სი ერთ-ერთ რა­დი­ო­გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თვის შავი ბრი­ლი­ან­ტის თვლი­ა­ნი ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი, რად­გა­ნაც რიკო ში­ბა­ტას საყ­ვა­რე­ლი ფერი შა­ვია და ამი­ტო­მაც, მის­თვის ბე­ჭე­დი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ზა­დე­ბი­ნა.

წყვილ­მა 2021 წლის 16 თე­ბერ­ვალს იქორ­წი­ნა, თუმ­ცა მე­დი­ის­თვის ეს ამ­ბა­ვი ახ­ლა­ხანს გახ­და ცნო­ბი­ლი. ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია ლას ვე­გას­ში ერთ-ერთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ სას­ტუმ­რო­ში შედ­გა. ქე­იჯს Tom Ford-ის კოს­ტი­უ­მი ეცვა, ხოლო პა­ტარ­ძალს ტრა­დი­ცი­უ­ლი ია­პო­ნუ­რი კი­მო­ნო. ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ას მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ნი­კო­ლას ქე­ი­ჯი აქამ­დე ოთხჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. 1995-2001 წლებ­ში მისი ცოლი პატ­რი­ცია არ­კე­ტი იყო, 2002 წლი­დან 2004 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში ლიზა მარი პრის­ლი, ალი­სა კიმ­ზე და­ქორ­წინ­და 2004 წელს და წყვი­ლი 2016 წლამ­დე იყო ერ­თად. 2019 წელს მსა­ხი­ო­ბი ერი­კა კო­ი­კე­ზე და­ქორ­წინ­და, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბი­დან 4 დღე­ში წყვილ­მა ქორ­წი­ნე­ბის ანუ­ლი­რე­ბა მო­ი­თხო­ვა.

მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ცოლი, რიკო ში­ბა­ტა ქმარ­ზე 31 წლით უმ­ცრო­სია. ის ია­პო­ნე­ლია, თუმ­ცა ნიუ იორკში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. რიკო ში­ბა­ტა თა­ვა­დაც მსა­ხი­ო­ბია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
7

საგანელიძეზე უკეთ კი გამოიყურება და რა უჭირს, 26 წლისას თუ არ ეუხერხულება 56-ისას გაუმარჯოს მაშინ

მარიამი
7

ახლა ჯობს 57 წლის კეიჯი ახალგაზრდა ცოლს! რა მოეწონა ამ გოგოში? შლოპანცები???!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა - ვინ არის გოგონა, რომელიც ქმარზე 31 წლით უმცროსია

ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა - ვინ არის გოგონა, რომელიც ქმარზე 31 წლით უმცროსია

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, 57 წლის ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა. ამჯერად მისი რჩეული 26 წლის რიკო შიბატაა. წყვილმა ერთმანეთი იაპონიაში, ერთი წლის წინ, 2020 წლის იანვარში გაიცნო. მარტში გოგონა აშშ-ში ჩავიდა და გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა შემდეგ კვლავ განშორება მოუხდათ.

მსახიობი ამბობდა, რომ კორონავირუსის გამო ისინი ხშირად ვერ ახერხებდნენ შეხვედრებს.

"ის იაპონიაში, კიოტოში დაბრუნდა, მე ნევადაში ვიყავი და 6 თვის განმავლობაში ვერ შევძელით ერთმანეთის ნახვა“, - ამბობდა ნიკოლასი ერთ-ერთ რადიოგადაცემაში სტუმრობისას, სადაც ასევე აღნიშნა, რომ საყვარელი ქალისთვის შავი ბრილიანტის თვლიანი ნიშნობის ბეჭედი ჰქონდა შეძენილი, რადგანაც რიკო შიბატას საყვარელი ფერი შავია და ამიტომაც, მისთვის ბეჭედი სპეციალურად დაამზადებინა.

წყვილმა 2021 წლის 16 თებერვალს იქორწინა, თუმცა მედიისთვის ეს ამბავი ახლახანს გახდა ცნობილი. ქორწილის ცერემონია ლას ვეგასში ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში შედგა. ქეიჯს Tom Ford-ის კოსტიუმი ეცვა, ხოლო პატარძალს ტრადიციული იაპონური კიმონო. ქორწილის ცერემონიას მხოლოდ უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ.

ნიკოლას ქეიჯი აქამდე ოთხჯერ იყო დაქორწინებული. 1995-2001 წლებში მისი ცოლი პატრიცია არკეტი იყო, 2002 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში ლიზა მარი პრისლი, ალისა კიმზე დაქორწინდა 2004 წელს და წყვილი 2016 წლამდე იყო ერთად. 2019 წელს მსახიობი ერიკა კოიკეზე დაქორწინდა, მაგრამ ქორწინებიდან 4 დღეში წყვილმა ქორწინების ანულირება მოითხოვა.

მისი ამჟამინდელი ცოლი, რიკო შიბატა ქმარზე 31 წლით უმცროსია. ის იაპონელია, თუმცა ნიუ იორკში დაიბადა და გაიზარდა. რიკო შიბატა თავადაც მსახიობია.

"დედამ მის ქმართან გააბა რომანი... ლაიზასთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა" - მსახიობის ტრაგიკული ცხოვრება და აუხდენელი ოცნება საკუთარ შვილზე

ძმები არველაძეების დაუვიწყარი გართობა სტამბოლში, იახტაზე, ლელა წურწუმიას სიმღერების ფონზე - ახალი ინტერნეტჰიტი

"შეყვარებული ჭირიმე, სხვას უთხოვნია"- ქართული სიმღერა Netflix-ის ახალ თურქულ ფილმში, რომელშიც ქართველებისთვის ცნობილი თურქი მსახიობი თამაშობს