“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა საქართველოს წარმომადგენლები აქციას მართავენ, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
დაკავებული არიან: ნიკა ნარსია, კახა კვეკვესკვირი, ბექა პაპაშვილი და რამაზ აივაზაშვილი. აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის ავტომობილს საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერით წინ გადაუდგნენ. შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და სამართალლდამცავებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა. გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად, აქტივისტები ცდილობდნენ გზის სავალ ნაწილზე დამსხდარიყვნენ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ცნობისთვის, აქტივისტები „ტვ პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შინაარს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება ამ შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო.