მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკში ნეტო აღრიცხვის სიახლეებზე შეხვედრა გაიმართა
სემეკში ნეტო აღრიცხვის სიახლეებზე შეხვედრა გაიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) ორ­გა­ნი­ზე­ბით ნეტო აღ­რი­ცხვის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, მონ­ტაჟ­სა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და წევ­რებ­მა შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­აც­ნეს სე­მე­კის მი­ზა­ნი ნეტო აღ­რი­ცხვის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ­სჯე­ლეს ახა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის სი­ახ­ლე­ებ­ზე, რო­მე­ლიც 2021 წლის 1 ივ­ლი­სი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, მო­ის­მი­ნეს კომ­პა­ნი­ე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი.

ნეტო აღ­რი­ცხვა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის (მზე, ქარი, წყა­ლი) გა­მო­ყე­ნე­ბის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­მე­კის ძა­ლის­ხმე­ვით და­ი­ნერ­გა. სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის, ერთ მომ­ხმა­რე­ბელს ან მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუფს, ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ თუ იუ­რი­დი­ულ პირს შე­უძ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ოს მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ­ლის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 500 კი­ლო­ვატს; ჭარ­ბად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია მი­ა­წო­დოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელს, რომლშიც არის ჩარ­თუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რი; სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ი­ღოს ქსე­ლი­დან ენერ­გია. გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი და ქსე­ლი­დან მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გაქ­ვით­ვა და ან­გა­რიშს­წო­რე­ბა წე­ლი­წად­ში ერთხელ, მა­ის­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რი, შე­საძ­ლოა, არ წარ­მო­ად­გენ­დეს პი­რის სა­კუთ­რე­ბას. სად­გუ­რით სარ­გებ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია დრო­ე­ბით მფლო­ბე­ლო­ბა­ში, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იჯა­რის, ლი­ზინ­გის ან სხვა ფორ­მით. ამას­თა­ნა­ვე, სად­გუ­რის მიერ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­ე­ბა და წარ­მო­ე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ხდე­ბო­დეს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას.

"ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, პირი, რო­მე­ლიც სარ­გებ­ლობს მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რით, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­სის­ტე­მო და ბაზ­რის ოპე­რი­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის­გან.

ამ­ჟა­მად, სს „თე­ლა­სი­სა“ და სს „ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას“ ქსე­ლებ­ში ჩარ­თუ­ლია 243 მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რი. აქე­დან 94 სად­გუ­რი სს „თე­ლა­სის“ ქსელ­ში, ხოლო 149 სად­გუ­რი - სს „ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას“ ქსელ­ში. ჯა­მუ­რი დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე შე­ად­გენს 3 849 კვტ-ს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

სემეკში ნეტო აღრიცხვის სიახლეებზე შეხვედრა გაიმართა

სემეკში ნეტო აღრიცხვის სიახლეებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით ნეტო აღრიცხვის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობაზე, მონტაჟსა და ექსპლუატაციაზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები. სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სემეკის მიზანი ნეტო აღრიცხვის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, იმსჯელეს ახალი ენერგეტიკული ბაზრის სიახლეებზე, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, მოისმინეს კომპანიების მოსაზრებები.

ნეტო აღრიცხვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი) გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა, რომელიც საქართველოში სემეკის ძალისხმევით დაინერგა. საკუთარი მოხმარებისათვის, ერთ მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს, ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის საშუალებით, რომლის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს; ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, რომლშიც არის ჩართული ელექტროსადგური; საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ქსელიდან ენერგია. გამანაწილებელი ქსელისთვის მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვა და ანგარიშსწორება წელიწადში ერთხელ, მაისში ხორციელდება.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს პირის საკუთრებას. სადგურით სარგებლობა შესაძლებელია დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით. ამასთანავე, სადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება და წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლებელია ხდებოდეს სხვადასხვა ადგილას.

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი, რომელიც სარგებლობს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროსადგურით, გათავისუფლებულია ელექტროენერგიის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურის გადახდისგან.

ამჟამად, სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელებში ჩართულია 243 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. აქედან 94 სადგური სს „თელასის“ ქსელში, ხოლო 149 სადგური - სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში. ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 3 849 კვტ-ს.

თბილისის მერია 2000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს - რა ვადაში უნდა წარადგინოთ განაცხადი დაფინანსების მისაღებად?

საქართველოში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ქვეყანაში ეპიდვითარება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეს