სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა დიმიტრი ხვთისიაშვილი მედეა ჯაფარიძესთან, ლენა ყიფშიძესა და დოდო ჭიჭინაძესთან ერთად ექსტრასენს იზასთან - საინტერესო ამბები რეჟისორისგან
როგორ მოხვდა დიმიტრი ხვთისიაშვილი მედეა ჯაფარიძესთან, ლენა ყიფშიძესა და დოდო ჭიჭინაძესთან ერთად ექსტრასენს იზასთან - საინტერესო ამბები რეჟისორისგან

მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, რე­ჟი­სორ­მა დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სტა­ტუ­სე­ბის სა­ხით ცნო­ბილ რე­ჟი­სო­რებ­სა თუ მსა­ხი­ო­ბებ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბის თხრო­ბა და­ი­წყო. ზო­გი­ერ­თი ამა თუ იმ თა­რი­ღის (და­ბა­დე­ბი­სა თუ გარ­დაც­ვა­ლე­ბის) გა­მო­ძა­ხი­ლია, ზო­გიც ისე, უბ­რა­ლოდ, სი­ტუ­ა­ცი­უ­რად ახ­სენ­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, თი­თო­ე­უ­ლი ამ­ბა­ვი მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რესს იწ­ვევს და მათ­ში გარ­კვე­ულ მო­ლო­დინ­საც აჩენს, - მო­რიგ ჯერ­ზე ამ­ბავს ვის მი­უ­ძღვნის ბა­ტო­ნი დიმა.

რამ გა­და­ა­წყვე­ტი­ნა რე­ჟი­სორს ეს, რა აძ­ლევს ამის­თვის მუხტს და ეს ამ­ბე­ბი სა­ბო­ლო­ოდ წიგ­ნად აი­კინ­ძე­ბა თუ არა? - ამ შე­კი­თხვე­ბით თა­ვად დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვილს მივ­მარ­თეთ...

"სა­ერ­თოდ, წერა მიყ­ვარს - 30 წე­ლია, ვწერ და ვაქ­ვეყ­ნებ წე­რი­ლებს. 90-ია­ნებ­ში "ივე­რია ექ­სპრე­სის" ხე­ლოვ­ნე­ბის გვერ­დის რე­დაქ­ტო­რი ვი­ყა­ვი, დიდ­ხანს ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი ჟურ­ნალ­თან "თე­ატ­რი და ცხოვ­რე­ბა", გა­ზეთ­თან "ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის დღე", მაგ­რამ რა­ზეც ახლა მე­კი­თხე­ბით, ეს სპონ­ტა­ნუ­რად და­ი­წყო. 26 იან­ვარს ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე იყო და მო­მინ­და, გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა დღე, რო­დე­საც მე, დე­დას­თან ერ­თად, სწო­რედ ამ ტრა­გი­კულ დღეს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და­ვეს­წა­რი "რი­ჩარდ მე­სა­მეს"...

ამ სტა­ტუსს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, მერე ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის და ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი მო­დი­ო­და. ამა­საც ჩემი მო­გო­ნე­ბით გა­მო­ვეხ­მა­უ­რე, მერე რაკი ბევ­რი და­მიგ­როვ­და ბლო­გიც შევ­ქმე­ნი", - გვიყ­ვე­ბა რე­ჟი­სო­რი.

დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი

- წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ზეც ხომ არ ფიქ­რობთ?

- თუ ბევრ ამ­ბავს მო­ვუ­ყა­რე თავი, შე­იძ­ლე­ბა წიგ­ნა­დაც ვაქ­ციო. ოღონდ, იმ ტექ­სტებ­ში უკვე გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბას შე­ვი­ტან. სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვა, რად­გა­ნაც "ფე­ის­ბუქპოს­ტი" სხვა რა­მაა და წიგ­ნი - სხვა. გა­სუფ­თავ­დე­ბა, გას­წორ­დე­ბა და ტექ­სტე­ბი სხვა სა­ხეს მი­ი­ღებს.

თე­ატ­რის ის­ტო­რი­ის ფურ­ცლებ­ში ჩა­კარ­გუ­ლი ბევ­რი მი­ვი­წყე­ბუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი მინ­და, რომ გა­ვიხ­სე­ნო, ყვე­ლას ვერ გავ­წვდე­ბი, მაგ­რამ ვის­თა­ნაც რა­ღაც ტი­პის შე­ხე­ბა მქო­ნია და პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბაც მა­კავ­ში­რებ­და, მათ­ზე დავ­წერ, რა­ტო­მაც არა.

მოკ­ლედ, თუ წიგ­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რუბ­რი­კე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ასე მი­მობ­ნე­ვა არ გა­მო­ვა და მერე უკვე და­ი­ყო­ფა - ციკ­ლი­დან "მი­ვი­წყე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი", "სევ­დი­ა­ნი მო­გო­ნე­ბე­ბი" და ა.შ. ვნა­ხოთ, რა გა­მო­მი­ვა, შევ­ხე­დავ, ავ­წონ-დავ­წო­ნი რა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წე­როს და რა - არა...

- რა არის თქვენ­თვის ემო­ცი­უ­რად ამ ყვე­ლაფ­რის წერა?

- მი­ხა­რია, რომ ბევ­რი კარ­გი ამ­ბის მომსწრე ვარ, რომ ბევრ ადა­მი­ან­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა... მა­გა­ლი­თად, ჩემი პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა "ზა­პო­რო­ჟე­ცი" იყო და ეს იმ დროს, როცა ბენ­ზი­ნი ძა­ლი­ან ჭირ­და. მცი­რე­ლიტ­რა­ჟი­ა­ნი გახ­ლდათ და გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თი მქონ­და. მაგ­რამ რაც იმ მან­ქა­ნა­ში ვარ­სკვლა­ვე­ბი მსხდა­რან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქოს არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იყო, ვერც და­ვით­ვლი... უცებ ვინც გა­მახ­სენ­და ჩა­მო­გით­ვლით: გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, ელე­ნე ყიფ­ში­ძე, ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლი, მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე, კოტე თო­ლო­რა­ია, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, ჟან­რი ლო­ლაშ­ვი­ლი, დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე, გოგი გე­ლო­ვა­ნი, თა­მარ სხირტლა­ძე, ლეო ან­თა­ძე... ხომ შთამ­ბეჭ­და­ვია?

თა­მარ სხირტლა­ძე და დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი

მარ­ტში ნო­და­რი მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღია, თან, სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლიც არის, 90 წლის გახ­დე­ბო­და. იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა:

ნო­დარს მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­ღე­ბებ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ მო­უ­წია წას­ვლა. თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი ბა­ტო­ნი გა­ი­ოზ კან­დე­ლა­კი გა­აფრ­თხი­ლა, - გავფრინ­დე­ბი, კვი­რამ­დე სპექ­ტაკ­ლი არ მაქვს და შა­ბათ ღა­მეს ჩა­მო­ვა­ლო. ბა­ტონ­მა გა­ი­ოზ­მა ჩა­ხე­და სპექ­ტაკ­ლე­ბის გრა­ფიკს, ნამ­დვი­ლად არ ჰქონ­და სპექ­ტაკ­ლი ბა­ტონ ნო­დარს. ოღონდ, დი­რექ­ტო­რი რას წარ­მო­იდ­გენ­და, რომ იმ სა­ღა­მოს და­ნიშ­ნუ­ლი სპექ­ტაკ­ლი მას არ ახ­სოვ­და. მოკ­ლედ, სა­ღა­მოს სპექ­ტაკლზე არ მო­ვი­და, რად­გან, დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნე­ტი­დან პირ­და­პირ აე­რო­პორ­ტში წა­სუ­ლა. მოკ­ლედ, ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად სპექ­ტაკლში მე შე­მაგ­დეს. ეს იყო "ბედი მდე­ვა­რი" მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "ლამ­ბა­ლო და ყა­შას" მი­ხედ­ვით, სა­დაც ბა­ტო­ნი ნო­და­რი ეპის­კო­პო­სი პავ­ლეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებ­და.

- ამ­ბობთ, რომ თქვენ უბ­რა­ლოდ, ამ­ბებს ჰყვე­ბით და ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ არის კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი, რად­გან ეს თე­ატრმ­ცოდ­ნე­ე­ბის საქ­მეა...

- კი, ეს მათი საქ­მეა... რო­დე­საც რე­ჟი­სორ ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძე­ზე დავ­წე­რე, იქ მი­ნიშ­ნე­ბაც არ გა­ვა­კე­თე, ვინ იყო ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძე. ამ შემ­თხვე­ვა­ში ამ­ბა­ვი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ადა­მი­ან­მა ასე იცხოვ­რა და სიკ­ვდი­ლის წინა დღეს საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს ასე­თი პა­ე­მა­ნი მო­უ­წყო...

დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი და გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი

მა­გა­ლი­თად გივი ბე­რი­კაშ­ვილ­თან, კახი კავ­სა­ძეს­თან, თენ­გიზ არჩვა­ძეს­თან და თა­მა­რა სხირტლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა ამ­ბა­ვი გა­მო­ვარ­ჩიო, არც ვიცი, კარ­გად უნდა დავ­ფიქ­რდე, რად­გან ძა­ლი­ან ში­ნა­უ­რე­ბი არი­ან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თა­მა­რას მეჯ­ვა­რე ვარ. გვი­ან და­ი­წე­რეს ჯვა­რი, რად­გან კოტე თო­ლო­რა­ია მო­ნათ­ლუ­ლი არ იყო. როცა გა­და­წყვი­ტა, რომ მო­ნათ­ლუ­ლი­ყო, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი აირ­ჩია ნათ­ლი­ად. თუ ვნათ­ლავთ, მა­შინ ჯვა­რიც და­ი­წე­რო­ნო, - მათი შვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი თაზო თო­ლო­რა­ია ცო­ცხა­ლი იყო, მგო­ნი, 2001 წელი გახ­ლდათ. ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში მო­ი­ნათ­ლა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა იქ­ნე­ბო­და, ამ­ხნის კაცი რომ ინათ­ლე­ბო­და. ხუმ­რობ­დნენ, იუ­მორ­ში მა­მა­ოც აჰ­ყვა... ნათ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ჯვრის­წე­რის­თვის ქა­შუ­ე­თის პირ­ველ სარ­თულ­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლეთ. ნე­ფეს სურ­ვი­ლით, თა­მა­რას მეჯ­ვა­რე მე ვი­ყა­ვი... მისი, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და, ხე­ლის­მომ­კი­დე კი სოსო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი... მღვდელ­მა პა­ტარ­ძა­ლი თა­მა­რა რომ და­ი­ნა­ხა - ახალ­გაზ­რდა კაცს ეს და­კუ­ჭუ­ლი ქალი რად გინ­დო­დაო?! - გა­ი­ხუმ­რა. იქ ისე­თი მოხ­და, თა­მა­რამ კი­ნა­ღამ "ან­დერ­ძი აუგო" მღვდელს... ასე­თი უამ­რა­ვი ამ­ბა­ვი, კუ­რი­ო­ზი და მო­გო­ნე­ბაა.

თუმ­ცა მათ­გან ისეთ ეპი­ზო­დებს ვარ­ჩევ, სა­დაც მინ­და, ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი სხვა კუ­თხით წარ­მო­ვა­ჩი­ნო, ან მოვ­ყვე აქამ­დე უც­ნო­ბი ის­ტო­რია.

ჩვენ ბა­ტო­ნი დი­მას მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი­დან მე­დეა ჯა­ფა­რი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რია შე­ვარ­ჩი­ეთ, რო­მელ­საც ახლა გთა­ვა­ზობთ.

ღვთა­ებ­რი­ვი მშვე­ნი­ე­რე­ბა

ამ­ბა­ვი 1

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, და­მი­რე­კა ქალ­ბა­ტონ­მა ლენა ყიფ­ში­ძემ და მთხო­ვა, - თუ დრო გაქვს იქ­ნებ სო­ლო­ლაკ­ში წა­მიყ­ვა­ნო, იქ ცნო­ბი­ლი ექ­სტრა­სენ­სი იზა ცხოვ­რობს, იმას­თან ჩა­ვე­წე­რე, მისი სე­ან­სე­ბი ძა­ლი­ან მშვე­ლი­სო. უარს რო­გორ ვე­ტყო­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი ცის­ფე­რი "ზა­პო­რო­ჟე­ცი" ერ­თობ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო თე­ატ­რში... და­ნიშ­ნულ დროს მი­ვე­დი "შან­ხა­ი­ში" ქალ­ბა­ტონ ლე­ნას­თან, ის უკვე ეზო­ში მიც­დი­და და წა­ვე­დით სო­ლო­ლაკ­ში, და­ვი­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. მი­ვე­დით ერთ-ერთ სახ­ლთან. ქალ­ბა­ტო­ნი ლენა გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან, მეც მთხო­ვა გად­მოს­ვლა, რათა გაგ­ვე­გო, რამ­დენ ხან­ში მი­მე­კი­თხა მის­თვის. გზა­ში­ვე შე­ვუ­თან­ხმდი, არ მო­გე­რი­დოთ, სახ­ლშიც მე წა­გიყ­ვანთ-მეთ­ქი.

ლენა ყიფ­ში­ძე

დავ­რე­კეთ ზარი, გაგ­ვი­ღო კარი ექ­სტრა­სენ­სმა იზამ, რო­მე­ლიც რო­მე­ლი­ღაც ვო­დე­ვი­ლის სა­სა­ცი­ლო პერ­სო­ნაჟს წა­ა­გავ­და, მიხვრა-მოხვრი­თა თუ ლექ­სი­კით მთლად დიდი მკურ­ნა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვერ ტო­ვებ­და, თუმ­ცა ლა­პა­რა­კობ­და ძა­ლი­ან ბევ­რს და ეტყო­ბა, ამით მო­მა­ვალ "მსხვერ­პლს" "ავერ­ბოვ­კებ­და" და აჯე­რებ­და, რომ მისი სე­ან­სე­ბი მო­არ­ჩენ­და.

იზა გაგ­ვი­ძღვა კო­რი­დო­რუ­ლი პრინ­ცი­პით გან­ლა­გე­ბულ ბი­ნა­ში ლო­ჯი­ის­კენ. გზა­ზე ყველ­გან რა­ღაც გა­უხ­სნე­ლი ფუ­თე­ბი იყო. რო­გორც მერე და­ვად­გი­ნე, ჩვე­ნი იზა შე­თავ­სე­ბით გა­დამ­ყიდ­ვე­ლობ­და კი­დეც. შევ­დი­ვართ ლო­ჯში და რას ვხე­დავთ... პა­ცი­ენ­ტის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბულ სა­ვარ­ძელ­ში ზის ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე. მა­საც ეტყო­ბა, ურ­ჩი­ეს იზას­თან ვი­ზი­ტი. ჩვენ რომ დაგ­ვი­ნა­ხა, ცოტა შეც­ბა, თუმ­ცა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ არ ჩა­ვეგ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით მე, არ შე­იმ­ჩნია. არა­და, სულ არ მინ­დო­და იქ შეს­ვლა, მთა­ვა­რი იყო, ეთ­ქვა იზას რამ­დენ ხან­ში მი­მე­კი­თხა ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ნას­თვის. სწო­რედ ეს სას­წრა­ფოდ ვი­კი­თხე და უფრო სწრა­ფად გა­ვე­ცა­ლე იქა­უ­რო­ბას, რათა ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­ას დის­კომ­ფორ­ტი დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. დათ­ქმულ დროს მივ­ბრუნ­დი იზას­თან. ლე­ნას სე­ან­სიც დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, არც მე­დეა აღარ გა­უშ­ვი­ათ, ბა­რემ დი­მუ­ლია (ასე მე­ძახ­და ლენა ყიფ­ში­ძე) მიგ­ვიყ­ვან­სო. ამა­სო­ბა­ში ყა­ვაც გა­უმ­ზა­დე­ბი­ათ, სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბის მო­ლო­დინ­ში იზამ ნამ­ცხვრე­ბიც "გა­ჩი­თა" და მეც იძუ­ლე­ბი­თი მოლ­ხე­ნა გა­მო­მი­ვი­და ექ­სტრა­სენსთან და ორ ქალღმერ­თთან ერ­თად.

დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე

უცებ ირე­კე­ბა ზარი. იზა გა­ვი­და და ორი­ოდ წუთ­ში შე­მოჰ­ყავს არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე, თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შლი­ა­პი­თა და ვუ­ა­ლით. ვი­ფიქ­რე, მეჩ­ვე­ნე­ბა-მეთ­ქი - ქალღმერ­თე­ბი გა­სამ­დნენ... ჩვენ უკვე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ, დო­დომ სე­ან­სი ჩა­ი­ტა­რა და იქ გა­ვი­ხუმ­რე, ვიდ­რე ლია ელი­ა­ვა ან ლე­ი­ლა აბა­ში­ძე არ დაგ­ვად­გე­ბა დრო­ზე, გა­ვე­ცა­ლოთ აქა­უ­რო­ბას-მეთ­ქი და ორი­ოდ წუთ­ში ჩემს "ზა­პო­რო­ჟეც­ში" სამი ლე­გენ­და­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იჯდა, მე კი ამა­ყად მი­ვე­რე­კე­ბო­დი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში.

გზა­ში გა­ირ­კვა, რომ ეს ვი­თომ ექ­სტრა­სენ­სი თე­ატ­რის ქა­ლე­ბის ჩამცმე­ლის ახ­ლო­ბე­ლი ყო­ფი­ლა და მას ჩა­უ­წყვია "ვარ­სკვლა­ვე­ბის" ვი­ზი­ტი სო­ლო­ლაკ­ში, თა­ნაც ისე, რომ ყვე­ლას­თან ცალ-ცალ­კე იმუ­შა­ვა და იქ შემ­თხვე­ვით შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. იქვე ჩემს მან­ქა­ნა­ში ლე­ნამ სთხო­ვა ქალ­ბა­ტონ მე­დე­ას, ვო­დე­ვი­ლე­ბი რომ აღ­ვად­გი­ნე, არ გი­ნა­ხავს, აგერ დი­მუ­ლი­აც თა­მა­შობ­სო, შო­თი­კო (მშვე­ნი­ე­რა­ძეს გუ­ლის­ხმობ­და) ხომ უნდა ნახო, მოდი, ხვალ სპექ­ტაკლზე და იქე­და­ნაც სახ­ლში ჩვენ წა­გიყ­ვან­თო... ასე დას­რულ­და ერთი სა­ო­ცა­რი დღე სამი ღვთა­ებ­რი­ვი ვარ­სკვლა­ვის გა­რე­მოც­ვა­ში.

ამ­ბა­ვი 2

მე­ო­რე დღეს ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა ნამ­დვი­ლად მობ­რძან­და სპექ­ტაკლზე, ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი გვი­თხრა თი­თო­ე­ულ მსა­ხი­ობს, იყო სა­ოც­რად ბედ­ნი­ე­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბით. შე­ა­ქო შო­თი­კო, ჩა­ი­ხუ­ტა ლენა და პი­რო­ბი­სა­მებრ, წა­მო­ვიყ­ვა­ნე სახ­ლში. მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლის წინ, რა­ღაც უხერ­ხუ­ლად გად­მომ­ხე­და, შემ­დეგ ჩან­თა გახ­სნა და დარ­ცხვე­ნი­ლად ჩა­ი­ლა­პა­რა­კა: მე­რი­დე­ბა ძა­ლი­ან, რა­ღა­ცით მინ­დო­და, აღ­მე­ნიშ­ნა თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა, სხვა ვე­რა­ფე­რი უცებ ვერ მო­ვი­ფიქ­რე და თუ არ გა­მი­ნა­წყენ­დე­ბით, რე­ზოს ნა­ქო­ნი ჰალ­სტუ­ხი მინ­და, გა­ჩუ­ქო­თო... მე რა და­მე­მარ­თე­ბო­და, იმე­დია, გა­მო­იც­ნობთ. ის ჰალ­სტუ­ხი დღემ­დე უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რია ჩემ­თვის.

მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე და რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი

ამ­ბა­ვი 3

1994 წლის 31 მარტს ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა გარ­და­იც­ვა­ლა. ორ­წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის მეტი ვერ გაძ­ლო რე­ზოს გა­რე­შე. მა­შინ რამ­ხე­ლა გვეჩ­ვე­ნე­ბო­და. არა­და, სულ რა­ღაც 71 წლის იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ წლებ­ში უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა იღუ­პე­ბო­და, ყო­ველ­დღე და თით­ქოს სიკ­ვდი­ლი გა­უ­ფა­სურ­და, ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­ას დაკ­რძალ­ვა­ზე ისე­თი ჭყლე­ტა იყო, რომ პო­ლი­ცი­ის დიდი ჯგუ­ფე­ბის და­მა­ტე­ბა დაგ­ვჭირ­და. და ერთი დე­ტა­ლი არ მა­ვი­წყდე­ბა და არც არ­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ალ­ბათ... თე­ატ­რი­დან ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა მის­მა კო­ლე­გებ­მა გა­მო­ას­ვე­ნეს, მათ შო­რის, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცეს­მა.

ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი და მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე, სცე­ნა სპექ­ტაკ­ლი­დან: "ოი­დი­პო­სი"

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ედ­ნამ­დე გარ­დაც­ვლი­ლი ხე­ლით უნდა მი­ებ­რძა­ნე­ბი­ნათ, შემ­დეგ კი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რით დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნამ­დე. უცებ მო­ე­დან­თან მი­ახ­ლო­ვე­ბი­სას ბა­ტონ­მა ოთარ­მა ჩუ­მად თქვა კო­ლე­გებ­თან - ბო­ლომ­დე ხე­ლით მი­ვაბ­რძა­ნო­თო, რა­ზეც მყი­სი­ე­რი თან­ხმო­ბა მი­ი­ღო და იქვე უკვე ხალ­ხშიც გა­ის­მა აქა-იქ შე­ძა­ხი­ლე­ბი ხე­ლით... ხე­ლით... აი, რო­გორც იდგა იმ ოთხ ადა­მი­ანს შო­რის ბა­ტო­ნი ოთა­რი ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­ას სა­სახ­ლეს­თან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან გა­მოს­ვე­ნე­ბი­სას, ასე შე­უც­ვლე­ლად ბო­ლომ­დე თვი­თონ მი­აბ­რძა­ნა ქალ­ბა­ტო­ნი დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნამ­დე!!! ის მე­დეა იყო!!! მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე!!! ის ყვე­ლა­ნა­ირ და­ფა­სე­ბას, პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რებ­და!!!

20 თე­ბერ­ვალს 98 წლის შეს­რულ­დე­ბო­და!

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nin
78

სირცხვილია, უნიჭო ადამიანების პეარი

ვაახ
0

nin-ს, როგორ ,,საინტერესო" ბრძანდებით. ნამდვილად სხვაგან მოხვდით. ამ დიდებული პიროვნებების სახელს, ნიჭსა და შემოქმედებას ნამდვილად არ სჭირდება პიარი, ისინი მარად უკვდავები არიან თავიანთი ნიჭით, ადამიანობით და შემოქმედებით

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორ მოხვდა დიმიტრი ხვთისიაშვილი მედეა ჯაფარიძესთან, ლენა ყიფშიძესა და დოდო ჭიჭინაძესთან ერთად ექსტრასენს იზასთან - საინტერესო ამბები რეჟისორისგან

როგორ მოხვდა დიმიტრი ხვთისიაშვილი მედეა ჯაფარიძესთან, ლენა ყიფშიძესა და დოდო ჭიჭინაძესთან ერთად ექსტრასენს იზასთან - საინტერესო ამბები რეჟისორისგან

მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსების სახით ცნობილ რეჟისორებსა თუ მსახიობებზე საინტერესო ამბების თხრობა დაიწყო. ზოგიერთი ამა თუ იმ თარიღის (დაბადებისა თუ გარდაცვალების) გამოძახილია, ზოგიც ისე, უბრალოდ, სიტუაციურად ახსენდება. რაც მთავარია, თითოეული ამბავი მკითხველის ინტერესს იწვევს და მათში გარკვეულ მოლოდინსაც აჩენს, - მორიგ ჯერზე ამბავს ვის მიუძღვნის ბატონი დიმა.

რამ გადააწყვეტინა რეჟისორს ეს, რა აძლევს ამისთვის მუხტს და ეს ამბები საბოლოოდ წიგნად აიკინძება თუ არა? - ამ შეკითხვებით თავად დიმიტრი ხვთისიაშვილს მივმართეთ...

"საერთოდ, წერა მიყვარს - 30 წელია, ვწერ და ვაქვეყნებ წერილებს. 90-იანებში "ივერია ექსპრესის" ხელოვნების გვერდის რედაქტორი ვიყავი, დიდხანს ვთანამშრომლობდი ჟურნალთან "თეატრი და ცხოვრება", გაზეთთან "ქართული თეატრის დღე", მაგრამ რაზეც ახლა მეკითხებით, ეს სპონტანურად დაიწყო. 26 იანვარს ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების დღე იყო და მომინდა, გამეხსენებინა დღე, როდესაც მე, დედასთან ერთად, სწორედ ამ ტრაგიკულ დღეს რუსთაველის თეატრში დავესწარი "რიჩარდ მესამეს"...

ამ სტატუსს გამოხმაურება მოჰყვა, მერე ვერიკო ანჯაფარიძის და ვასო გოძიაშვილის გარდაცვალების თარიღი მოდიოდა. ამასაც ჩემი მოგონებით გამოვეხმაურე, მერე რაკი ბევრი დამიგროვდა ბლოგიც შევქმენი", - გვიყვება რეჟისორი.

დიმიტრი ხვთისიაშვილი

- წიგნის გამოცემაზეც ხომ არ ფიქრობთ?

- თუ ბევრ ამბავს მოვუყარე თავი, შეიძლება წიგნადაც ვაქციო. ოღონდ, იმ ტექსტებში უკვე გარკვეულ ცვლილებას შევიტან. სხვანაირად არ გამოვა, რადგანაც "ფეისბუქპოსტი" სხვა რამაა და წიგნი - სხვა. გასუფთავდება, გასწორდება და ტექსტები სხვა სახეს მიიღებს.

თეატრის ისტორიის ფურცლებში ჩაკარგული ბევრი მივიწყებული სახელი და გვარი მინდა, რომ გავიხსენო, ყველას ვერ გავწვდები, მაგრამ ვისთანაც რაღაც ტიპის შეხება მქონია და პირადი ნაცნობობაც მაკავშირებდა, მათზე დავწერ, რატომაც არა.

მოკლედ, თუ წიგნად ჩამოყალიბდა, რუბრიკები აუცილებელი იქნება, ასე მიმობნევა არ გამოვა და მერე უკვე დაიყოფა - ციკლიდან "მივიწყებული სახელები", "სევდიანი მოგონებები" და ა.შ. ვნახოთ, რა გამომივა, შევხედავ, ავწონ-დავწონი რა შეიძლება დაიწეროს და რა - არა...

- რა არის თქვენთვის ემოციურად ამ ყველაფრის წერა?

- მიხარია, რომ ბევრი კარგი ამბის მომსწრე ვარ, რომ ბევრ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა... მაგალითად, ჩემი პირველი მანქანა "ზაპოროჟეცი" იყო და ეს იმ დროს, როცა ბენზინი ძალიან ჭირდა. მცირელიტრაჟიანი გახლდათ და გარკვეული შეღავათი მქონდა. მაგრამ რაც იმ მანქანაში ვარსკვლავები მსხდარან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არაკომფორტული იყო, ვერც დავითვლი... უცებ ვინც გამახსენდა ჩამოგითვლით: გივი ბერიკაშვილი, ელენე ყიფშიძე, ირაკლი უჩანეიშვილი, მედეა ჯაფარიძე, კოტე თოლორაია, სოფიკო ჭიაურელი, ჟანრი ლოლაშვილი, დოდო ჭიჭინაძე, გოგი გელოვანი, თამარ სხირტლაძე, ლეო ანთაძე... ხომ შთამბეჭდავია?

თამარ სხირტლაძე და დიმიტრი ხვთისიაშვილი

მარტში ნოდარი მგალობლიშვილის გარდაცვალების თარიღია, თან, საიუბილეო წელიც არის, 90 წლის გახდებოდა. იყო ასეთი შემთხვევა:

ნოდარს მოულოდნელად გადაღებებზე საზღვარგარეთ მოუწია წასვლა. თეატრის დირექტორი ბატონი გაიოზ კანდელაკი გააფრთხილა, - გავფრინდები, კვირამდე სპექტაკლი არ მაქვს და შაბათ ღამეს ჩამოვალო. ბატონმა გაიოზმა ჩახედა სპექტაკლების გრაფიკს, ნამდვილად არ ჰქონდა სპექტაკლი ბატონ ნოდარს. ოღონდ, დირექტორი რას წარმოიდგენდა, რომ იმ საღამოს დანიშნული სპექტაკლი მას არ ახსოვდა. მოკლედ, საღამოს სპექტაკლზე არ მოვიდა, რადგან, დირექტორის კაბინეტიდან პირდაპირ აეროპორტში წასულა. მოკლედ, ასე მოულოდნელად სპექტაკლში მე შემაგდეს. ეს იყო "ბედი მდევარი" მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშას" მიხედვით, სადაც ბატონი ნოდარი ეპისკოპოსი პავლეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.

- ამბობთ, რომ თქვენ უბრალოდ, ამბებს ჰყვებით და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კრიტიკული შეფასებები, რადგან ეს თეატრმცოდნეების საქმეა...

- კი, ეს მათი საქმეა... როდესაც რეჟისორ ანზორ ქუთათელაძეზე დავწერე, იქ მინიშნებაც არ გავაკეთე, ვინ იყო ანზორ ქუთათელაძე. ამ შემთხვევაში ამბავი უფრო მნიშვნელოვანია. ადამიანმა ასე იცხოვრა და სიკვდილის წინა დღეს საყვარელ მეუღლეს ასეთი პაემანი მოუწყო...

დიმიტრი ხვთისიაშვილი და გივი ბერიკაშვილი

მაგალითად გივი ბერიკაშვილთან, კახი კავსაძესთან, თენგიზ არჩვაძესთან და თამარა სხირტლაძესთან დაკავშირებით, რა ამბავი გამოვარჩიო, არც ვიცი, კარგად უნდა დავფიქრდე, რადგან ძალიან შინაურები არიან. წარმოიდგინეთ, თამარას მეჯვარე ვარ. გვიან დაიწერეს ჯვარი, რადგან კოტე თოლორაია მონათლული არ იყო. როცა გადაწყვიტა, რომ მონათლულიყო, გივი ბერიკაშვილი აირჩია ნათლიად. თუ ვნათლავთ, მაშინ ჯვარიც დაიწერონო, - მათი შვილი, მსახიობი თაზო თოლორაია ცოცხალი იყო, მგონი, 2001 წელი გახლდათ. ქაშუეთის ტაძარში მოინათლა. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, ამხნის კაცი რომ ინათლებოდა. ხუმრობდნენ, იუმორში მამაოც აჰყვა... ნათლობის დასრულებისთანავე ჯვრისწერისთვის ქაშუეთის პირველ სართულზე გადავინაცვლეთ. ნეფეს სურვილით, თამარას მეჯვარე მე ვიყავი... მისი, როგორც თვითონ ამბობდა, ხელისმომკიდე კი სოსო გოგიჩაიშვილი... მღვდელმა პატარძალი თამარა რომ დაინახა - ახალგაზრდა კაცს ეს დაკუჭული ქალი რად გინდოდაო?! - გაიხუმრა. იქ ისეთი მოხდა, თამარამ კინაღამ "ანდერძი აუგო" მღვდელს... ასეთი უამრავი ამბავი, კურიოზი და მოგონებაა.

თუმცა მათგან ისეთ ეპიზოდებს ვარჩევ, სადაც მინდა, ესა თუ ის ადამიანი სხვა კუთხით წარმოვაჩინო, ან მოვყვე აქამდე უცნობი ისტორია.

ჩვენ ბატონი დიმას მოყოლილი ამბებიდან მედეა ჯაფარიძესთან დაკავშირებული რამდენიმე ისტორია შევარჩიეთ, რომელსაც ახლა გთავაზობთ.

ღვთაებრივი მშვენიერება

ამბავი 1

ერთ მშვენიერ დღეს, დამირეკა ქალბატონმა ლენა ყიფშიძემ და მთხოვა, - თუ დრო გაქვს იქნებ სოლოლაკში წამიყვანო, იქ ცნობილი ექსტრასენსი იზა ცხოვრობს, იმასთან ჩავეწერე, მისი სეანსები ძალიან მშველისო. უარს როგორ ვეტყოდი. იმ პერიოდში ჩემი ცისფერი "ზაპოროჟეცი" ერთობ პოპულარული იყო თეატრში... დანიშნულ დროს მივედი "შანხაიში" ქალბატონ ლენასთან, ის უკვე ეზოში მიცდიდა და წავედით სოლოლაკში, დავითაშვილის ქუჩაზე. მივედით ერთ-ერთ სახლთან. ქალბატონი ლენა გადმოვიდა მანქანიდან, მეც მთხოვა გადმოსვლა, რათა გაგვეგო, რამდენ ხანში მიმეკითხა მისთვის. გზაშივე შევუთანხმდი, არ მოგერიდოთ, სახლშიც მე წაგიყვანთ-მეთქი.

ლენა ყიფშიძე

დავრეკეთ ზარი, გაგვიღო კარი ექსტრასენსმა იზამ, რომელიც რომელიღაც ვოდევილის სასაცილო პერსონაჟს წააგავდა, მიხვრა-მოხვრითა თუ ლექსიკით მთლად დიდი მკურნალის შთაბეჭდილებას ვერ ტოვებდა, თუმცა ლაპარაკობდა ძალიან ბევრს და ეტყობა, ამით მომავალ "მსხვერპლს" "ავერბოვკებდა" და აჯერებდა, რომ მისი სეანსები მოარჩენდა.

იზა გაგვიძღვა კორიდორული პრინციპით განლაგებულ ბინაში ლოჯიისკენ. გზაზე ყველგან რაღაც გაუხსნელი ფუთები იყო. როგორც მერე დავადგინე, ჩვენი იზა შეთავსებით გადამყიდველობდა კიდეც. შევდივართ ლოჯში და რას ვხედავთ... პაციენტისთვის სპეციალურად მომზადებულ სავარძელში ზის ქალბატონი მედეა ჯაფარიძე. მასაც ეტყობა, ურჩიეს იზასთან ვიზიტი. ჩვენ რომ დაგვინახა, ცოტა შეცბა, თუმცა უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავეგდე, განსაკუთრებით მე, არ შეიმჩნია. არადა, სულ არ მინდოდა იქ შესვლა, მთავარი იყო, ეთქვა იზას რამდენ ხანში მიმეკითხა ქალბატონი ლენასთვის. სწორედ ეს სასწრაფოდ ვიკითხე და უფრო სწრაფად გავეცალე იქაურობას, რათა ქალბატონი მედეას დისკომფორტი დიდხანს არ გაგრძელებულიყო. დათქმულ დროს მივბრუნდი იზასთან. ლენას სეანსიც დამთავრებული იყო, არც მედეა აღარ გაუშვიათ, ბარემ დიმულია (ასე მეძახდა ლენა ყიფშიძე) მიგვიყვანსო. ამასობაში ყავაც გაუმზადებიათ, საპატიო სტუმრების მოლოდინში იზამ ნამცხვრებიც "გაჩითა" და მეც იძულებითი მოლხენა გამომივიდა ექსტრასენსთან და ორ ქალღმერთთან ერთად.

დოდო ჭიჭინაძე

უცებ ირეკება ზარი. იზა გავიდა და ორიოდ წუთში შემოჰყავს არც მეტი, არც ნაკლები დოდო ჭიჭინაძე, თავისი არაჩვეულებრივი შლიაპითა და ვუალით. ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი - ქალღმერთები გასამდნენ... ჩვენ უკვე სამზარეულოში გადავინაცვლეთ, დოდომ სეანსი ჩაიტარა და იქ გავიხუმრე, ვიდრე ლია ელიავა ან ლეილა აბაშიძე არ დაგვადგება დროზე, გავეცალოთ აქაურობას-მეთქი და ორიოდ წუთში ჩემს "ზაპოროჟეცში" სამი ლეგენდარული ქალბატონი იჯდა, მე კი ამაყად მივერეკებოდი თბილისის ქუჩებში.

გზაში გაირკვა, რომ ეს ვითომ ექსტრასენსი თეატრის ქალების ჩამცმელის ახლობელი ყოფილა და მას ჩაუწყვია "ვარსკვლავების" ვიზიტი სოლოლაკში, თანაც ისე, რომ ყველასთან ცალ-ცალკე იმუშავა და იქ შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. იქვე ჩემს მანქანაში ლენამ სთხოვა ქალბატონ მედეას, ვოდევილები რომ აღვადგინე, არ გინახავს, აგერ დიმულიაც თამაშობსო, შოთიკო (მშვენიერაძეს გულისხმობდა) ხომ უნდა ნახო, მოდი, ხვალ სპექტაკლზე და იქედანაც სახლში ჩვენ წაგიყვანთო... ასე დასრულდა ერთი საოცარი დღე სამი ღვთაებრივი ვარსკვლავის გარემოცვაში.

ამბავი 2

მეორე დღეს ქალბატონი მედეა ნამდვილად მობრძანდა სპექტაკლზე, ძალიან ბევრი კომპლიმენტი გვითხრა თითოეულ მსახიობს, იყო საოცრად ბედნიერი, განსაკუთრებით ახალგაზრდებით. შეაქო შოთიკო, ჩაიხუტა ლენა და პირობისამებრ, წამოვიყვანე სახლში. მანქანიდან გადმოსვლის წინ, რაღაც უხერხულად გადმომხედა, შემდეგ ჩანთა გახსნა და დარცხვენილად ჩაილაპარაკა: მერიდება ძალიან, რაღაცით მინდოდა, აღმენიშნა თქვენი წარმატება, სხვა ვერაფერი უცებ ვერ მოვიფიქრე და თუ არ გამინაწყენდებით, რეზოს ნაქონი ჰალსტუხი მინდა, გაჩუქოთო... მე რა დამემართებოდა, იმედია, გამოიცნობთ. ის ჰალსტუხი დღემდე უძვირფასესი საჩუქარია ჩემთვის.

მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი

ამბავი 3

1994 წლის 31 მარტს ქალბატონი მედეა გარდაიცვალა. ორწელიწად-ნახევრის მეტი ვერ გაძლო რეზოს გარეშე. მაშინ რამხელა გვეჩვენებოდა. არადა, სულ რაღაც 71 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში უამრავი ახალგაზრდა იღუპებოდა, ყოველდღე და თითქოს სიკვდილი გაუფასურდა, ქალბატონი მედეას დაკრძალვაზე ისეთი ჭყლეტა იყო, რომ პოლიციის დიდი ჯგუფების დამატება დაგვჭირდა. და ერთი დეტალი არ მავიწყდება და არც არსოდეს დამავიწყდება ალბათ... თეატრიდან ქალბატონი მედეა მისმა კოლეგებმა გამოასვენეს, მათ შორის, ოთარ მეღვინეთუხუცესმა.

ოთარ მეღვინეთუხუცესი და მედეა ჯაფარიძე, სცენა სპექტაკლიდან: "ოიდიპოსი"

მარჯანიშვილის მოედნამდე გარდაცვლილი ხელით უნდა მიებრძანებინათ, შემდეგ კი აღმაშენებლის გამზირით დიდუბის პანთეონამდე. უცებ მოედანთან მიახლოვებისას ბატონმა ოთარმა ჩუმად თქვა კოლეგებთან - ბოლომდე ხელით მივაბრძანოთო, რაზეც მყისიერი თანხმობა მიიღო და იქვე უკვე ხალხშიც გაისმა აქა-იქ შეძახილები ხელით... ხელით... აი, როგორც იდგა იმ ოთხ ადამიანს შორის ბატონი ოთარი ქალბატონი მედეას სასახლესთან მარჯანიშვილის თეატრიდან გამოსვენებისას, ასე შეუცვლელად ბოლომდე თვითონ მიაბრძანა ქალბატონი დიდუბის პანთეონამდე!!! ის მედეა იყო!!! მედეა ჯაფარიძე!!! ის ყველანაირ დაფასებას, პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებდა!!!

20 თებერვალს 98 წლის შესრულდებოდა!

"ეს ყველაზე მოულოდნელი და სასაცილო იყო!...როგორც მიხვდით, მოფრინავს" - როგორ გაატარეს უქმეები ქეთი ხატიაშვილმა და დავით კაჭარავამ

"გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა? თუ მოვანანიებინებთ, კარგი არ იქნება?" - კოკოჩაშვილის ფილმის პროდიუსერი მათ მიმართ კრიტიკასა და სცენარზე

"ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი" - რას ჰყვებიან მიშა ანდღულაძის დედა და ძმა იუმორისტის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ