მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავში, დედ-მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
თელავში, დედ-მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მშობ­ლე­ბის და ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა. მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და 28 წლის ალექ­სან­დრე აბ­რა­მიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა მო­სა­მარ­თლეს აღ­კვე­თის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა. ლალი ჩა­ვე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რა­მაც შე­საძ­ლოა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­უქ­მნას.

სა­სა­მარ­თლოს სხდო­მას ეს­წრე­ბო­და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.

შემ­თხვე­ვა თე­ლავ­ში, გო­შა­ძის ქუ­ჩა­ზე 7 მარტს მოხ­და. 28 წლის ალექ­სან­დრე აბ­რა­მიშ­ვილ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მშობ­ლე­ბი და ბე­ბია მოკ­ლა, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ას თა­ვად აც­ნო­ბა. მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ვ" ქვე­პუნ­ქტით და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

აბა ნახვამდის

დ გ
0

პაკააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

თელავში, დედ-მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

თელავში, დედ-მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

სხდომაზე დაკავებულის უფლებადამცველმა მოსამართლეს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ლალი ჩაველაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რამაც შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, თუმცა დუმილის უფლება გამოიყენა.

შემთხვევა თელავში, გოშაძის ქუჩაზე 7 მარტს მოხდა. 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა, რის შემდეგაც პოლიციას თავად აცნობა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

"ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს "ტვ პირველში" შეჭრას, სიცრუეა - არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას" - პროკურატურა

"ღუმელი რომ მესროლა, კარი გაიხსნა და თავში მოხვდა ბავშვს..." - დედა, რომლის 11 თვის შვილიც მეუღლესთან ჩხუბის დროს გარდაიცვალა, შემზარავი ამბის დეტალებს იხსენებს

რა ევალება კერძო დაცვის სამსახურს და რა შემთხვევაში ჩაითვლება მისი მოქმედება კანონდარღვევად? -  რას ამბობს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი?