ავტორი:

"მეცოდება ჩემი შვილი, ასეთ ქვეყანაში რომ უნდა გაიზარდოს" - გიორგი ზურაბიშვილი

"მეცოდება ჩემი შვილი, ასეთ ქვეყანაში რომ უნდა გაიზარდოს" - გიორგი ზურაბიშვილი

ცნობილი რადიოწამყვანი და სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტით ეხმაურება.

"მოკლედ ამ ქვეყანაში ყველაფერი პრავდება რა... ადამიანებში ღირსების და კრიტიკული აზროვნების ასეთი დეფიცითი საიდან უბრალოდ არ მესმის... ელემენტარული თავმოყვარეობის გრძნობა გვაქვს დაკარგული. ქრისტიანი ხალხი სიმართლისგან და ჭეშმარიტებისგან ასე შორს როგორ აღმოვჩნდით? ალბათ თავის დროზე კომუნისტებმა ლამის ყველა საღად მოაზროვნე ქართველი რომ დახვრიტეს მაგის ბრალია. ალალია საქართველოში ყოველი მეორე ნაბოზვარი ხოდზე რომ არის და ყოველი მეორე ტარაკანა მლიქვნელობით ფულს რომ შოულობს. ალალია მართლა, ეს ხალხი, სამწუხაროდ, დღეს უკეთესს არ ვიმსახურებთ. დღევანდელი ფეოდალიზმიც, რაც ქვეყანაშია, არის საზოგადოების მორალური სტანდარტის შესაბამისი. ჩემზე ოპტიმისტი ადამიანი ალბათ არ მეგულება და მეც კი ცოტა ვნანობ, რომ ამ ქვეყანაში დავფუძნდი. არანაირი მთავრობის შეცვლა ამას არ უშველის, რაც ერში და ბერში ხდება. ღირსებას, თავმოყვარეობას და საღ აზროვნებას მთავრობა ვერ მოიტანს. ამას მარტო თაობების ცვლა უშველის და ისიც იმ შემთხვევაში თუ ნორმალური განათლების სისტემა გვქნება, მაგრამ ეგ სისტემაც ვინმემ ხომ უნდა შექმნას? ფსკერზე ქვევით ვართ, სამწუხაროდ, და ამის გამო დისკომფორტიც კი არ გვაქვს. ტეხავს უბრალოდ, მეცოდება ჩემი შვილი, ასეთ ქვეყანაში რომ უნდა გაიზარდოს.

ბოდიში ნეგატიური პოსტისთვის, უბრალოდ უკვე მართლა აღარ ვიცი ამ ყველაფრის შემხედვარე პოზიტიურად როგორ უნდა იყო ადამიანი", - წერს ზურაბიშვილი.

"იიიი ასტრაზენეკა არ გვინდა, ფაიზერი მხოლოდ... ეს გვინდაააა? 2 კვირა და ისევ იქ ვართ, საიდანაც გამოვძვერით" - სოციალურ ქსელში წვეულების ამსახველი კადრები ვრცელდება

"არ ვიცი პანიკას ავყევი და ამიტომ გამიჭირდა, თუ მართლა საზიზღარი ვირუსია... გაფრენის პირას ვარ" - რას წერს ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვლი კლინიკიდან?

"ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო... შეეშინდა მოძალადის" - ბაია პატარაია 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება