მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ოჯახი დამწუხრებულია ამის გაგებით" - დედოფლის პირველი განცხადება ჰარისა და მეგანის სკანდალურ ინტერვიუზე
"მთელი ოჯახი დამწუხრებულია ამის გაგებით" - დედოფლის პირველი განცხადება ჰარისა და მეგანის სკანდალურ ინტერვიუზე

ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე აცხა­დებს, რომ სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას მიერ ოპრა უინფრის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში რა­სობ­რივ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით წა­მოჭ­რი­ლი სა­კი­თხე­ბი მათ­თვის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

"მთე­ლი ოჯა­ხი დამ­წუხ­რე­ბუ­ლია იმის გა­გე­ბით, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ჰა­რი­სა და მე­გა­ნის­თვის ბოლო წლე­ბი. წა­მოჭ­რი­ლი სა­კი­თხე­ბი, კერ­ძოდ კი რა­სიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

ჩვენ ყო­ვე­ლი­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვი­ღეთ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­გო­ნე­ბე­ბი შე­საძ­ლოა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს, ოჯა­ხი პი­რა­დად გა­ნი­ხი­ლავს მათ. ჰარი, მე­გა­ნი და არჩი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი­ან ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი წევ­რე­ბი“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მე­ფო სახ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტე­ლე­კომ­პა­ნია CBS-მა ორი დღის წინ პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის ინ­ტერ­ვიუ გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მათ სა­მე­ფო ოჯახ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რეს. მე­გან მარ­კლის თქმით, ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი მათი შვი­ლის, არ­ჩის, და­ბა­დე­ბამ­დე ღე­ლავ­და მისი კა­ნის ფერ­ზე და დას­ვა კი­თხვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნად მუქი ფე­რის შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო მისი კანი, თუმ­ცა მე­გან­მა სა­მე­ფო ოჯა­ხის აღ­ნიშ­ნუ­ლი წევ­რის ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­კონ­კრე­ტა.

ამას­თან, ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­გან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ზოგ­ჯერ "სი­ცო­ცხლე აღარ სურ­და“, რად­გან სა­მე­ფო ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tazoo
7

რა ტვინი გაბურღეთ ესე ჩვენი სამეფო ოჯახი არ არის და თუ საქართველო ბრიტანეთის კოლონიაა ეგეც გვითხარით არ დაბლოკოთ

mdaaa
3

პირადად განიხილავს არა, პირადულად ან ოჯახის პირად საქმედ. ცოტა მეტი ყურადღება თარგმნისას თუ შეიძლება, გაუმართავ ქართულზე ამჯერად აღარ ვიტყვი რამეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მთელი ოჯახი დამწუხრებულია ამის გაგებით" - დედოფლის პირველი განცხადება ჰარისა და მეგანის სკანდალურ ინტერვიუზე

"მთელი ოჯახი დამწუხრებულია ამის გაგებით" - დედოფლის პირველი განცხადება ჰარისა და მეგანის სკანდალურ ინტერვიუზე

ბუკინგემის სასახლე აცხადებს, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში რასობრივ თემასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები მათთვის შემაშფოთებელია.

"მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, რამდენად რთული იყო ჰარისა და მეგანისთვის ბოლო წლები. წამოჭრილი საკითხები, კერძოდ კი რასიზმთან დაკავშირებული საკითხი, შემაშფოთებელია.

ჩვენ ყოველივე სერიოზულად მივიღეთ და მიუხედავად იმისა, რომ მოგონებები შესაძლოა, განსხვავებული იყოს, ოჯახი პირადად განიხილავს მათ. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის საყვარელი წევრები“, – აღნიშნულია სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია CBS-მა ორი დღის წინ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც მათ სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მეგან მარკლის თქმით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათი შვილის, არჩის, დაბადებამდე ღელავდა მისი კანის ფერზე და დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი, თუმცა მეგანმა სამეფო ოჯახის აღნიშნული წევრის ვინაობა არ დააკონკრეტა.

ამასთან, ინტერვიუში მეგანმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ "სიცოცხლე აღარ სურდა“, რადგან სამეფო ცხოვრება ძალიან რთული იყო.

"ქვეყნის "რადიკალი მყვირალები“ ამ საკითხს გაურკვევლობას მატებენ" - რას აცხადებს კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

"ეს ბირთვული ტერორიზმია" - რა მოხდა ირანის ნატანცის ბირთვულ ობიექტზე და რას აცხადებს ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი?

"კოვიდ 19-ის წარმოშობის დასადგენად ფსკერამდე უნდა ჩავიდეთ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მუქარანარევი განცხადება