პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს"
მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს"

ბოდ­ბე­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი მე­უ­ფე ია­კო­ბი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პეტ­რე ცა­ა­ვა ეკ­ლე­სი­ი­დან სა­ბო­ლო­ოდ განკვე­თონ.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გუ­შინ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო, პა­სუ­ხი ყვე­ლამ უნდა აგოს.

"თქვენ მკი­თხეთ მე­უ­ფე პეტ­რეს როლ­ზე. ცოტა ხან­ში პარ­ტი­ებ­მა რომ ასე აღარ გა­მო­ი­ყე­ნონ ეგ ადა­მი­ა­ნი, ალ­ბათ ჩვენ მი­ვი­ღებთ იმ ზო­მებს, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს და მერე ყვე­ლა­ნი ვნა­ხავთ მა­გის მდგო­მა­რე­ო­ბას. ად­რეც ვთქვი, ბო­ლომ­დე არ უნდა იხ­მა­რო და მერე არ უნდა გა­და­აგ­დო. რა ზო­მებ­ზეა სა­უ­ბა­რი და რა­საც იმ­სა­ხუ­რებს მი­ი­ღებს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, ნიშ­ნავს თუ არა ეს იმას, რომ მე­უ­ფე პეტ­რეს ეკ­ლე­სი­ი­დან სა­ბო­ლო­ოდ განკვე­თა მოხ­დე­ბა, მე­უ­ფე ია­კობ­მა უპა­სუ­ხა: "აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა, იმ­სა­ხუ­რებს და იმი­ტომ”.

“გუ­შინ­დე­ლი ფაქ­ტი, შეჭ­რა, ასე­თი რამ რუ­სე­თის დროს ხდე­ბო­და. ამა­ზე ყვე­ლამ პა­სუ­ხი უნდა აგოს და აგე­ბენ. ალ­ბათ არა­ვის უნ­დო­და თქვე­ნი გა­დაყ­რა აივ­ნი­დან, მაგ­რამ ასე­თი რამ მოხ­და. ფრთხი­ლად იყა­ვით, გა­სა­გე­ბია, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხართ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ინ­ტე­რე­სებთ, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უფრ­თხილ­დით", - გა­ნუ­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის უკან შე­საძ­ლოა მე­უ­ფე პეტ­რე იდ­გეს.

"თუ ნა­ხავთ კონ­კრე­ტულ პი­რებს, ძა­ლი­ან ცოტა ად­გი­ლობ­რი­ვი იყო. მიხ­ვდე­ბით, რომ სხვე­ბი იყ­ვნენ ჩა­რე­უ­ლე­ბი და არ შე­იძ­ლე­ბო­და ის მრევ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. სა­ხე­ე­ბი, რომ ნა­ხოთ და­ას­კვნით სა­ი­დან იყ­ვნენ და ვინ", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, ხომ არ ხე­დავს ის მე­უ­ფე პეტ­რეს როლს ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით,მე­უ­ფე ია­კობ­მა უპა­სუ­ხა: თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, მის გა­რე­შე იქ­ნე­ბო­და? ის ხალ­ხი მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს არას­წო­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­და და თა­ვი­ანთ ლი­დე­რად პეტ­რეს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. სამ­წუ­ხა­როდ, უკვე ესე­ნი სექ­ტას ემ­სგავ­სე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ცნო­ბის­თვის, 8 მარტს ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და მარ­ტვი­ლი­სა და ჭყონ­დი­დის მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს შო­რის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შეხ­ვედ­რას ის 2 დი­ა­კო­ნიც ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­საც მღვდელ­მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აეკ­რძა­ლა. რე­ზი­დენ­ცი­ის გა­რეთ მყოფ მრევლს ოთახ­ში შეს­ვლა სურ­დათ, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც შიგ­ნით მყო­ფი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არ აძ­ლევ­დნენ. შეხ­ლა - შე­მოხ­ლის დროს აივ­ნის მო­ა­ჯი­რი ჩა­მო­ინ­გრა და 10-მდე ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­და. და­შავ­და მე­დი­ის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიჯი ალფაიძე
83

აუცილებლად, განიკვეთოს! ნაცებიც მივაყოლოთ! დაგვიანებულიცაა...

გიგა
26
მეუფე იაკობი და მისი მომხრეები რომ განიკვეთოს ეკლესიიდან და ეკლესია ეკლესიას დაემგვანოს, არა?
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს"

მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს"

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ პეტრე ცაავა ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ფაქტის გამო, პასუხი ყველამ უნდა აგოს.

"თქვენ მკითხეთ მეუფე პეტრეს როლზე. ცოტა ხანში პარტიებმა რომ ასე აღარ გამოიყენონ ეგ ადამიანი, ალბათ ჩვენ მივიღებთ იმ ზომებს, რასაც იმსახურებს და მერე ყველანი ვნახავთ მაგის მდგომარეობას. ადრეც ვთქვი, ბოლომდე არ უნდა იხმარო და მერე არ უნდა გადააგდო. რა ზომებზეა საუბარი და რასაც იმსახურებს მიიღებს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მეუფე პეტრეს ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთა მოხდება, მეუფე იაკობმა უპასუხა: "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს და იმიტომ”.

“გუშინდელი ფაქტი, შეჭრა, ასეთი რამ რუსეთის დროს ხდებოდა. ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს და აგებენ. ალბათ არავის უნდოდა თქვენი გადაყრა აივნიდან, მაგრამ ასეთი რამ მოხდა. ფრთხილად იყავით, გასაგებია, ჟურნალისტები ხართ და ყველაფერი გაინტერესებთ, მაგრამ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით", - განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

ის არ გამორიცხავს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების უკან შესაძლოა მეუფე პეტრე იდგეს.

"თუ ნახავთ კონკრეტულ პირებს, ძალიან ცოტა ადგილობრივი იყო. მიხვდებით, რომ სხვები იყვნენ ჩარეულები და არ შეიძლებოდა ის მრევლი ყოფილიყო. სახეები, რომ ნახოთ დაასკვნით საიდან იყვნენ და ვინ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ხედავს ის მეუფე პეტრეს როლს ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,მეუფე იაკობმა უპასუხა: თქვენ როგორ ფიქრობთ, მის გარეშე იქნებოდა? ის ხალხი მეუფე სტეფანეს არასწორად მოიხსენიებდა და თავიანთ ლიდერად პეტრეს მოიხსენიებდნენ. სამწუხაროდ, უკვე ესენი სექტას ემსგავსებიან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მარტვილისა და ჭყონდიდის მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდათ, რის საშუალებასაც შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა - შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე

რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემოტანის გასაკონტროლებლად? - თამარ გაბუნიას კომენტარი