სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორი: "ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიისადმი...  "მეოცნებეები“ სრულად არ ასრულებენ დაკვეთას"
რუსეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორი:  "ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიისადმი...  "მეოცნებეები“ სრულად არ ასრულებენ დაკვეთას"

რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რი სერ­გეი ნა­რიშ­კი­ნი სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ თეთრ სახ­ლში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კურ­სის გამო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

რო­გორც ნა­რიშ­კი­ნი აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად ამე­რი­კე­ლე­ბი გეგ­მა­ვენ სის­ტე­მუ­რად იმუ­შა­ონ ოპო­ზი­ცი­ის და­სახ­მა­რებ­ლად და ამავდრო­უ­ლად, ცდი­ლო­ბენ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­ე­ბის შერ­ყე­ვას.

„აშშ ჯერ კი­დევ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ი­დან და­ეჩ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ხე­ლით მარ­თვას, კარ­ნახს, თუ რო­გორ უნდა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რა ხაზი უნდა გა­ტარ­დეს ოპო­ზი­ცას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბოლო დროს, ვა­შინგტონ­ში იზ­რდე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ქმე­დე­ბე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც თავს არი­დებს ამე­რი­კის მო­თხოვ­ნე­ბის უპი­რო­ბო შეს­რუ­ლე­ბას. თეთრ სახ­ლში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ „მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი“ სრუ­ლად არ ას­რუ­ლე­ბენ დაკ­ვე­თას, უპი­რო­ბოდ მის­დი­ონ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ კურსს. სა­ქარ­თვე­ლო­ში წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად ამე­რი­კე­ლე­ბი გეგ­მა­ვენ სის­ტე­მუ­რად იმუ­შა­ონ ოპო­ზი­ცი­ის და­სახ­მა­რებ­ლად და ამავდრო­უ­ლად, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­ე­ბის შერ­ყე­ვას. ამე­რი­კა ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­საც გა­ნა­წყობს ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად. ვა­შინგტონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახ­ვედ­რე­ბენ, რომ თეთ­რი სახ­ლის მომ­დევ­ნო ხაზი თბი­ლის­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მზად­ყოფ­ნით, ზუს­ტად მის­დი­ოს ამე­რი­კის მი­თი­თე­ბებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თი გა­მოკ­ვე­თი­ლად ადას­ტუ­რებს, რომ ცალ­კე­უ­ლი ეროვ­ნუ­ლი ელი­ტე­ბის სწრაფ­ვა - მი­ი­ღონ ვა­შინგტო­ნის მფარ­ვე­ლო­ბა თა­ვი­სი მიმ­დი­ნა­რე ამო­ცა­ნე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად, მალე კარ­გავს დე ფაქ­ტო სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ა­ტა­როს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კა რო­გორც სა­გა­რეო არე­ნა­ზე, ასე­ვე ქვეყ­ნის შიგ­ნით“, - აცხა­დებს სერ­გეი ნა­რიშ­კი­ნი.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-----
14

ა ბატონო..

გიორგი
302

თუ ვინმეს ჭკუა აქვს ყველა მიხვდება რომ ეს კაცი სატოპკეს ნაცებს უგდებს და რუსეთი სულ ამას აკეთებს ბოლო პერიოდია, საბედნიეროდ ხალხი ამას ხვდება. რუსეთს აღარ გაუვა ის სცენარი რაც ოთხმოცდაათიანებში გაათამაშა, იმიტომ რომ ხალხმა გამოცდილება დააგროვა და ანალიზი ისწავლა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რუსეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორი: "ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიისადმი...  "მეოცნებეები“ სრულად არ ასრულებენ დაკვეთას"

რუსეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორი:  "ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიისადმი...  "მეოცნებეები“ სრულად არ ასრულებენ დაკვეთას"

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან „ქართული ოცნების“ კურსის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ნარიშკინი აცხადებს, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ სისტემურად იმუშაონ ოპოზიციის დასახმარებლად და ამავდროულად, ცდილობენ „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას.

„აშშ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან დაეჩვია საქართველოში მიმდინარე პროცესების ხელით მართვას, კარნახს, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ხელისუფლება და რა ხაზი უნდა გატარდეს ოპოზიცასთან დაკავშირებით. ბოლო დროს, ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებებისადმი, რომელიც თავს არიდებს ამერიკის მოთხოვნების უპირობო შესრულებას. თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან იმით, რომ „მეოცნებეები“ სრულად არ ასრულებენ დაკვეთას, უპირობოდ მისდიონ ევროატლანტიკურ კურსს. საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ სისტემურად იმუშაონ ოპოზიციის დასახმარებლად და ამავდროულად, „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას. ამერიკა ევროპელ პარტნიორებსაც განაწყობს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას ახვედრებენ, რომ თეთრი სახლის მომდევნო ხაზი თბილისთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნით, ზუსტად მისდიოს ამერიკის მითითებებს.

საქართველოს მაგალითი გამოკვეთილად ადასტურებს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების სწრაფვა - მიიღონ ვაშინგტონის მფარველობა თავისი მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად, მალე კარგავს დე ფაქტო სუვერენიტეტსა და შესაძლებლობას გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა როგორც საგარეო არენაზე, ასევე ქვეყნის შიგნით“, - აცხადებს სერგეი ნარიშკინი.

რომელ პარტიას მისცემდა ხალხი ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს - გამოკითხვის შედეგები

ვინ არის საქართველოში ყველაზე რეინტინგული ლიდერი და ვინ უფრო მოსწონთ გახარია თუ კალაძე - IRI-ის კვლევის შედეგები

უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ეთანხმება თუ არა ხალხი ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას - IRI-ს გამოკითხვის შედეგები