სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ჩანაწერები, რომელიც "ტვ პირველმა" გაავრცელა, მოდელირებულია და მოხდა ფაქტების დამახინჯება.
ინტერვიუ ჩუბინიძემ "ქრონიკას" მისცა, სადაც 2010-2011 წლები გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, იმ პერიოდში ხშირი იყო მუქარა ივანიშვილის ოჯახის წევრების, მათ შორის ბერა ივანიშვილის მიმართ.
ჩუბინიძე იხსენებს კონკრეტულ შემთხვევასაც, როდესაც იმ ახალგაზრდასთან მივიდა, ვინსგანაც მისი თქმით, ბერას მიმართ მუქარა მოდიოდა.
"ეს იყო 2010 წლის ბოლო, 2011 წლის დასაწყისი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს განცხადება გაკეთებული პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.
ამ დროს მე ვარ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში ბერას მიმართ გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და მეც ჩავერთე... გავაკეთე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი.
მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო პოზიტიურად და მედიატორის როლიც კი იკისრა ახალგაზრდებთან. იგივე მშობელმა გავიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს. ის ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში.
მშობელთან ერთად როდესაც მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა მარტო იყო სახლში და მისი მშობლები არ იყვნენ იმ დროს. ჩემი თხოვნით, საუბრის პროცესში ჩაერთნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო და მისი ნდობა მომეპოვებინა. ამან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ზემოთ აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში. ჩემს მიმართ კარგად განეწყო. მე მას ჩემთვის სასურველი კითხვები დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტობრივად ამით დასრულდა საუბარი“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
რომ არა ზებროვიჩი და მისი მაყუთი, ეს ყაიმაზა სერჟანტად მოკვდებოდა, დღეს კი, თუ არ ვცდბი ღენერალია მგონი ხომ??? ჩუბინიძეები საცხერე ჭიათურის რაიონებიდან არიან და რა გასაკვირია, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ.
„„ხიხო--ბიძო--ბიძგვინ დე ზვიგენიჩ-ზებროვიჩთან.? აი უკვე ხიხოს კლანია, აპპა რა ჩემი ყურებიანი უშანკა ქუდია სიმონ?!!
ანზორ ჩუბინიძე ცრუობს.ვკითხოთ ანზორ ჩუბინიძეს:ბერამ რა იცოდა 2010წელს,რომ 2017 წელს გამოუშვებდა კლიპს ტრი.ტრის,რომელსაც სთავაზობდა ირაკლი ღარიბაშვილს ჩაეწერა ტელეფონში? ის ახალგაზრდები,ამჩანაწერის შემდგომ რომლებსაც ეთერიდან ვუსმენდით,ახლო წარსულზე ლაპარაკობდა და არა 11 წლის წინანდელ ამბებზე. ანზორის პოზიცია გასაგებია როდესაც ხელისუფლება გიცავს,სიმართლე რატომ უნდა აღიარო? სამაგიეროდ სამშობლოს სიყვარულისთვის შეგიძლიათ გაასამართლოთ და ციხეში გაუშვათ მელია. მერე რა რომ პატარა შვილი ყავს რომელსაც მამა ენატრება. ერთმა ქართველმა კარგად თქვა საქართველოში ადამიანს დანაშაულის გამოაშკარავებისთვის სჯიანო. გავრილოვის და ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება გამოაშკარავა მელიამ. ფაქტი ერთი მეამბოხის დაკავებისა 8 თვეში,არის სახელმწიფო დანაშაული,რომელიც ისტორიას არ ახსოვს. ეხლა ბატონო ანზორ მელიას პატარა შვილი სრულწლოვანია და იმიტომ სჯიით? და 24 წლის ბიძინას შვილია არასრულწლოვანი?