მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც გავიგე, ღუმელი ესროლა მეუღლესო... სავარაუდოდ ნასვამი იყო" - რას ჰყვებიან გურჯაანში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე ადგილობრივები?
"როგორც გავიგე, ღუმელი ესროლა მეუღლესო... სავარაუდოდ ნასვამი იყო" - რას ჰყვებიან გურჯაანში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე ადგილობრივები?

გურ­ჯა­ან­ში მომ­ხდარ სა­ზა­რელ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახალ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბი­ან. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტი გვი­ან ღა­მით მოხ­და.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და­კა­ვე­ბუ­ლის მე­ზო­ბე­ლი ამ­ბობს, ჩხუ­ბის დროს მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვა­მი იყო.

"მე რო­გორც გა­ვი­გე, ღუ­მე­ლი ეს­რო­ლა მე­უღ­ლეს, რო­მელ­საც ბავ­შვი ეჭი­რაო. ჩამ­ქრა­ლი ღუ­მე­ლი აიღო, ცოლ­მა ვერ აან­თო ეტყო­ბა და ეს­რო­ლაო. ამ ბავ­შვს გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი. ბრალ­დე­ბულს პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან სამი შვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ეს მე­ო­რე მე­უღ­ლეა" - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

რო­გორც გურ­ჯა­ან­ში ამ­ბო­ბენ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ბრალ­დე­ბუ­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ჰყვე­ბა, რომ სამი თვის წინ მე­უღ­ლეს და შვი­ლებს სცე­მა და პო­ლი­ცი­ამ ის ერთი დღით და­ა­კა­ვა.

ცნო­ბის­თვის, გურ­ჯა­ან­ში მშობ­ლებს შო­რის ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას 8 თვის ჩვი­ლი ემსხვერ­პლა. ბავ­შვის ცხე­დარს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად რამ გა­მო­იწ­ვია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 36 წლის მა­მა­კა­ცი უკვე და­ა­კა­ვა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა 1996 წელს და­ბა­დე­ბულ მე­უღ­ლეს ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს ქალს ხელ­ში ჰყავ­და შვი­ლი - 2020 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი, რო­მელ­მაც გო­ნე­ბა და­კარ­გა და გარ­და­იც­ვა­ლა.

მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კკკ
2

აააა ნასვამი იყო ანუ გასამართლებელი საბუთია ხოო. ოკ

ნინო
37

რა უნდოდა პირველ ქმარს ამათ ოჯახში.ისედაც გადარეული ყოფილა ეს მეორე ქმარი და უფრო არ გადაირეოდა? სუფთა ბრაზილიური სერიალია საქართველოში ცხოვრება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"როგორც გავიგე, ღუმელი ესროლა მეუღლესო... სავარაუდოდ ნასვამი იყო" - რას ჰყვებიან გურჯაანში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე ადგილობრივები?

"როგორც გავიგე, ღუმელი ესროლა მეუღლესო... სავარაუდოდ ნასვამი იყო" - რას ჰყვებიან გურჯაანში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე ადგილობრივები?

გურჯაანში მომხდარ საზარელ შემთხვევასთან დაკავშირებით ადგილობრივები ახალ დეტალებს ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, ფაქტი გვიან ღამით მოხდა.

როგორც ჟურნალისტებთან დაკავებულის მეზობელი ამბობს, ჩხუბის დროს მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.

"მე როგორც გავიგე, ღუმელი ესროლა მეუღლეს, რომელსაც ბავშვი ეჭირაო. ჩამქრალი ღუმელი აიღო, ცოლმა ვერ აანთო ეტყობა და ესროლაო. ამ ბავშვს გულის პრობლემები ჰქონდა, ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. ბრალდებულს პირველ მეუღლესთან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ამჟამად მინდობით აღზრდაში იმყოფებიან. ეს მეორე მეუღლეა" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც გურჯაანში ამბობენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებული ოჯახში ძალადობისთვის დააკავეს. ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება, რომ სამი თვის წინ მეუღლეს და შვილებს სცემა და პოლიციამ ის ერთი დღით დააკავა.

ცნობისთვის, გურჯაანში მშობლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა. ბავშვის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება, რის შედეგადაც გახდება ცნობილი, კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული 36 წლის მამაკაცი უკვე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-მ 11 ნარკორეალიზატორი დააკავა - "ამოღებულია 45 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი" და ფული"

"ხელიდან რომ გამომგლიჯა, ეტყობა არტერიაში მოარტყა... ბავშვს ახალი ნაჭამი ჰქონდა" - რას ამბობს დედა, რომლის 8 თვის შვილიც ცოლ-ქმრის ჩხუბის დროს გარდაიცვალა

თელავში, დედ-მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა