ავტორი:

რა შემთხვევაში დადგება "კომენდანტის საათის" შემსუბუქების საკითხი - ამირან გამყრელიძის განმარტება

რა შემთხვევაში დადგება "კომენდანტის საათის" შემსუბუქების საკითხი - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება, „კომენდანტის საათის“ შემსუბუქების საკითხი დადგება.

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინზე განაცხადა, ამ საკითხზე საუბარი დღევანდელ სხდომაზეც იყო, თუმცა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

"დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო ამ საკითხეზეც. მოგეხსენებათ, ერთდროულად ამდენი შემსუბუქება სასურველი არაა. თითოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ 1-2 კვირა და შემდეგ მივიღოთ შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილება. ამიტომ, დღეს არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. თუ ეპიდსიტუაცია ამ ჩარჩოებში შევინარჩუნეთ, ეს საკითხიც დადგება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

"ეპიდკრიზისში შევდივართ, რომელიც არასწორი მართვის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყნისთვის დამანგრეველი იყოს" - ვახტანგ კალოიანი

ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 713 ტესტი და გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა - როგორია ეპიდემიის გავრცელება რეგიონების მიხედვით?

"ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი" - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს