პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ - სამარცხვინოა" - როგორ აფასებენ შარლ მიშელის მიერ მედიატორის დანიშვნის ფაქტს
"ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ - სამარცხვინოა" - როგორ აფასებენ შარლ მიშელის მიერ მედიატორის დანიშვნის ფაქტს

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, ჟო­ზეფ ბო­რელ­თან შე­თან­ხმე­ბით, კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის მე­დი­ა­ტო­რად და­ნიშ­ნა.

და­ნი­ელ­სო­ნი მე­დი­ა­ცი­ას გა­უ­წევს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის გა­ნახ­ლე­ბულ დი­ა­ლოგს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ამ მიზ­ნით ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩთან კარლ ჰარ­ცელ­თან მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლებს.

ექ­სპერტ თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძის თქმით, სა­მარ­ცხვი­ნოა ის ფაქ­ტი, რომ ვიდ­რე და­სავ­ლე­თი არ და­ად­გა თავ­ზე, ისე ვერ მი­ვიდ­ნენ სა­ლა­პა­რა­კოდ.

ექ­სპერ­ტის მო­საზ­რე­ბით, ახლა, ორი­ვე მხა­რე - ოპო­ზი­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, და­სავ­ლეთს თავი მო­ა­წო­ნოს და თავი უფრო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოს, ხოლო თუ ჩა­იშ­ლე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი „დაბ­რალ­დეს მო­წი­ნა­აღ­მდეგ ბა­ნაკს“. მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი აქამ­დე და­დის.

"აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის სკან­და­ლის შემ­დეგ ოპო­ზი­ცი­ის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლო პრო­ტეს­ტი, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან არ დაჯ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­სავ­ლეთ­ში ვის გა­მარ­ჯვე­ბად და ვის და­მარ­ცხე­ბად ჩა­ით­ვლე­ბა, მე მგო­ნი, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეს არის. ოპო­ზი­ცია ამ­ბობს, რომ „აი, არ დავ­ჯდე­ბი, რად­გან მარ­თა­ლი ვარ“, „ქარ­თუ­ლი ოცე­ნე­ბა“ ამ­ბობს, რომ „არ ჯდე­ბი­ან და არა­კონ­სტუქ­ცი­უ­ლე­ბი არი­ან“.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ამ დო­ნემ­დე და­დის ყვე­ლა­ფე­რი. შევ­ხე­დოთ, ახლა და­სავ­ლე­თი ვის მი­იჩ­ნევს უფრო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად. ასე ვთქვთ, ტრა­გი­კო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ. ქვე­ყა­ნა 30 წე­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და ვიდ­რე და­სავ­ლე­თი არ და­ად­გათ თავ­ზე, ისე ვერ მი­ვიდ­ნენ სა­ლა­პა­რა­კოდ. სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტია, მაგ­რამ რა ვქნათ, ასეა“, - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ ორი­ვე მხა­რეს ახლა, ერ­თდრო­უ­ლად დათ­მო­ბა მა­ინც მო­უ­წევთ.

"კი, წე­სით მო­უ­წევთ. ეჭვი მაქვს, როცა ჩა­მო­ვა შარლ მი­შე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი ორი­ვე მხა­რე კონ­სტრუქ­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბებს გა­ა­კე­თებს. ჩემი აზ­რით, ოპო­ზი­ცი­ას ახლა, საკ­მა­ოდ გა­უ­ჭირ­დე­ბა ბო­ი­კო­ტის გაგ­რძე­ლე­ბა და მო­ლა­პარ­კე­ბის ჩაშ­ლა ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ხით, ასე მგო­ნია. არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი და­სავ­ლე­თი და­არ­წმუ­ნო, რომ ჩა­ნა­წე­რებ­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რებს და ამი­ტო­მაც არ დავ­სხდე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თა­ნო“, - აცხა­დებს შა­რა­შე­ნი­ძე.

ექ­სპერ­ტი ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ეს არის მკა­ფიო გზავ­ნი­ლი იმის, რომ და­სავ­ლეთს სა­ქარ­თვე­ლო არ მი­უ­ტო­ვე­ბია. მი­სი­ვე თქმით, იმი­სათ­ვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის კონ­სენ­სუ­სი შედ­გეს, რა­ღა­ცე­ბი ორი­ვე მხა­რემ უნდა დათ­მოს.

"უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ და­სავ­ლეთს სა­ქარ­თვე­ლო არ მი­უ­ტო­ვე­ბია და ეს არის მკა­ფიო მე­სი­ჯი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ და­სავ­ლე­თის­თვის სუ­ლერ­თი არ არის რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს იმე­დის­მომ­ცე­მია იმ პერ­სპექ­ტი­ვით, რომ ქვე­ყა­ნა სა­ბო­ლო­ოდ არ მო­ექ­ცეს რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ. ქვეყ­ნის და­სუს­ტე­ბა სწო­რედ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის. რა თქმა უნდა, სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა იქ­ნე­ბა, დე­ბა­ტე­ბის გა­მარ­თვა თუ შემ­დგო­მი პრო­ცე­სე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ამ დიდი საქ­მის ნა­წი­ლი და ეს იმე­დით აღავ­სებს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ და­სავ­ლე­თის­თვის სუ­ლერ­თი არ არის, რა მოხ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ და­სავ­ლე­თი თა­ვის სი­ტყვას იტყვის, სა­ქარ­თვე­ლო არ გა­და­უხ­ვევს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზას, თუმ­ცა საბ­რძოლ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არის.

რა თქმა უნდა, ორი­ვე მხა­რემ უნდა დათ­მოს რა­ღა­ცე­ბი იმის­თვის, რომ კონ­სენ­სუ­სი შედ­გეს და იმის­თვის, რომ რა­ღაც შე­თან­ხმე­ბამ­დე მი­ვი­დეს სი­ტუ­ა­ცია. შე­თან­ხმე­ბა­ში ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში უნდა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბა, უნდა იყოს სა­ერ­თო ხედ­ვა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით - შე­თან­ხმე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 6-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა, მათ შო­რის, სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის თემა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის და ვნა­ხოთ, და­ვე­ლო­დოთ, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში, თენ­გიზ ფხა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­თვის და დიახ, ის მარ­თლაც არის ევ­რო­კავ­ში­რის ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის მხრი­დან პი­რად კონ­ტროლ­ზე აყ­ვა­ნი­ლი და არამ­ხო­ლოდ მის კონ­ტროლ­ზე, ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა ამას ყვე­ლა. კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი ეს არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კა­ლიბ­რის დიპ­ლო­მა­ტი, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­ყო­ფი და შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის აქ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის­თვის და ა.შ. და მისი მოვ­ლი­ნე­ბა კი­დევ ერ­თელ უს­ვამს ხაზს, თუ რა­ო­დენ დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ამ ყვე­ლა­ფერს. დღე­ვან­დე­ლი დე­ბა­ტე­ბიც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ერთ-ერთი და­დას­ტუ­რე­ბაა.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ მა­ინც და მა­ინც კარ­გად ვერ ვჩან­ვართ ამ დე­ბა­ტე­ბი­სათ­ვის იმი­ტომ, რომ დღეს მა­გი­და­ზე და­სა­დე­ბი, თა­ვის მო­სა­წო­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან ცოტა გვაქვს. კვი­რა­ზე მეტი გა­ვი­და შარლ მი­შე­ლის ვი­ზი­ტი­დან და წინ წა­წე­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით არ იგ­რძნო­ბა, ამი­ტომ მე ვფიქ­რობ, რომ კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი იმი­სათ­ვის, რომ კრი­ზი­სი გა­ნი­მუხ­ტოს ძა­ლი­ან მალე და ისი­ნი ყვე­ლა ღო­ნეს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს, სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ვი­დეს ამ ჩი­ხი­დან და ქვე­ყა­ნამ გა­ნაგ­რძოს წინსვლა.

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ დაგ­ვეხ­მა­რონ იმა­ში, რაც სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას და თუ ჩვენ ვჯი­უტ­დე­ბით, გა­მო­დის, რომ ქვე­ყა­ნა სა­ერ­თოდ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს. შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვას აქვს ძა­ლი­ან ძვი­რი ფასი და ამ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ფა­სიც საკ­მა­ოდ ძვი­რი იქ­ნე­ბა და ნამ­დვი­ლად არ მინ­და, რომ მოვ­ლე­ნე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანაია ნანა?
1

წინასწარმეტყველება: ოიი საოცრებავ! სურათზე ვხედავ თიანეთელს, ლენინის გამომეტყველებით.

მინოვიჩი
144

ექსპერტებო, სამარცხვინო კარგი ნათქვამია, მაგრამ პერსონებს შეხედეთ, მაგათთან ლაპარაკი შეიძლება? პარადოქს... ნულოვანი მხარდაჭერილ პარტიებს სად ელაპარაკებიან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ - სამარცხვინოა" - როგორ აფასებენ შარლ მიშელის მიერ მედიატორის დანიშვნის ფაქტს

"ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ - სამარცხვინოა" - როგორ აფასებენ შარლ მიშელის მიერ მედიატორის დანიშვნის ფაქტს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის თქმით, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ.

ექსპერტის მოსაზრებით, ახლა, ორივე მხარე - ოპოზიცია და ხელისუფლება ცდილობს, დასავლეთს თავი მოაწონოს და თავი უფრო კონსტრუქციულად წარმოაჩინოს, ხოლო თუ ჩაიშლება მოლაპარაკებები „დაბრალდეს მოწინააღმდეგ ბანაკს“. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ყველაფერი აქამდე დადის.

"აუდიო ჩანაწერების სკანდალის შემდეგ ოპოზიციის მიერ გამოთქმულო პროტესტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან არ დაჯდება მოლაპარაკებებზე, საბოლოო ჯამში, დასავლეთში ვის გამარჯვებად და ვის დამარცხებად ჩაითვლება, მე მგონი, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ოპოზიცია ამბობს, რომ „აი, არ დავჯდები, რადგან მართალი ვარ“, „ქართული ოცენება“ ამბობს, რომ „არ ჯდებიან და არაკონსტუქციულები არიან“.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დონემდე დადის ყველაფერი. შევხედოთ, ახლა დასავლეთი ვის მიიჩნევს უფრო კონსტრუქციულად. ასე ვთქვთ, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ. ქვეყანა 30 წელია დამოუკიდებელია და ვიდრე დასავლეთი არ დაადგათ თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ. სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ რა ვქნათ, ასეა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ და აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ახლა, ერთდროულად დათმობა მაინც მოუწევთ.

"კი, წესით მოუწევთ. ეჭვი მაქვს, როცა ჩამოვა შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ორივე მხარე კონსტრუქციულ განცხადებებს გააკეთებს. ჩემი აზრით, ოპოზიციას ახლა, საკმაოდ გაუჭირდება ბოიკოტის გაგრძელება და მოლაპარკების ჩაშლა ჩანაწერების სახით, ასე მგონია. არ იქნება მარტივი დასავლეთი დაარწმუნო, რომ ჩანაწერებში ღარიბაშვილი ფიგურირებს და ამიტომაც არ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთანო“, - აცხადებს შარაშენიძე.

ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს არის მკაფიო გზავნილი იმის, რომ დასავლეთს საქართველო არ მიუტოვებია. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი შედგეს, რაღაცები ორივე მხარემ უნდა დათმოს.

"უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთს საქართველო არ მიუტოვებია და ეს არის მკაფიო მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთისთვის სულერთი არ არის როგორ განვითარდება პროცესები საქართველოში. ეს იმედისმომცემია იმ პერსპექტივით, რომ ქვეყანა საბოლოოდ არ მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ. ქვეყნის დასუსტება სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის. რა თქმა უნდა, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იქნება, დებატების გამართვა თუ შემდგომი პროცესები, ეს ყველაფერი არის ამ დიდი საქმის ნაწილი და ეს იმედით აღავსებს ქართულ საზოგადოებას, რომ დასავლეთისთვის სულერთი არ არის, რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი თავის სიტყვას იტყვის, საქართველო არ გადაუხვევს დემოკრატიული განვითარების გზას, თუმცა საბრძოლველი ნამდვილად არის.

რა თქმა უნდა, ორივე მხარემ უნდა დათმოს რაღაცები იმისთვის, რომ კონსენსუსი შედგეს და იმისთვის, რომ რაღაც შეთანხმებამდე მივიდეს სიტუაცია. შეთანხმებაში ყველა ვარიანტში უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, უნდა იყოს საერთო ხედვა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - შეთანხმებაში მნიშვნელოვანია 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და ვნახოთ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობის საკითხებში, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად კიდევ უფრო გააქტიურდებიან.

"საქართველოს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისთვის და დიახ, ის მართლაც არის ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხრიდან პირად კონტროლზე აყვანილი და არამხოლოდ მის კონტროლზე, ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება ამას ყველა. კრისტიან დანიელსონი ეს არის ძალიან მაღალი კალიბრის დიპლომატი, რომელიც არაერთხელ არის საქართველოში ნამყოფი და შესანიშნავად იცის აქ არსებული სიტუაცია. ადამიანია, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციისათვის, ვიზალიბერალიზაციისთვის და ა.შ. და მისი მოვლინება კიდევ ერთელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა ამ ყველაფერს. დღევანდელი დებატებიც ევროპარლამენტში ერთ-ერთი დადასტურებაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ მაინც და მაინც კარგად ვერ ვჩანვართ ამ დებატებისათვის იმიტომ, რომ დღეს მაგიდაზე დასადები, თავის მოსაწონებელი ძალიან ცოტა გვაქვს. კვირაზე მეტი გავიდა შარლ მიშელის ვიზიტიდან და წინ წაწევა ჯერჯერობით არ იგრძნობა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდებიან ჩვენი პარტნიორები იმისათვის, რომ კრიზისი განიმუხტოს ძალიან მალე და ისინი ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს, საქართველო გამოვიდეს ამ ჩიხიდან და ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა.

ეს ადამიანები გვეუბნებიან და ცდილობენ დაგვეხმარონ იმაში, რაც სჭირდება ქვეყანას და თუ ჩვენ ვჯიუტდებით, გამოდის, რომ ქვეყანა საერთოდ არ გვაინტერესებს. შეთანხმების დარღვევას აქვს ძალიან ძვირი ფასი და ამ შემთხვევაში პოლიტიკური ფასიც საკმაოდ ძვირი იქნება და ნამდვილად არ მინდა, რომ მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდეს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.