მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ სუნთქვის შეკავება 30 წმ მაინც შეგიძლიათ, დიდია იმის ალბათობა, რომ ფილტვები დაზიანებული არაა – ყარამან ფაღავა კოვიდ19-ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე
თუ სუნთქვის შეკავება 30 წმ მაინც შეგიძლიათ, დიდია იმის ალბათობა, რომ ფილტვები დაზიანებული არაა – ყარამან ფაღავა კოვიდ19-ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე

კო­ვიდ19-ის გა­მო­ჩე­ნის სა­წყის ეტაპ­ზე ფიქ­რობ­დნენ, რომ ბავ­შვებ­ში ვირუ­სი ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა და არც გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან. თუმ­ცა უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა არა­ერ­თმა კვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ კო­ვიდ 19 ისე­ვე მოქ­მე­დებს ბავ­შვებ­ში, რო­გორც უფ­რო­სებ­ში და ხში­რად საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებ­საც იწ­ვევს.

მა­გა­ლი­თად, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის დი­რექ­ტო­რი და ამ სა­კი­თხზე ერთ-ერთი უახ­ლე­სი კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ექი­მი ალე­სიო ფა­სა­ნო ამ­ბობს, რომ უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით ბავ­შვე­ბი კო­ვიდ-19-ის ვირუსს ავ­რცე­ლე­ბენ მა­ში­ნაც კი, როცა თვი­თონ არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ.

კო­ვიდ 19-ით ბავ­შვთა ავა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც საკ­მა­ოდ ხში­რია. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა მე­დი­ცი­ნის დარ­გში, პე­დი­ატ­რი ყა­რა­მან ფა­ღა­ვა აღ­ნიშ­ნავს, რომ მას­თან ხში­რად მიჰ­ყავთ თვე­ე­ბის ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი და აღე­ნიშ­ნე­ბათ სი­სუს­ტე, იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა. კო­ვიდ 19–ზე ბავ­შვებ­ში და მის შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბებ­ზე, ასე­ვე მკურ­ნა­ლო­ბის გზებ­ზე თა­ვად ყა­რა­მან ფა­ღა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბავ­შვებ­ში რო­გორ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა კო­ვიდ 19?

- ამ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის მთა­ვა­რი უც­ნა­უ­რო­ბა ის არის, რომ რთუ­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რო­გორ და რა ფორ­მით იჩენს თავს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მარ­ტი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ასე­ვე, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გარ­თუ­ლე­ბის რის­კი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში მე­ტია, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ გვაქვს მცი­რე ასაკ­ში გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. ვირუ­სი პირ­ველ რიგ­ში აზი­ა­ნებს სა­სუნ­თქ სის­ტე­მას, შემ­დეგ კი – სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს. ასე­ვე ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლოა სის­ხლის შე­დე­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ხში­რად ვი­თარ­დე­ბა თრომ­ბე­ბი.

გე­მო­სა და სუ­ნის შეგ­რძნე­ბის და­კარ­გვა ისე­ვე ხდე­ბა ბავ­შვებ­ში, რო­გორც უფ­რო­სებ­ში. ცოტა ხნის წინ კი ეს­პა­ნე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­წყის ეტაპ­ზე კო­ვიდ19–ის სიმპტო­მია ქა­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა ცხვირ­ში, რაც, ზო­გა­დად, ალერ­გი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია.

შე­იძ­ლე­ბა ეს სა­სარ­გებ­ლოც იყოს, რომ დრო­ზე მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა და სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

- რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბაა სა­ჭი­რო ბავ­შვებ­ში კო­ვიდ 19-ის დროს?

- ვირუ­სის სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. ხდე­ბა იმ სიმპტო­მე­ბის და გარ­თუ­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მელ­საც კო­ვიდ 19 იწ­ვევს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ა­სა და თრომ­ბებს.

ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ვე­ი­თებს იმუ­ნი­ტეტს. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ კო­ვიდ 19-ს, არა­მედ ჩე­უ­ლებ­რივ გრიპ­საც. იმუ­ნი­ტე­ტის და­სუს­ტე­ბის დროს კი ხში­რია ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის თან­დარ­თვა. და­სა­წყის­ში გვქონ­და ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, შემ­დეგ ამას შე­იძ­ლე­ბა და­ე­მა­ტოს მე­ო­რა­დი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია.

ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ზუს­ტად გა­ნი­სა­ზღვროს ინ­ფექ­ცი­ის ტიპი და შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­ნიშ­ნოს მკურ­ნა­ლო­ბა. კო­ვიდ 19-ს, რო­მე­ლიც ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა, ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი თე­რა­პია არ სჭირ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მკურ­ნა­ლო­ბა­ში, ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ან სხვა ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი არაა. მაგ­რამ თუ მი­ნი­მა­ლუ­რი ეჭვი მა­ინც გვაქვს ბაქ­ტე­რი­ულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე, დრო­უ­ლად და აქ­ტი­უ­რად უნდა და­ვი­წყოთ სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა, რად­გან ორ­გა­ნიზ­მი ისე­დაც და­სუს­ტე­ბუ­ლია.

ამ დროს მკურ­ნა­ლო­ბის სამი გზა არ­სე­ბობს: სულ­ფა­მი­დე­ბი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით სუს­ტია და მრა­ვა­ლი გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბა აქვს, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, რო­მე­ლიც ძლი­ე­რია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა აქვს და ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გო­თე­რა­პია, რო­მელ­საც მე უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ფარ­თოდ ვი­ყე­ნებ.

- კო­ვიდ 19-ზე დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის დროს რა არის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი?

- ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი მხო­ლოდ ამ დროს არ გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ის ყო­ველ­თვის გვაქვს და ესე­ნია: დის­ბაქ­ტე­რი­ო­ზი, ალერ­გია, ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. რიგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ძვლის ტვი­ნის დეპ­რე­სია, და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ან­ტი­ბი­ო­ტი­კის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა იწ­ვევს რე­ზის­ტენ­ტო­ბას, ანუ ის ვე­ღარ კლავს ბაქ­ტე­რი­ებს ორ­გა­ნიზ­მში, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გიც კი მოგ­ვი­ტა­ნოს. სწო­რედ ამ მი­ზე­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გო­თე­რა­პი­აა, რო­მელ­საც ნუ­ლო­ვა­ნი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს.

- რო­გო­რია ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის მოქ­მე­დე­ბის პრინ­ცი­პი და რით გან­სხვავ­დე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კის­გან?

- ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გებს გა­მო­ყე­ნე­ბის 100 წლი­ა­ნი ტრა­დი­ცია აქვს. სა­წყის ეტაპ­ზე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­მო­ი­გო­ნეს ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, რო­მელ­მაც ფა­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მეტ–ნაკ­ლე­ბად შე­უ­შა­ლა ხელი. უკა­ნას­კნელ წლებ­ში კი უკვე მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, თუ რამ­დე­ნად სა­რის­კოა ან­ტი­ბი­ო­ტი­კის გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და კვლავ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მხრივ დიდი ტრა­დი­ცია გვაქვს და უცხო­ე­ლი ექი­მე­ბი ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ რჩე­ვის­თვის.

ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის მოქ­მე­დე­ბის პრინ­ციპს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ის ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რია. მოქ­მე­დებს მხო­ლოდ მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებ­ზე. მთელ ორ­გა­ნიზ­მში მოძ­რა­ობს, ეძებს მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ას და "ჭამს" მას. რო­დე­საც დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ორ­გა­ნიზ­მში ბაქ­ტე­რია აღა­რაა, თვი­თონ­ვე გა­მო­დის.

რო­დე­საც მკურ­ნა­ლო­ბა საჩ­ქა­როდ უნდა და­ვი­წყოთ, ვნიშ­ნავთ ფა­გე­ბის კოქ­ტე­ი­ლებს, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი პა­თო­გე­ნუ­რი, და­ა­ვა­დე­ბის ბაქ­ტე­რი­ე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას ანად­გუ­რებს და საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, რო­დე­საც ვნიშ­ნავთ ფარ­თო სპექტრის ან­ტი­ბი­ო­ტიკს, იგი მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­ა­ზე, წი­ნას­წარ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ არა­ერ­თი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დე­სა. ფარ­თო სპექტრის ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ანად­გუ­რებს არა მხო­ლოდ მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ას, არა­მედ ის ებ­რძვის სა­სარ­გებ­ლო, ე.წ. "მე­გო­ბარ" ბაქ­ტე­რი­ა­საც. სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა კი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. ფა­გე­ბის კოქ­ტე­ი­ლის და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში კი, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ფა­გე­ბი მხო­ლოდ მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებს ანად­გუ­რე­ბენ. სწო­რედ ეს არის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, რომ ნუ­ლო­ვა­ნი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბით ვი­ღებთ ეფექ­ტურ შე­დეგს.

მძი­მე ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს კი მათი (ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სა და ფა­გე­ბის) ერ­თდრო­უ­ლად და­ნიშ­ვნაც მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა.

- რო­გორ შეგ­ვიძ­ლია და­ვიც­ვათ თავი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის ბაქ­ტე­რი­უ­ლით გარ­თუ­ლე­ბის­გან?

- კო­ვიდ 19-ის დროს ბაქ­ტე­რი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად შეგ­ვიძ­ლია მივ­მარ­თოთ ფა­გე­ბით საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო მკურ­ნა­ლო­ბას. რად­გან ბა­ტ­ქე­რი­ო­ფა­გებ­ზე უკუჩ­ვე­ნე­ბა არ გვაქვს, ექიმს მი­ნი­მა­ლუ­რი ეჭ­ვის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე შე­უძ­ლია მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა. თუმ­ცა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის გა­მო­რი­ცხუ­ლია ან­ტი­ბი­ო­ტი­კით მკურ­ნა­ლო­ბა. ფაგი კი იმი­თაა კარ­გი, რომ შე­იძ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, ისე პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის.

რომ შე­ა­მოწ­მოთ, ჩარ­თუ­ლია თუ არა ფილ­ტვე­ბი და­ა­ვა­დე­ბა­ში, შე­ი­მოწ­მეთ სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბის უნა­რი. 30 წამი მა­ინც თუ შე­გიძ­ლი­ათ სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ბევ­რი სიმპტო­მი გქონ­დეთ, მაგ­რამ ფილ­ტვე­ბი ჩარ­თუ­ლი არაა. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რომ სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბის დრო არ უნდა მცირ­დე­ბო­დეს. ბავ­შვებ­ში 4 წლი­დან შე­გიძ­ლი­ათ ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ზო­გა­დად, ვირუ­სუ­ლი თუ ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფეც­ქი­ე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის სა­უ­კე­თე­სო გზა არის ორ­გა­ნიზ­მის გა­კა­ჟე­ბა. გა­კა­ჟე­ბის­თვის კი ცივი შხა­პის ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ღე­ბა იდე­ა­ლუ­რია. არ შე­გე­შინ­დეთ გა­ცი­ე­ბის და ეს წესი და­ი­წყეთ ბავ­შვო­ბი­დან­ვე, შე­აჩ­ვი­ეთ პა­ტა­რე­ბი ცივი შხა­პის მი­ღე­ბას.

ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი, სწო­რი კვე­ბა, კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტი, გა­კა­ჟე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მი და დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა – სწო­რედ ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა და­გი­ცავთ არა მხო­ლოდ ბაქ­ტე­რი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის­გან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

თუ სუნთქვის შეკავება 30 წმ მაინც შეგიძლიათ, დიდია იმის ალბათობა, რომ ფილტვები დაზიანებული არაა – ყარამან ფაღავა კოვიდ19-ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე

თუ სუნთქვის შეკავება 30 წმ მაინც შეგიძლიათ, დიდია იმის ალბათობა, რომ ფილტვები დაზიანებული არაა – ყარამან ფაღავა კოვიდ19-ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე

კოვიდ19-ის გამოჩენის საწყის ეტაპზე ფიქრობდნენ, რომ ბავშვებში ვირუსი ნაკლებად გვხვდება და არც გადამტანები არიან. თუმცა უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ კოვიდ 19 ისევე მოქმედებს ბავშვებში, როგორც უფროსებში და ხშირად საკმაოდ სერიოზულ გართულებებსაც იწვევს.

მაგალითად, მასაჩუსეტსის ცენტრალურ საავადმყოფოში იმუნოლოგიური და ბიოლოგიური კვლევების დირექტორი და ამ საკითხზე ერთ-ერთი უახლესი კვლევის ხელმძღვანელი, ექიმი ალესიო ფასანო ამბობს, რომ უახლესი კვლევების მიხედვით ბავშვები კოვიდ-19-ის ვირუსს ავრცელებენ მაშინაც კი, როცა თვითონ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

კოვიდ 19-ით ბავშვთა ავადობა საქართველოშიც საკმაოდ ხშირია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დარგში, პედიატრი ყარამან ფაღავა აღნიშნავს, რომ მასთან ხშირად მიჰყავთ თვეების ბავშვები, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი და აღენიშნებათ სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება. კოვიდ 19–ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე, ასევე მკურნალობის გზებზე თავად ყარამან ფაღავა გვესაუბრება.

- ბავშვებში როგორ გამოიხატება კოვიდ 19?

- ამ ვირუსული ინფექციის მთავარი უცნაურობა ის არის, რომ რთულია პროგნოზირება, თუ როგორ და რა ფორმით იჩენს თავს. არის შემთხვევები, როდესაც მარტივად მიმდინარეობს და ასევე, არის შემთხვევები, როდესაც რთულად მიმდინარეობს. გართულების რისკი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში მეტია, თუმცა სამწუხაროდ გვაქვს მცირე ასაკში გართულების შემთხვევებიც. ვირუსი პირველ რიგში აზიანებს სასუნთქ სისტემას, შემდეგ კი – სხვადასხვა ორგანოს. ასევე ძალიან საფრთხილოა სისხლის შედედების თვალსაზრისით, ხშირად ვითარდება თრომბები.

გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვა ისევე ხდება ბავშვებში, როგორც უფროსებში. ცოტა ხნის წინ კი ესპანელებმა აღმოაჩინეს, რომ საწყის ეტაპზე კოვიდ19–ის სიმპტომია ქავილის შეგრძნება ცხვირში, რაც, ზოგადად, ალერგიისთვის დამახასიათებელი ნიშანია.

შეიძლება ეს სასარგებლოც იყოს, რომ დროზე მივაქციოთ ყურადღება და საჭირო ღონისძიებები განხორციელდეს.

- რა სახის მკურნალობაა საჭირო ბავშვებში კოვიდ 19-ის დროს?

- ვირუსის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ხდება იმ სიმპტომების და გართულებების მკურნალობა, რომელსაც კოვიდ 19 იწვევს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სასუნთქი გზების ინფექციასა და თრომბებს.

ვირუსული ინფექცია განსაკუთრებით აქვეითებს იმუნიტეტს. ეს ეხება არა მხოლოდ კოვიდ 19-ს, არამედ ჩეულებრივ გრიპსაც. იმუნიტეტის დასუსტების დროს კი ხშირია ბაქტერიული ინფექციების თანდართვა. დასაწყისში გვქონდა ვირუსული დაავადება, შემდეგ ამას შეიძლება დაემატოს მეორადი ბაქტერიული ინფექცია.

ამ დროს აუცილებელია, რომ ზუსტად განისაზღვროს ინფექციის ტიპი და შესაბამისად, დაინიშნოს მკურნალობა. კოვიდ 19-ს, რომელიც ვირუსული ინფექციაა, ანტიბაქტერიული თერაპია არ სჭირდება და შესაბამისად, მკურნალობაში, ანტიბიოტიკი ან სხვა ანტიბაქტერიული საშუალება ნაჩვენები არაა. მაგრამ თუ მინიმალური ეჭვი მაინც გვაქვს ბაქტერიულ ინფექციაზე, დროულად და აქტიურად უნდა დავიწყოთ სათანადო მკურნალობა, რადგან ორგანიზმი ისედაც დასუსტებულია.

ამ დროს მკურნალობის სამი გზა არსებობს: სულფამიდები, რომელიც შედარებით სუსტია და მრავალი გვერდითი მოქმედება აქვს, ანტიბიოტიკები, რომელიც ძლიერია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს და ბაქტერიოფაგოთერაპია, რომელსაც მე უმეტეს შემთხვევაში ფართოდ ვიყენებ.

- კოვიდ 19-ზე დართული ბაქტერიული გართულების დროს რა არის ანტიბიოტიკებით მკურნალობის გვერდითი მოვლენები?

- ანტიბიოტიკების გვერდითი მოვლენები მხოლოდ ამ დროს არ გამოვლინდება. ის ყოველთვის გვაქვს და ესენია: დისბაქტერიოზი, ალერგია, შინაგანი ორგანოების დაზიანება. რიგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ძვლის ტვინის დეპრესია, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანტიბიოტიკის ხშირი გამოყენება იწვევს რეზისტენტობას, ანუ ის ვეღარ კლავს ბაქტერიებს ორგანიზმში, რამაც გარკვეული ინფექციების დროს შეიძლება ფატალური შედეგიც კი მოგვიტანოს. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები ბაქტერიოფაგოთერაპიაა, რომელსაც ნულოვანი გვერდითი მოვლენები აქვს.

- როგორია ბაქტერიოფაგის მოქმედების პრინციპი და რით განსხვავდება ანტიბიოტიკისგან?

- ბაქტერიოფაგებს გამოყენების 100 წლიანი ტრადიცია აქვს. საწყის ეტაპზე ძალიან პოპულარული იყო, თუმცა მალევე გამოიგონეს ანტიბიოტიკი, რომელმაც ფაგების განვითარებას მეტ–ნაკლებად შეუშალა ხელი. უკანასკნელ წლებში კი უკვე მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, თუ რამდენად სარისკოა ანტიბიოტიკის გვერდითი მოვლენები და კვლავ ბაქტერიოფაგებით დაინტერესდნენ. საქართველოში ამ მხრივ დიდი ტრადიცია გვაქვს და უცხოელი ექიმები ხშირად მოგვმართავენ რჩევისთვის.

ბაქტერიოფაგის მოქმედების პრინციპს რომ დავუბრუნდეთ, ის ძალიან სპეციფიკურია. მოქმედებს მხოლოდ მავნე ბაქტერიებზე. მთელ ორგანიზმში მოძრაობს, ეძებს მავნე ბაქტერიას და "ჭამს" მას. როდესაც დარწმუნდება, რომ ორგანიზმში ბაქტერია აღარაა, თვითონვე გამოდის.

როდესაც მკურნალობა საჩქაროდ უნდა დავიწყოთ, ვნიშნავთ ფაგების კოქტეილებს, რომელიც არსებული პათოგენური, დაავადების ბაქტერიების დიდ უმრავლესობას ანადგურებს და საკმაოდ ეფექტურია. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ვნიშნავთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, იგი მოქმედებს სხვადასხვა ბაქტერიაზე, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ არაერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება განვითარდესა. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ანადგურებს არა მხოლოდ მავნე ბაქტერიას, არამედ ის ებრძვის სასარგებლო, ე.წ. "მეგობარ" ბაქტერიასაც. სასარგებლო ბაქტერიების განადგურება კი ორგანიზმისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. ფაგების კოქტეილის დანიშვნის შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფაგები მხოლოდ მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ. სწორედ ეს არის ბაქტერიოფაგის მთავარი უპირატესობა, რომ ნულოვანი გვერდითი მოვლენებით ვიღებთ ეფექტურ შედეგს.

მძიმე ბაქტერიული ინფექციების დროს კი მათი (ანტიბიოტიკებისა და ფაგების) ერთდროულად დანიშვნაც მიღებული პრაქტიკაა.

- როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციის ბაქტერიულით გართულებისგან?

- კოვიდ 19-ის დროს ბაქტერიული გართულებისგან თავის დასაცავად შეგვიძლია მივმართოთ ფაგებით საპროფილაქტიკო მკურნალობას. რადგან ბატქერიოფაგებზე უკუჩვენება არ გვაქვს, ექიმს მინიმალური ეჭვის გაჩენისთანავე შეუძლია მკურნალობის დაწყება. თუმცა პროფილაქტიკისთვის გამორიცხულია ანტიბიოტიკით მკურნალობა. ფაგი კი იმითაა კარგი, რომ შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ როგორც მკურნალობისთვის, ისე პროფილაქტიკისთვის.

რომ შეამოწმოთ, ჩართულია თუ არა ფილტვები დაავადებაში, შეიმოწმეთ სუნთქვის შეკავების უნარი. 30 წამი მაინც თუ შეგიძლიათ სუნთქვის შეკავება, შეიძლება მწვავე რესპირატორული დაავადების ბევრი სიმპტომი გქონდეთ, მაგრამ ფილტვები ჩართული არაა. ყურადღება მიაქციეთ, რომ სუნთქვის შეკავების დრო არ უნდა მცირდებოდეს. ბავშვებში 4 წლიდან შეგიძლიათ ამ მეთოდის გამოყენება.

ზოგადად, ვირუსული თუ ბაქტერიული ინფეცქიებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა არის ორგანიზმის გაკაჟება. გაკაჟებისთვის კი ცივი შხაპის ყოველდღიური მიღება იდეალურია. არ შეგეშინდეთ გაციების და ეს წესი დაიწყეთ ბავშვობიდანვე, შეაჩვიეთ პატარები ცივი შხაპის მიღებას.

ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, კარგი იმუნიტეტი, გაკაჟებული ორგანიზმი და დროული და ეფექტური სამედიცინო ჩარევა – სწორედ ამ კრიტერიუმების ერთობლიობა დაგიცავთ არა მხოლოდ ბაქტერიული გართულებებისგან, არამედ ნებისმიერი დაავადებისგან.

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ