ავტორი:

ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელსაც შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის აგზავნის

ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელსაც შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის აგზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

"უახლოეს დღეებში ბ-ნი დანიელსონი საქართველოში გაემგზავრება, რათა ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩართოს პროცესში.

პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ სრულყოფილად კონსტრუქციული სულისკვეთებით შესრულდეს დიალოგი ორმხრივი შედეგების მისაღწევად, სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმაზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რათა შეძლოს ქვეყანამ წარმატებით სვლა მის პროევროპულ გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

კრისტიან დანიელსონი მუდმივი წარმომადგენელი იყო შვედეთში, ვიდრე ის ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილე გახდებოდა 2011 წელს. 2013 წელს იგი გენერალური დირექტორი გახდა გაფართოების საკითხებში და 2015 წელს გენერალურ დირექტორად დაინიშნა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებებში. ის ამჟამად შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია.

"დიდი შანსია პროკურატურაში ბერა ივანიშვილი დაიბარონ, დაახვედრონ ტორტი, ხინკალი, ყავა, ვისკი, კონიაკი - დაკითხვის გარდა, ყველაფერს მოუწყობენ" - ელისაშვილი

რუსეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორი: "ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიისადმი...  "მეოცნებეები“ სრულად არ ასრულებენ დაკვეთას"

ევროპარლამენტარები - საქართველოში დროა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის