პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო... სოცქსელებით ფსევდო-დოკუმენტური ფილმი ვრცელდება..." - მირცხულავას 7 განმარტება ფილმში ასახულ "ტყუილებზე"
"ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო... სოცქსელებით ფსევდო-დოკუმენტური ფილმი ვრცელდება..." - მირცხულავას 7 განმარტება ფილმში ასახულ "ტყუილებზე"

ჰე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლამ არ­ნა­ხუ­ლი მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხალ­ხმა მი­ი­ღოს ობი­ექ­ტუ­რი და არა სიც­რუ­ე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, - ამის შე­სა­ხებ ენერ­გე­ტი­კოს­მა და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვა აღ­ნიშ­ნავს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით გავ­რცელ­და ფსევ­დო-დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მელ­შიც არას­წო­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებ­ში კაშხლებ­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ე­ბი.

„ფილ­მი არა­ინ­ფორ­მი­რე­ბულ აუ­დი­ტო­რი­ა­ზეა გათ­ვლი­ლი და მიზ­ნად ისა­ხავს მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ზო­გა­დად ჰე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მათ შო­რის, „ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­წყო­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას. ზო­გა­დად ჰე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლამ არ­ნა­ხუ­ლი მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში და მი­მაჩ­ნია მსმე­ნელ­მა და მა­ყუ­რე­ბელ­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ი­ღოს ობი­ექ­ტუ­რი და არა სიც­რუ­ე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

მე ნამ­დვი­ლად მჯე­რა, რომ ჰე­სე­ბი ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი ენერ­გე­ტი­კის სა­ფუძ­ვე­ლია. ისეც ვიცი კარ­გად, რომ თუ ჩვენ ჰიდ­რო­რე­სურს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ავით­ვი­სებთ ნამ­დვი­ლად არ გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი ვიქ­ნე­ბით, ტექ­ნი­კუ­რად სრუ­ლად ავით­ვი­სოთ, ჩვე­ნი სხვა გა­ნახ­ლე­ბა­დი რე­სურ­სი ქარი და მზე.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მსგავ­სი ფილ­მი არ არის ერ­თა­დერ­თი „არ­გუ­მენ­ტი", რო­მე­ლიც „ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის“ პრო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ვრცელ­დე­ბა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­ვიჩ­ნიე, გან­მარ­ტე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ზე, რა­ზეც ფილმშია სა­უ­ბა­რი.

კი­დევ ერთხელ ცალ­სა­ხად ვამ­ბობთ, რომ გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი კაშ­ხა­ლი სტა­ტის­ტი­კით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო კონ­სტრუქ­ცი­აა მსოფ­ლი­ო­ში ამ ტი­პის ნა­გე­ბო­ბებს შო­რის.

1963 წლი­დან ცნო­ბი­ლი „ვა­ი­ონ­ტის" ავა­რი­ის შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა 100 მეტრზე მა­ღა­ლი ბე­ტო­ნის კაშხლის ნგრე­ვის არც ერთი შემ­თხვე­ვა. ფსევ­დო დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ნახ­სე­ნე­ბი გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი კაშხლე­ბი არ არის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი, არა­მედ გრუნ­ტის მა­სა­ლის(მი­წის) კაშხლე­ბია, ან თუ გრა­ვი­ტა­ცი­ულ კაშ­ხალ­ზე სა­უ­ბა­რი იქ არ მომ­ხდა­რა კაშხლის ნგრე­ვა და ავა­რია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სხვა გა­რე­მო­ე­ბებ­თან, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც შე­უძ­ლი­ათ და ამის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი მა­სა­ლაა“, - აღ­ნიშ­ნავს მირ­ცხუ­ლა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, მა­ღა­ლი კაშხლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კაშხლებ­ზე ავა­რი­ე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში სულ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი კაშხლე­ბის დან­გრე­ვის 59 შემ­თხვე­ვა.

„გან­მარ­ტე­ბა ტყუ­ილ­ზე N1 - ჩი­ნეთ­ში სამი ხე­ო­ბის კაშ­ხა­ლი არ დან­გრე­უ­ლა და ის დღემ­დე გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს;

გან­მარ­ტე­ბა ტყუ­ილ­ზე N2 - რუ­სეთ­ში მდი­ნა­რე ენი­სე­ი­ზე მდე­ბა­რე სა­ი­ა­ნო-შუ­შო­ენ­სკო­ეს ავა­რია კაშხლის ნგრე­ვამ არ გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჰე­სის მე­ო­რე აგ­რე­გა­ტი მას შემ­დეგ და­ი­შა­ლა, რაც ტურ­ბი­ნას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ხუფი მოძ­ვრა. აგ­რე­გა­ტის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის გამო სა­მან­ქა­ნო დარ­ბა­ზი წყლით გა­ივ­სო. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ღო­ვან-გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი კაშ­ხა­ლი დღე­საც აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

გან­მარ­ტე­ბა ტყუ­ილ­ზე N3 - ლა­ოს­ში დან­გრე­უ­ლი კაშ­ხა­ლი არის გრუნ­ტის და არა გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი და ეს დიდი სხვა­ო­ბაა.

გან­მარ­ტე­ბა ტყუ­ილ­ზე N4 - კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდი­ნა­რე ორო­ვილ­ზე მდე­ბა­რე კაშ­ხა­ლიც არის გრუნ­ტის კაშ­ხა­ლი და არა გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი. გან­მარ­ტე­ბა ტყუ­ილ­ზე N5 - ცნო­ბი­სათ­ვის იტა­ლი­ა­ში მდე­ბა­რე ვა­ი­ონ­ტის კაშ­ხა­ლი არის თა­ღო­ვა­ნი და არა გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი.

გან­მარ­ტე­ბა ტყუ­ილ­ზე N6 - კაშ­ხა­ლი კო­ლუმ­ბი­ა­ში ასე­ვე არის გრუნ­ტის კაშ­ხა­ლი და არა გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი.

გან­მარ­ტე­ბა ტყუ­ილ­ზე N7 - პუ­ერ­ტო რი­კო­ში გუ­ა­ჯა­ტა­კას კაშ­ხა­ლიც არა გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი, არა­მედ გრუნ­ტის კაშ­ხა­ლია.

მა­ღა­ლი კაშხლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ კაშხლებ­ზე ავა­რი­ე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში სულ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი კაშხლე­ბის დან­გრე­ვის 59 შემ­თხვე­ვა. კაშხლე­ბის დან­გრე­ვის მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­დე­გი: ფუ­ძის პრობ­ლე­მე­ბი, ფუ­ძის შიდა ერო­ზია, სტრუქ­ტუ­რუ­ლი გა­უ­მარ­თა­ო­ბა და სხვ. ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბე­ტო­ნის კაშხლებ­ზე, რო­მელ­თა სი­მაღ­ლეც აჭარ­ბებს 100 მეტრს, რო­გორც მაღ­ლა აღ­ვნიშ­ნე 1963 წლი­დან არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა მათი დან­გრე­ვის არც ერთი ფაქ­ტი. (ICOLD Incident database Bulletin 99 update,Statistical analysis of dam failures.Committee on Dam Safety International Commission on Large Dams (ICOLD) 2019)

ნა­მახ­ვა­ნის და ნე­ბის­მი­ე­რი კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და ეს უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს რო­გორც პრო­ექ­ტი­რე­ბის, ასე­ვე მშე­ნებ­ლო­ბის და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ეტაპ­ზე. სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ფუნ­ქცია პირ­ველ რიგ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს და ეს მისი ფუნ­ქცი­აა. სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბით უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ამ ტი­პის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლია პრაქ­ტი­კა, როცა სა­ხელ­მწი­ფოს და დე­ვე­ლო­პე­რის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლია და­მა­ტე­ბით პრო­ექ­ტის ქვეყ­ნი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის შექ­მნა, სა­დაც მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბი ( ჰიდ­რო­ინ­ჟი­ნე­რი, გე­ო­ლო­გი, ჰიდ­რო­ლო­გი და ასე შემ­დეგ) ქმნი­ან მუდ­მივ­მოქ­მედ ჯგუფს და იძ­ლე­ვი­ან შე­სა­ბა­მის დას­კვნებს პრო­ექტთან მი­მარ­თე­ბა­ში, ნე­ბის­მი­ერ სა­ინ­ჟინ­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ნა­გე­ბო­ბე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ან გა­რე­მოს­დაც­ვით პრობ­ლე­მას”, - აღ­ნიშ­ნავს მირ­ცხუ­ლა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სახელი
11

700 ჰექტ. მიწა რომ გასხვისდა ჩვენ ისტორიულ მტერ თურქებზე ეგ როგორ? 

პელტონ-ჯონი
34

ბ-ონ დავით მირცხულავას მსოფლიოს უდიდესი ენერგეტიკული ქვეყნები იწვევენ კონსულტაციისთვი.(შინაურ ბერს შენდობა არააქვსო, ნათქვამია). ბ-ნი დავით მირცხულავა თავს ევლება ჟინვალჰესს და იქ მოწყობილი დაკვირვების სისტემა, ანალოგიურია მსოფლიოში მოწინავე ქვეყნებში არსებული მონიტორინგის, სისტემის. მას გათვითცნობიერებული აქვს, ის ფაქტი რომ ჟინვალჰესი, მდაბარეობს, ქვეყნის დედაქალაქის ზემოთ, მდ. არაგვზე. რომელიც დედაქალაქს არამხოლოდ ელ.ენერგიას აწვდის არამედ სასმელ წყალს(რომ არა ჟინვალესის წყალსაცავი, თბილისს წყალი ექნებოდა დღე-ღამეში ორი საათით და ისიც დღე-გამოშვებით). დათო მირცხულავა შეიძლება ითქვას გაიზარდა ენგურჰსზე, (პროფესორებისა და აკადემიკოსის ოჯახშიც რათქმა უნდა) სადაც 15 წელიწადზე მეტი, მუშაობდა ჰესების მშენებელი, კორიფეების გვერდით, (აკადემიკოსი გიორგი ჩოგოვაძე, პროფესორი გ.მესხი, აკადემიკოსი რეზო არველაძე, პროფესორი ნოდარი ემხვარი,პროფესორი სპარტაკ კერესელიძე,პროფესორი მერაბ თევზაძე, პროფესორი გიორგი მიქავა, აკადემიკოსი ვახტანგ აბაშიძე, პროფესორი ანზორ ჭითანავა, დოქტორი ლევან მებონია, და მაპატიონ კიდევ ბევრმა ვინც ვერ ჩამოვთვალე), გარკვეული პერიოდი სწავლობდა და მუშაობდა მაღალი კაშლების პიონერ ქვეანაში იტალიაში. თითქმის ათი წლის მანძილზე მქონდა ბედნიერება პერიოდულად მქონოდა ბ-ონ დავითთან სამსახურეობრივი ურთიერთობა. 

ამ ყველაფერს შემდეგ(და ისიც ძალიან მოკლედ), რატომ არ უნდა ვენდოთ ბ-ონ დავით მირცხულავას..

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო... სოცქსელებით ფსევდო-დოკუმენტური ფილმი ვრცელდება..." - მირცხულავას 7 განმარტება ფილმში ასახულ "ტყუილებზე"

"ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო... სოცქსელებით ფსევდო-დოკუმენტური ფილმი ვრცელდება..." - მირცხულავას 7 განმარტება ფილმში ასახულ "ტყუილებზე"

ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო ჩვენს ქვეყანაში. აუცილებელია ხალხმა მიიღოს ობიექტური და არა სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა დავით მირცხულავამ განაცხადა.

როგორც დავით მირცხულავა აღნიშნავს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ფსევდო-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც არასწორად არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურებში კაშხლებზე მომხდარი ავარიები.

„ფილმი არაინფორმირებულ აუდიტორიაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზოგადად ჰესების წინააღმდეგ, მათ შორის, „ნამახვანი ჰესის“ საწინააღმდეგო განწყობების დამკვიდრებას. ზოგადად ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო ჩვენ ქვეყანაში და მიმაჩნია მსმენელმა და მაყურებელმა აუცილებელია მიიღოს ობიექტური და არა სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია.

მე ნამდვილად მჯერა, რომ ჰესები ამ ქვეყნის მომავალი ენერგეტიკის საფუძველია. ისეც ვიცი კარგად, რომ თუ ჩვენ ჰიდრორესურს მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე არ ავითვისებთ ნამდვილად არ გვექნება შესაძლებლობა და ძალიან შეზღუდული ვიქნებით, ტექნიკურად სრულად ავითვისოთ, ჩვენი სხვა განახლებადი რესურსი ქარი და მზე.

გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ფილმი არ არის ერთადერთი „არგუმენტი", რომელიც „ნამახვანი ჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეთა მონაწილეობით ვრცელდება, მიზანშეწონილად მივიჩნიე, განმარტება გამეკეთებინა თითოეულ შემთხვევაზე, რაზეც ფილმშია საუბარი.

კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობთ, რომ გრავიტაციული კაშხალი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კონსტრუქციაა მსოფლიოში ამ ტიპის ნაგებობებს შორის.

1963 წლიდან ცნობილი „ვაიონტის" ავარიის შემდეგ მსოფლიოში არ დაფიქსირებულა 100 მეტრზე მაღალი ბეტონის კაშხლის ნგრევის არც ერთი შემთხვევა. ფსევდო დოკუმენტურ ფილმში ნახსენები გრავიტაციული კაშხლები არ არის გრავიტაციული, არამედ გრუნტის მასალის(მიწის) კაშხლებია, ან თუ გრავიტაციულ კაშხალზე საუბარი იქ არ მომხდარა კაშხლის ნგრევა და ავარია დაკავშირებული იყო სხვა გარემოებებთან, რომელთა შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს ინტერნეტის მეშვეობით დამოუკიდებლადაც შეუძლიათ და ამის შესახებ უამრავი მასალაა“, - აღნიშნავს მირცხულავა.

მისივე თქმით, მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომისიის მიერ მომზადებული კაშხლებზე ავარიების სტატისტიკური ანალიზის თანახმად, მსოფლიოს ისტორიაში სულ დაფიქსირებულია გრავიტაციული კაშხლების დანგრევის 59 შემთხვევა.

„განმარტება ტყუილზე N1 - ჩინეთში სამი ხეობის კაშხალი არ დანგრეულა და ის დღემდე გამართულად მუშაობს;

განმარტება ტყუილზე N2 - რუსეთში მდინარე ენისეიზე მდებარე საიანო-შუშოენსკოეს ავარია კაშხლის ნგრევამ არ გამოიწვია. აღნიშნული ჰესის მეორე აგრეგატი მას შემდეგ დაიშალა, რაც ტურბინას წესების დარღვევით, რეაბილიტაციის შემდეგ დამონტაჟებული ხუფი მოძვრა. აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის გამო სამანქანო დარბაზი წყლით გაივსო. აღნიშნული თაღოვან-გრავიტაციული კაშხალი დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას.

განმარტება ტყუილზე N3 - ლაოსში დანგრეული კაშხალი არის გრუნტის და არა გრავიტაციული და ეს დიდი სხვაობაა.

განმარტება ტყუილზე N4 - კალიფორნიაში მდინარე ოროვილზე მდებარე კაშხალიც არის გრუნტის კაშხალი და არა გრავიტაციული. განმარტება ტყუილზე N5 - ცნობისათვის იტალიაში მდებარე ვაიონტის კაშხალი არის თაღოვანი და არა გრავიტაციული.

განმარტება ტყუილზე N6 - კაშხალი კოლუმბიაში ასევე არის გრუნტის კაშხალი და არა გრავიტაციული.

განმარტება ტყუილზე N7 - პუერტო რიკოში გუაჯატაკას კაშხალიც არა გრავიტაციული, არამედ გრუნტის კაშხალია.

მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომისიის მიერ მომზადებულ კაშხლებზე ავარიების სტატისტიკური ანალიზის თანახმად, მსოფლიოს ისტორიაში სულ დაფიქსირებულია გრავიტაციული კაშხლების დანგრევის 59 შემთხვევა. კაშხლების დანგრევის მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი: ფუძის პრობლემები, ფუძის შიდა ეროზია, სტრუქტურული გაუმართაობა და სხვ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბეტონის კაშხლებზე, რომელთა სიმაღლეც აჭარბებს 100 მეტრს, როგორც მაღლა აღვნიშნე 1963 წლიდან არ დაფიქსირებულა მათი დანგრევის არც ერთი ფაქტი. (ICOLD Incident database Bulletin 99 update,Statistical analysis of dam failures.Committee on Dam Safety International Commission on Large Dams (ICOLD) 2019)

ნამახვანის და ნებისმიერი კაშხლის მშენებლობისათვის, აუცილებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მუდმივი მონიტორინგი და ზედამხედველობა და ეს უნდა განხორციელდეს როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობის და ექსპლუატაციის ეტაპზე. საზედამხედველო ფუნქცია პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელდეს და ეს მისი ფუნქციაა. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამ ტიპის მშენებლობაზე მიღებულია პრაქტიკა, როცა სახელმწიფოს და დეველოპერის მიერ ინიცირებულია დამატებით პროექტის ქვეყნისათვის მნიშვნელობიდან გამომდინარე საზედამხედველო საერთაშორისო კომიტეტის შექმნა, სადაც მსოფლიოში საუკეთესო სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები ( ჰიდროინჟინერი, გეოლოგი, ჰიდროლოგი და ასე შემდეგ) ქმნიან მუდმივმოქმედ ჯგუფს და იძლევიან შესაბამის დასკვნებს პროექტთან მიმართებაში, ნებისმიერ საინჟინრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ნაგებობების უსაფრთხოებას ან გარემოსდაცვით პრობლემას”, - აღნიშნავს მირცხულავა.

"საგანგაშო და გაუსაძლისია მათი საცხოვრებელი პირობები, ვერ იღებენ დაპირებულ ხელფასს" - პროფკავშირები გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე

მეოთხედ ჩაშლილი აუქციონი - "რიყის დოქები"  50%-იანი ფასდაკლების მიუხედავად, ისევ ვერ გაიყიდა

"ყველა წარმოება ტირის... გზა არ რჩება და 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი" - გაძვირდება თუ არა პური?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"