საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვაა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე
"მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვაა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე

ის, რაც დღეს მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნახა, შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ე­და­როს მხო­ლოდ ძა­ლი­ან მძვინ­ვა­რე დევ­ნის მო­მენტს, - ასე შე­ა­ფა­სა სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ დღეს მარ­ტვი­ლი­სა და ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

მისი გან­ცხა­დე­ბით, მსგავ­სი რამ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ო­დი­დან არ ახ­სოვს. ჯაღ­მა­ი­ძის თქმით, ეს არის გა­უ­გო­ნა­რი თავ­ხე­დო­ბა, ეკ­ლე­სი­ი­სა და სიწ­მინ­დის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვა.

„მსგავ­სი რამ არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ მომ­ხდა­რა კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან. ეს იყო ეპარ­ქი­ის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე კრე­ბის დროს გა­რე­დან შეჭ­რის მცდე­ლო­ბა. მსგავ­სი რამ ეკ­ლე­სი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში არ ახ­სოვს, არც ერთ ეკ­ლე­სი­ას. ეს არის გა­უ­გო­ნა­რი თავ­ხე­დო­ბა და ეს უნდა ეხე­ბო­დეს ყვე­ლა ქარ­თველს, ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, უნდა ეხე­ბო­დეს ეს. ეს არის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვა ეკ­ლე­სი­ი­სა და სიწ­მინ­დის“, - გა­ნა­ცხა­და ჯაღ­მა­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მრევ­ლის პრო­ტეს­ტი არ ამარ­თლებს, რე­ზი­დენ­ცი­ა­ში კრე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ძა­ლით შეჭ­რის ფაქტს. ჯაღ­მა­ი­ძემ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი დევ­ნად შე­ა­ფა­სა.

„მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კრე­ბა, სა­დაც უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მოხ­და შეჭ­რა ამ კრე­ბა­ზე. ეს არის რე­ზი­დენ­ცია, რო­მელ­საც აქვს უფ­ლე­ბა ჩა­ა­ტა­როს კრე­ბა დამ­სწრე­ე­ბის გა­რე­შე, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა. მრევ­ლის პრო­ტეს­ტი არ ამარ­თლებს იმას, რომ მოხ­დეს რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეჭ­რა, ეს არის დევ­ნა. თუ არის დღეს ვინ­მე, ვინც იტყვის, რომ იმის გამო, რომ მრევლს ან რო­მე­ლი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირს, რა­ღაც არ მოს­წონს, გა­მარ­თლე­ბუ­ლია შე­ვარ­დნა რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, კრე­ბის დროს ძა­ლით კა­რე­ბის ნგრე­ვა, თუ ვინ­მე მე­ტყვის ამას, მა­შინ გა­ა­მარ­თლეთ ეს საქ­ცი­ე­ლი. მი­პა­სუ­ხეთ რამ­დე­ნად ამარ­თლებთ, რო­დე­საც და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს კრე­ბა, ეს არის სა­კუთ­რე­ბა, რო­მელ­შიც არა­ვის არ აქვს შეს­ვლის უფ­ლე­ბა ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და კრე­ბას კა­რებს უმტვრე­ვენ და ვარ­დე­ბი­ან შიგ­ნით? აქე­დან და­ვი­წყოთ, რამ­დე­ნად მი­გაჩ­ნი­ათ თქვენ ეს სწო­რად? ვუ­ცხა­დებთ სრულ მხარ­და­ჭე­რას მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს. ამას ვამ­ბობ ძა­ლი­ან ბევ­რი მღვდელმთავ­რის სა­ხე­ლით, რომ­ლე­ბიც დღეს გვი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ჩვენ,“ - გა­ნა­ცხა­და ჯაღ­მა­ი­ძემ.

ამას­თან, ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მარ­ტვი­ლი­სა და ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში სხდო­მა­ზე „ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი იყო“.

რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს კა­მა­თი და და­ვაც.

„ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი იყო. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ზა­რალ­დნენ. საკ­მა­ოდ ვიწ­რო აი­ვა­ნია, ბევ­რი ხალ­ხი იყო. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­ერ­თოდ არ უნდა ასუ­ლიყ­ვნენ", - აცხა­დებს ჯაღ­მა­ი­ძე.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სამ­წუ­ხა­როა, რომ ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც და­ზა­რალ­დნენ.

„ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ მოხ­და ეს ინ­ცი­დენ­ტი და და­ზი­ან­დნენ, ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა და­უ­ზი­ან­დათ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის, ჟურ­ნა­ლის­ტებს. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია და ვუ­სურ­ვებ მათ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და ჯაღ­მა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და მარ­ტვი­ლი­სა და ჭყონ­დი­დის მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს შო­რის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შეხ­ვედ­რას ის 2 დი­ა­კო­ნიც ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­საც მღვდელ­მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აეკ­რძა­ლა. რე­ზი­დენ­ცი­ის გა­რეთ მყოფ მრევლს ოთახ­ში შეს­ვლა სურ­დათ, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც შიგ­ნით მყო­ფი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არ აძ­ლევ­დნენ. შეხ­ლა - შე­მოხ­ლის დროს აივ­ნის მო­ა­ჯი­რი ჩა­მო­ინ­გრა და 10-მდე ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­და. და­შავ­და მე­დი­ის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მე­უ­ფე სტე­ფა­ნე რამ­დე­ნი­მე თვეა რაც ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. 7 მარტს, ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი) ეპარ­ქი­ის ორ დი­ა­კონს - კონ­სტან­ტი­ნე გა­ბი­სო­ნი­ა­სა და პეტ­რე ღუ­დუ­შა­ურს მღვდელ­მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუკ­რძა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამა ანდრიას
301

გენაცვალე მამაო!!! ნაღდს იძახი არ დაინდო, იცოდე ეგენი მრევლიდან სულ 3 კაცი იყო დანარჩენი ნაცბანდა!

ილკარი
89

ხოდა მიხედეთ ერს და ბერს... 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვაა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე

"მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვაა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე

ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს, - ასე შეაფასა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები.

მისი განცხადებით, მსგავსი რამ საქართველოს ეკლესიას კომუნისტების პერიოდიდან არ ახსოვს. ჯაღმაიძის თქმით, ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა.

„მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს, არც ერთ ეკლესიას. ეს არის გაუგონარი თავხედობა და ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ საქართველოს მოქალაქეს, უნდა ეხებოდეს ეს. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდის“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, მრევლის პროტესტი არ ამართლებს, რეზიდენციაში კრების მიმდინარეობისას ძალით შეჭრის ფაქტს. ჯაღმაიძემ მომხდარი ფაქტი დევნად შეაფასა.

„მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა ამ კრებაზე. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე, სასულიერო პირებმა. მრევლის პროტესტი არ ამართლებს იმას, რომ მოხდეს რეზიდენციაში შეჭრა, ეს არის დევნა. თუ არის დღეს ვინმე, ვინც იტყვის, რომ იმის გამო, რომ მრევლს ან რომელიმე სასულიერო პირს, რაღაც არ მოსწონს, გამართლებულია შევარდნა რეზიდენციაში, კრების დროს ძალით კარების ნგრევა, თუ ვინმე მეტყვის ამას, მაშინ გაამართლეთ ეს საქციელი. მიპასუხეთ რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურულ სივრცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არავის არ აქვს შესვლის უფლება ნებართვის გარეშე და კრებას კარებს უმტვრევენ და ვარდებიან შიგნით? აქედან დავიწყოთ, რამდენად მიგაჩნიათ თქვენ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ ჩვენ,“ - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სხდომაზე „ხმამაღალი საუბარი იყო“.

როგორც მან განაცხადა, სასულიერო პირებს შორის შესაძლებელია იყოს კამათი და დავაც.

„ხმამაღალი საუბარი იყო. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ. საკმაოდ ვიწრო აივანია, ბევრი ხალხი იყო. ჟურნალისტები საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ", - აცხადებს ჯაღმაიძე.

მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ ინციდენტის შედეგად ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტებიც დაზარალდნენ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და დაზიანდნენ, ფიზიკური ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას,“ - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მარტვილისა და ჭყონდიდის მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდათ, რის საშუალებასაც შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა - შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს. 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

რა უნდა ვიცოდე გაცვლითი პროგრამების შესახებ

5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი

ლალი მოროშკინა თბილისში სახლს ყიდის და საცხოვრებლად სიღნაღში გადადის - "ოპტიმისტი ვარ, შევძლებ და მუყაითი შრომით ახალ ცხოვრებას ავაშენებ..."