პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მას ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორად მიაჩნია.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა და აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერების შინაარსზე მას კომენტარი არც აქამდე გაუკეთებია და არც ახლა აპირებს.
„ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას მიმაჩნია არასწორად. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა თქვენც და საზოგადოებასაც გაიგოთ დამატრებითი ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ არ უპასუხა კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნება.
ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.
Უშველე დროზე თავს და წადი.
Გამოთქმა არის: უფალო, დამიცავი ცუდი მეგობრებისაგან და მტერს თვითონ გავუმკლავდები.
უკაცრავად და ცოტა რამეს დაგვპირდნენ და იმაზე მეტი შეასრულეს ვიდრე დაგვპირდნენ? უკაცრავად და ეხლა ვერ იტყვიან ფაბრიკაციააო? აქ საუბარი იმაზეა მერამდენედ უნდა აიცილოს თავისი უტიფარი სახის გამოააშკარავება ამ ოჯახმა და მისმა შინამოსამსახურეებმა.. რა დაგვემართა ეს ხალხო.. აქ საუბარი არა სააკაშვილის მოსვლაზე არამედ იმ მდგომარეობის შექმნაზეა როცა ესეთი პირდაპირი გავლენები ვეღარ ექნება ვერცერთ პოლიტიკოსს სხვადასხვა სისტემებზე... გამოვფხიზლდეთ და ბოლოსდაბოლოს მივიღოთ დაპირებული კოალიციური მთავრობა რომელშიც საქმეს გააკეთებს ხალხი.. დავიღალეთ ქუჩაში დგომით.. დაგვეხმარეთ.. ჩვენ თვითონ ჩვენ თითოეულს შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი შვილების მომავალი.. ვცადოთ მაინც.. როდემდე ვიაროთ უკან.. მხოლოდ ნაცები ხომ არაა ქვეყნის პრობლემა.. ნუ მივცემთ სრულ ძალას იმ ნაცებს!!! გავაკონტროლოთ