პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ჩინური ვაქცინა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს, მისი შემოტანა გამორიცხული არ არის" - თენგიზ ცერცვაძე
"თუ ჩინური ვაქცინა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს, მისი შემოტანა გამორიცხული არ არის" - თენგიზ ცერცვაძე

და­ახ­ლო­ე­ბით ორი-სამი თვის წინ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა შე­მო­სა­ტა­ნად გამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო და სწო­რედ მო­სახ­ლე­ო­ბის, ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ექ­სპერ­ტე­ბი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მცდე­ლო­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ ამ ვაქ­ცი­ნა­ზე უარი თქვა, - ამის შე­სა­ხებ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “დღის ნი­უს­რუმ­ში“ “ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ცერ­ცვა­ძის შე­ფა­სე­ბით, ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა ცუდი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ქვე­ყა­ნამ ის არ უნდა შე­მო­ი­ტა­ნოს, რად­გან აღ­ნიშ­ნულ ვაქ­ცი­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა არა აქვს და და­ბა­ლი ნდო­ბის პი­რო­ბებ­ში, ვაქ­ცი­ნის არ­გა­კე­თე­ბის სა­ბა­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. ცერ­ცვა­ძემ აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ თუკი ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას მო­ი­პო­ვებს, “ასორ­ტი­მენ­ტი­სათ­ვის მისი შე­მო­ტა­ნა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის“.

“ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლია დე­ლი­კა­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია. ერ­თია, ეს ვაქ­ცი­ნა მარ­თლა კარ­გია თუ ცუდი და მე­ო­რე - რო­გო­რია მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ორი-სამი თვის წინ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის სა­კი­თხი რე­ა­ლუ­რად იდგა, შე­მო­სა­ტა­ნად გამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო. სწო­რედ მო­სახ­ლე­ო­ბის, ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ექ­სპერ­ტე­ბის და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მცდე­ლო­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ ამ ვაქ­ცი­ნა­ზე უარი თქვა. ოფი­ცი­ა­ლურ მო­ტი­ვა­ცი­ად და­სა­ხელ­და, რომ ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას არ ჰქონ­და და არც ახლა აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რად მო­ვი­ქე­ცით როცა ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე უარი ვთქვით, რად­გან არ უნდა და­ვუშ­ვათ პრე­ცე­დენ­ტი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვი­ტა­ნოთ, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა არა აქვს. ამ დროს მოხ­და ის, რომ მსოფ­ლიო ქვეყ­ნე­ბის ნა­ხე­ვარ­მა, მათ შო­რის უშუ­ა­ლოდ მე­ზობ­ლებ­მა ვაქ­ცი­ნა­ცია ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით და­ი­წყო და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცია წარ­მო­იქ­მნა. მთავ­რო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის გავ­ლე­ნით ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა­ზე უარი თქვა. ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი იყო, რომ მას სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა არა აქვს. გა­მო­ვი­და ის, რომ სხვა ქვეყ­ნებ­მა ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყეს და სა­ქარ­თვე­ლომ არ და­ი­წყო, რაც ახა­ლი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის წყა­რო გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უუ­ნა­როა. არა­ვინ ამ­ბობს იმას, რომ სხვა ქვეყ­ნებ­მა სწო­რედ იმ ვაქ­ცი­ნით და­ი­წყეს, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლომ უარი თქვა“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე “დღის ნი­უს­რუმ­ში“.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს, მისი თქმით, "ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიღ­წე­უ­ლია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც თუ შეს­რულ­და, წელ­ში გაგ­ვმარ­თავს - ეს არის მი­ლი­ონ დო­ზა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა „ნო­ვო­ვაქსთან“. ცერ­ცვა­ძის შე­ფა­სე­ბით, „ნო­ვო­ვაქ­სის“ ვაქ­ცი­ნა ხა­რის­ხი­თა და უსაფრ­თხო­ე­ბით ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ნო­ვო­ვაქ­სი“ ბა­ზარ­ზე ივ­ნის­ში შე­მო­დის და პირ­ველ მიმ­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლოა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

"არ არის სწო­რი, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მხო­ლოდ “კო­ვაქს პლატ­ფორ­მა­ზე“ აკე­თებ­და აქ­ცენტს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და მუ­შა­ო­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა მთელ რიგ მწარ­მო­ებ­ლებ­თან და მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­თან. ახ­ლაც რამ­დე­ნა­დაც ვიცი, რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ჩა­სუ­ლია მწარ­მო­ე­ბელ ქვეყ­ნებ­ში - მა­გა­ლი­თად, ინ­დო­ეთ­ში და სხვა", - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
1

ეს რა კაცია ბოლო ბოლო ვერ გავიგე, ყველაფერ თავიანთ დანაშაულს მოსახლეობას აბრალებენ. ჯამოს ჯერაც არ მიუცია რეკომენდაცია ჩინურ ვაქცინაზე და რას გვიბურღავს ტვინს? ეხლა კიდევ ნოვოვაქსიო და ისიც ივნისშიო,ამათ გონი სულ გარეკეს,ახია ჩვენზე. ვამბობდი კიდევ დაგვადებენ ლოქდაუნს მეთქი მაგრამ ვინ გიჯერებს.

მარი
0

ჩინურ ვაქცინას მე არ გავიკეთებ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"თუ ჩინური ვაქცინა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს, მისი შემოტანა გამორიცხული არ არის" - თენგიზ ცერცვაძე

"თუ ჩინური ვაქცინა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს, მისი შემოტანა გამორიცხული არ არის" - თენგიზ ცერცვაძე

დაახლოებით ორი-სამი თვის წინ ჩინური ვაქცინა შემოსატანად გამზადებული იყო და სწორედ მოსახლეობის, ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტებისა და ტელევიზიების ძალიან აქტიური მცდელობით, სახელმწიფომ ამ ვაქცინაზე უარი თქვა, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ “ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის შეფასებით, ჩინური ვაქცინა ცუდი არ იქნება, მაგრამ ქვეყანამ ის არ უნდა შემოიტანოს, რადგან აღნიშნულ ვაქცინას საერთაშორისო აღიარება არა აქვს და დაბალი ნდობის პირობებში, ვაქცინის არგაკეთების საბაბი შეიძლება გახდეს. ცერცვაძემ აქვე აღნიშნა, რომ თუკი ჩინური ვაქცინა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს, “ასორტიმენტისათვის მისი შემოტანა გამორიცხული არ არის“.

“ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით შექმნილია დელიკატური სიტუაცია. ერთია, ეს ვაქცინა მართლა კარგია თუ ცუდი და მეორე - როგორია მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. დაახლოებით ორი-სამი თვის წინ ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხი რეალურად იდგა, შემოსატანად გამზადებული იყო. სწორედ მოსახლეობის, ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების და ტელევიზიების ძალიან აქტიური მცდელობით, სახელმწიფომ ამ ვაქცინაზე უარი თქვა. ოფიციალურ მოტივაციად დასახელდა, რომ ჩინურ ვაქცინას არ ჰქონდა და არც ახლა აქვს საერთაშორისო აღიარება. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით როცა ჩინურ ვაქცინაზე უარი ვთქვით, რადგან არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი იმისა, რომ საქართველოში ისეთი ვაქცინა შემოვიტანოთ, რომელსაც საერთაშორისო აღიარება არა აქვს. ამ დროს მოხდა ის, რომ მსოფლიო ქვეყნების ნახევარმა, მათ შორის უშუალოდ მეზობლებმა ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით დაიწყო და საქართველოსთვის არასასიამოვნო სიტუაცია წარმოიქმნა. მთავრობამ საზოგადოების დაკვეთით და საზოგადოების აზრის გავლენით ჩინური ვაქცინის შემოტანაზე უარი თქვა. ობიექტური მიზეზი იყო, რომ მას საერთაშორისო აღიარება არა აქვს. გამოვიდა ის, რომ სხვა ქვეყნებმა ვაქცინაცია დაიწყეს და საქართველომ არ დაიწყო, რაც ახალი ინსინუაციების წყარო გახდა, რომ საქართველოს მთავრობა უუნაროა. არავინ ამბობს იმას, რომ სხვა ქვეყნებმა სწორედ იმ ვაქცინით დაიწყეს, რომელზეც საქართველომ უარი თქვა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე “დღის ნიუსრუმში“.

რაც შეეხება ზოგადად ვაქცინაციის პროცესს, მისი თქმით, "ვაქცინასთან დაკავშირებით მიღწეულია ძალიან სერიოზული შეთანხმება, რომელიც თუ შესრულდა, წელში გაგვმართავს - ეს არის მილიონ დოზაზე ხელშეკრულება „ნოვოვაქსთან“. ცერცვაძის შეფასებით, „ნოვოვაქსის“ ვაქცინა ხარისხითა და უსაფრთხოებით ერთ-ერთი საუკეთესოა. მისივე ინფორმაციით, “ნოვოვაქსი“ ბაზარზე ივნისში შემოდის და პირველ მიმღებად საქართველოა მოხსენიებული.

"არ არის სწორი, თითქოს საქართველოს მთავრობა მხოლოდ “კოვაქს პლატფორმაზე“ აკეთებდა აქცენტს. რამდენიმე თვის წინ, რამდენიმე მიმართულებით მიდიოდა მუშაობა. მიმდინარეობს მუშაობა მთელ რიგ მწარმოებლებთან და მწარმოებელი ქვეყნების მთავრობებთან. ახლაც რამდენადაც ვიცი, რამდენიმე თანამდებობის პირი ჩასულია მწარმოებელ ქვეყნებში - მაგალითად, ინდოეთში და სხვა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

"ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია" - ვახტანგ კალოიანი

"4 ახალგაზრდა სანადიროდ იყო წასული, ერთი გაიყინა, დანარჩენები დახმარებას ითხოვენ" - უბედური შემთხვევა გომისმთაზე

ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა და 343 გამოჯანმრთელებული - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით