Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და - ბინა გაქრა და დარჩნენ ყველაფრის გარეშე... ნერვიულობისგან ცუდადაა, ოპერაციები სჭირდება" - ზურა ყიფშიძე თაღლითობის დეტალებზე
"მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და - ბინა გაქრა და დარჩნენ ყველაფრის გარეშე... ნერვიულობისგან ცუდადაა, ოპერაციები სჭირდება" - ზურა ყიფშიძე თაღლითობის დეტალებზე

ჟურ­ნა­ლის­ტმა მაკა რაზ­მა­ძემ მსა­ხი­ობ ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ „ფე­ის­ბუქგვრდზე“ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ის წერ­და, რომ ოჯახს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. „მე­გობ­რე­ბო, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს კო­ლე­გებს მივ­მარ­თავ: ზურა ყიფ­ში­ძეს და მის ოჯახს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა! არ დავ­წერ­დი 8 მარტს ამ პოსტს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რეა დრო და ვა­დე­ბი მისი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად. სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მის ოჯახს კერ­ძო მე­ვახ­შე სახ­ლი­დან გა­ა­ძე­ვებს! გთხოვთ, ამო­ვუდ­გეთ მხარ­ში თუნ­დაც ამ ამ­ბის სწო­რად გა­შუ­ქე­ბით, რად­გან ოჯა­ხის წევ­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბით ამ­ბო­ბენ, რომ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდნენ. თვი­თონ ზურა თავს შე­უძ­ლოდ გრძნობს და ოთა­ხი­დან აღარ გა­მო­დი­სო ამ­ბობს მე­უღ­ლე. იქ­ნებ შევ­ძლოთ დახ­მა­რე­ბა! ჟურ­ნა­ლის­ტებს მრა­ვა­ლი მსგავ­სი თაღ­ლი­თო­ბა გა­მოგ­ვი­აშ­კა­რა­ვე­ბია და გა­დაგ­ვირ­ჩე­ნია წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი! მე, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე აღარც გა­და­ცე­მა მაქვს და ვერც სი­უ­ჟეტს მი­ვუ­ძღვნი. ამი­ტომ მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია, რომ კო­ლე­გებს ვთხო­ვო დახ­მა­რე­ბა ამ პოს­ტით! იმე­დია, შევ­ძლებთ სი­მარ­თლის დად­გე­ნას და ყიფ­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნას“.

AMBEBI.GE მსა­ხი­ობ ზურა ყიფ­ში­ძეს და­უ­კავ­შირ­და და სთხო­ვა, მო­ე­თხრო, რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შეა მათი ოჯა­ხი.

ზურა ყიფ­ში­ძე:

- მო­ტყუ­ე­ბუ­ლია ჩემი ცოლი და მისი და. ეს ამ­ბა­ვი რამ­დე­ნი­მე წლის მერე გა­ვი­გე. მოკ­ლედ, ქა­ლებს უნ­დო­დათ, კარ­გი საქ­მის გა­კე­თე­ბა - სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი და მა­ღა­ზია გა­ეხ­სნათ. ენ­დნენ ვი­ღა­ცებს, იმათ ჩუ­მად შე­ა­პა­რეს ისე­თი რამ, რა­ზეც ხელი მო­ა­წე­რი­ნეს, რი­თაც გა­მო­ვი­და, რომ უფ­ლე­ბე­ბი სხვას მის­ცეს, ისე რომ ამის შე­სა­ხებ არც იცოდ­ნენ. არა მარ­ტო ეს ბინა, კი­დევ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ბი­ნე­ბია ასე ჩა­დე­ბუ­ლი. რომ არ გა­და­ი­ხა­დეს, იმან ადგა და ბინა გა­ყი­და. ჰო­ლან­დი­ელ­მა, ფრან­გმა და ერ­თდრო­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, ნა­ხე­ვარ ფა­სად 12 თვის მა­გივ­რად, ერთ კვი­რა­ში იყი­და... ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ა­ტყუ­ეს ჩემი ცოლი და მისი და - ბინა გაქ­რა და დარ­ჩნენ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე.

- თქვენ ამ ამ­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­დან არ იცო­დით?

- მე არც ვი­ცო­დი, გვი­ან გა­ვი­გე. არა­სო­დეს ვა­კე­თებ იმას, რაც არ ვიცი. როცა არ ვიცი, ასეთ დროს, მომ­ყავს მცოდ­ნე და ვიხ­მა­რებ. აქაც ეს საქ­მე თა­ვის თავ­ზე მცოდ­ნეს უნდა აეღო, მათ შო­რის, ის ხე­ლის­მო­წე­რაც... ამ ყვე­ლა­ფერ­ში გა­მო­უც­დე­ლი ქა­ლე­ბი კი მარ­ტი­ვად მო­ა­ტყუ­ეს. ბო­ლოს კი ამო­ი­ღეს ხმა და ახლა უკვე სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა...

- ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვინ არი­ან?

- ერ­თმა თავი მო­იკ­ლა და მე­ო­რემ - გა­კოტ­რე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და თავი. მან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს გა­და­უ­ხა­და. მე სა­ი­დან არ მი­ვუ­დე­ქი, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. მი­თხრა, - უბე­დუ­რი ვარ, არა­ფე­რი შე­მიძ­ლი­აო.

- გა­მო­სა­ვა­ლი რა­შია?

- გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ­წინ იყო მი­ღე­ბუ­ლი... ახლა არ ვიცი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თუ უშ­ვე­ლის. გა­და­წყდა ისიც, რომ ეს ამ­ბა­ვი გა­ვა­სა­ჯა­რო­ვოთ და იქ­ნებ იმოქ­მე­დოს იმ ჰო­ლან­დი­ელ­ზე და და­აბ­რუ­ნოს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი ქო­ნე­ბა. უკვე აღარ ვიცი... ფაქ­ტი ის არის, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ... სამი წლის წინ უნ­დო­დათ ამის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, მე ავუკ­რძა­ლე, არ მინ­და, მა­ს­მე­დი­ით ამა­ზე ლა­პა­რა­კი, ხალ­ხი ისე­დაც ჭკუ­ა­ზე არ არის, ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა აქვს და კი­დევ ჩემი პრე­ტენ­ზი­ე­ბის მოს­მე­ნა რა სა­ჭი­როა, სირ­ცხვი­ლია-მეთ­ქი. მაგ­რამ ახლა უკვე ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა. ცუ­დად არის ჩემი ცოლი, ოპე­რა­ცი­ე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, ექი­მე­ბი სჭირ­დე­ბა - ეს ნერ­ვი­უ­ლო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც და­ე­ტყო. ახლა ვამ­ბობ იმას, რაც ვიცი და ვი­მე­ო­რებ, რაც ყვე­ლა­ზე ბო­ლოს გა­ვი­გე. არა­და, მსა­ხი­ობს არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, სხვა რა­მე­ზე ვი­ლა­პა­რა­კო. რა­ტომ­ღაც გა­მო­დის, რომ ვსა­უბ­რობ სო­ცი­ა­ლურ უბე­დუ­რე­ბა­ზე, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ ორ ნა­ბიჯ­ზე გვხვდე­ბა. ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში შე­იქ­მნე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$
74

კალაძე დაგაფინანსებს! როგორც სტადიონზე მოგახვედრა!

!!!
35

როლშია რაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და - ბინა გაქრა და დარჩნენ ყველაფრის გარეშე... ნერვიულობისგან ცუდადაა, ოპერაციები სჭირდება" - ზურა ყიფშიძე თაღლითობის დეტალებზე

"მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და - ბინა გაქრა და დარჩნენ ყველაფრის გარეშე... ნერვიულობისგან ცუდადაა, ოპერაციები სჭირდება" - ზურა ყიფშიძე თაღლითობის დეტალებზე

ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ საკუთარ „ფეისბუქგვრდზე“ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ის წერდა, რომ ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. „მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება! არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს, მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად. სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს! გთხოვთ, ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო ამბობს მეუღლე. იქნებ შევძლოთ დახმარება! ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები! მე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერც სიუჟეტს მივუძღვნი. ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია, რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით! იმედია, შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას“.

AMBEBI.GE მსახიობ ზურა ყიფშიძეს დაუკავშირდა და სთხოვა, მოეთხრო, რა პრობლემის წინაშეა მათი ოჯახი.

ზურა ყიფშიძე:

- მოტყუებულია ჩემი ცოლი და მისი და. ეს ამბავი რამდენიმე წლის მერე გავიგე. მოკლედ, ქალებს უნდოდათ, კარგი საქმის გაკეთება - სილამაზის სალონი და მაღაზია გაეხსნათ. ენდნენ ვიღაცებს, იმათ ჩუმად შეაპარეს ისეთი რამ, რაზეც ხელი მოაწერინეს, რითაც გამოვიდა, რომ უფლებები სხვას მისცეს, ისე რომ ამის შესახებ არც იცოდნენ. არა მარტო ეს ბინა, კიდევ სხვა ადამიანების ბინებია ასე ჩადებული. რომ არ გადაიხადეს, იმან ადგა და ბინა გაყიდა. ჰოლანდიელმა, ფრანგმა და ერთდროულად საქართველოს მოქალაქემ, ნახევარ ფასად 12 თვის მაგივრად, ერთ კვირაში იყიდა... ფაქტობრივად, მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და - ბინა გაქრა და დარჩნენ ყველაფრის გარეშე.

- თქვენ ამ ამბის შესახებ თავიდან არ იცოდით?

- მე არც ვიცოდი, გვიან გავიგე. არასოდეს ვაკეთებ იმას, რაც არ ვიცი. როცა არ ვიცი, ასეთ დროს, მომყავს მცოდნე და ვიხმარებ. აქაც ეს საქმე თავის თავზე მცოდნეს უნდა აეღო, მათ შორის, ის ხელისმოწერაც... ამ ყველაფერში გამოუცდელი ქალები კი მარტივად მოატყუეს. ბოლოს კი ამოიღეს ხმა და ახლა უკვე საშინელი მდგომარეობაა...

- ეს ადამიანები ვინ არიან?

- ერთმა თავი მოიკლა და მეორემ - გაკოტრებულად გამოაცხადა თავი. მან დაზარალებული ადამიანების ნაწილს გადაუხადა. მე საიდან არ მივუდექი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მითხრა, - უბედური ვარ, არაფერი შემიძლიაო.

- გამოსავალი რაშია?

- გადაწყვეტილება გუშინწინ იყო მიღებული... ახლა არ ვიცი, მოლაპარაკებები თუ უშველის. გადაწყდა ისიც, რომ ეს ამბავი გავასაჯაროვოთ და იქნებ იმოქმედოს იმ ჰოლანდიელზე და დააბრუნოს მამაპაპისეული ქონება. უკვე აღარ ვიცი... ფაქტი ის არის, რომ ამ სიტუაციაში დაზარალებულები ვართ... სამი წლის წინ უნდოდათ ამის გასაჯაროება, მე ავუკრძალე, არ მინდა, მასმედიით ამაზე ლაპარაკი, ხალხი ისედაც ჭკუაზე არ არის, ამდენი პრობლემა აქვს და კიდევ ჩემი პრეტენზიების მოსმენა რა საჭიროა, სირცხვილია-მეთქი. მაგრამ ახლა უკვე ასეთი სიტუაციაა. ცუდად არის ჩემი ცოლი, ოპერაციები, საავადმყოფოები, ექიმები სჭირდება - ეს ნერვიულობა ჯანმრთელობაზეც დაეტყო. ახლა ვამბობ იმას, რაც ვიცი და ვიმეორებ, რაც ყველაზე ბოლოს გავიგე. არადა, მსახიობს არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი საქმიანობის გარდა, სხვა რამეზე ვილაპარაკო. რატომღაც გამოდის, რომ ვსაუბრობ სოციალურ უბედურებაზე, რაც ადამიანების ცხოვრებაში ყოველ ორ ნაბიჯზე გვხვდება. ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი მდგომარეობა ჩვენ შემთხვევაში შეიქმნებოდა.

"დაკანონებულია" - ახალდაქორწინებული მარიკა თხელიძე გულშემატკივრებს ქორწინების ამსახველ ფოტოს უზიარებს

"მოუსმინეთ საკუთარ თავს, რა გაბედნიერებთ" - დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი კვლავ ერთად არიან: წყვილის ახალი ფოტო

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს