საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო" - თელავში მომხდარი სამმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო" - თელავში მომხდარი სამმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

7 მარტს თე­ლავ­ში, გო­შა­ძის ქუ­ჩა­ზე, შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში 27 წლის აკა­კი აბ­რა­მიშ­ვილ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მშობ­ლე­ბი - 59 წლის თა­მარ ხოს­მა­ზა­რაშ­ვი­ლი და 61 წლის გუ­რამ აბ­რა­მიშ­ვი­ლი მოკ­ლა. მან არც მო­ხუ­ცი, 86 წლის ბე­ბია და­ინ­დო.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ას თა­ვად­ვე აც­ნო­ბა, თვი­თონ კი სახ­ლი­დან წა­ვი­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ - ოთახ­ში სამი გარ­დაც­ვლი­ლი. კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, რის შემ­დეგ ცხედ­რე­ბი პრო­ზექ­ტუ­რა­ში, ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ძა­ლოვ­ნებ­მა დამ­ნა­შა­ვეც და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აკა­კი აბ­რა­მიშ­ვი­ლის­გან ამო­ღე­ბუ­ლია ნივთმტკი­ცე­ბა, მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - პის­ტო­ლე­ტი. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ვ" ქვე­პუნ­ქტით, მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის სამი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა, მალე სა­სა­მარ­თლო აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს. მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზე ჯერ ხმა­მაღ­ლა არა­ვინ ლა­პა­რა­კობს. ერთი ვერ­სი­ით, ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და სწო­რედ ეს გახ­და აბ­რა­მიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, მათ­თვის მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ აკო აბ­რა­მიშ­ვილს დეპ­რე­სია ჰქონ­და. ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი იმა­საც ამ­ბობს, რომ დღის 2 სა­ათ­ზე ნახა ვე­ლო­სი­პე­დით მი­მა­ვა­ლი აკა­კი, მაგ­რამ მის­თვის აღელ­ვე­ბა არ შე­უმ­ჩნე­ვია.

"იმ დღეს, ორ სა­ათ­ზე შემ­ხვდა ვე­ლო­სი­პე­დით, წყნა­რად მო­მე­სალ­მა. აღელ­ვე­ბა არ შე­მიმ­ჩნე­ვია. არც ია­რა­ღის ხმა გაგ­ვი­გია, არც ჩხუ­ბის, თო­რემ ხომ მი­ვეშ­ვე­ლე­ბო­დით. თვი­თონ და­უ­რე­კავს პო­ლი­ცი­ა­ში, მო­დით, მშობ­ლე­ბი დავ­ხო­ცეო. მი­ზე­ზი არ ვი­ცით, ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხია მოკ­ლუ­ლი, ამ ბიჭ­ზეც ცუდს ვერ ვი­ტყვი. თბი­ლის­ში სწავ­ლობ­და, იქ ბი­ძას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, მგო­ნი, სა­დღაც მუ­შა­ობ­და კი­დეც, მერე ჩა­მო­ვი­და თე­ლავ­ში და ახლა სახ­ლში იყო, შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ". გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
46
პუტინის დაკვეთით მოხდა ეს ტრაგედია....ოხ, პუტინ, პუტინ,შენ კი გაგიხმა ეგ თავი!
დათო
6

ამოიღეთ იარაღი ოჯახებიდან, გაამკაცრეთ მისი შეძენა, ცოტა სასარგებლო საქმეებიც აკეთეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო" - თელავში მომხდარი სამმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო" - თელავში მომხდარი სამმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

7 მარტს თელავში, გოშაძის ქუჩაზე, შემზარავი მკვლელობა მოხდა. საღამოს საათებში 27 წლის აკაკი აბრამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები - 59 წლის თამარ ხოსმაზარაშვილი და 61 წლის გურამ აბრამიშვილი მოკლა. მან არც მოხუცი, 86 წლის ბებია დაინდო.

როგორც ირკვევა, ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ პოლიციას თავადვე აცნობა, თვითონ კი სახლიდან წავიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს საშინელი სურათი დახვდათ - ოთახში სამი გარდაცვლილი. კრიმინალისტები და სამართალდამცავები დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე, რის შემდეგ ცხედრები პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ძალოვნებმა დამნაშავეც დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აკაკი აბრამიშვილისგან ამოღებულია ნივთმტკიცება, მკვლელობის იარაღი - პისტოლეტი. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი თავად ბრალდებულის სახელზე იყო რეგისტრირებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა, მალე სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მკვლელობის მოტივზე ჯერ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. ერთი ვერსიით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სწორედ ეს გახდა აბრამიშვილების სახლში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი. მეზობლების თქმით, მათთვის მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ აკო აბრამიშვილს დეპრესია ჰქონდა. ერთ-ერთი მეზობელი იმასაც ამბობს, რომ დღის 2 საათზე ნახა ველოსიპედით მიმავალი აკაკი, მაგრამ მისთვის აღელვება არ შეუმჩნევია.

"იმ დღეს, ორ საათზე შემხვდა ველოსიპედით, წყნარად მომესალმა. აღელვება არ შემიმჩნევია. არც იარაღის ხმა გაგვიგია, არც ჩხუბის, თორემ ხომ მივეშველებოდით. თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო. მიზეზი არ ვიცით, ძალიან კარგი ხალხია მოკლული, ამ ბიჭზეც ცუდს ვერ ვიტყვი. თბილისში სწავლობდა, იქ ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, მგონი, სადღაც მუშაობდა კიდეც, მერე ჩამოვიდა თელავში და ახლა სახლში იყო, შოკირებულები ვართ". გააგრძელეთ კითხვა

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმეს

სოფელ კაბალში მამაკაცი საკუთარი რესტორნის მიმდებარედ დაჭრეს

ფონიჭალაში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს