Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადრეც იყო ასეთი შემთხვევა, როცა აიყვანეს საზღვრის დამრღვევი რუსები თუ ოსები, მაგრამ სამინისტროდან დარეკეს და გააშვებინეს“ - რა მოხდა ხურვალეთში?
"ადრეც იყო ასეთი შემთხვევა, როცა აიყვანეს საზღვრის დამრღვევი რუსები თუ ოსები, მაგრამ სამინისტროდან დარეკეს და გააშვებინეს“ - რა მოხდა ხურვალეთში?

7 მარტს ხურ­ვა­ლეთ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, სრო­ლა იყო. ხურ­ვა­ლე­თის მკვიდრი რა­მაზ ჩა­ლა­უ­რი მი­წის სა­კუ­თარ ნაკ­ვეთს ამუ­შა­ვებ­და, რა დრო­საც რუსი ე.წ. მე­სა­ზღვრე­ე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ და მისი და­კა­ვე­ბა უკა­ნო­ნოდ სცა­დეს, შემ­თხვე­ვას მოჰ­ყვა სრო­ლაც. ამის შემ­დეგ ად­გილ­ზე ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია გა­მო­ცხად­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვებ­მა რუს მე­სა­ზღვრე­ებს ჯერ ია­რა­ღი ჩა­მო­არ­თვეს, შემ­დეგ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ცხელ ხაზ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას აც­ნო­ბეს, მათი გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ კი ორი­ვე პირი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ოკუ­პანტ მხა­რეს გა­დას­ცეს.

"მი­წას ვხნავ­დი, შე­მო­ვიდ­ნენ რუ­სე­ბი და გა­მო­მე­კიდ­ნენ, და­ვაგ­დე ტრაქ­ტო­რი და გა­მო­ვი­ქე­ცი. ორი რუსი იყო. სოფ­ლამ­დე მდი­ეს, ჩვენ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მიშ­ვე­ლეს, მერე რა მოხ­და, არ ვიცი. იმ ად­გილ­ზე სხვა დრო­საც ვმუ­შა­ობ­დი ხოლ­მე, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­აა", - აცხა­დებს რა­მაზ ჩა­ლა­უ­რი.

ambebi.ge სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თის მკვიდრს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც შემ­დე­გი გვი­ამ­ბო:

"ეს კაცი თა­ვის ბაღ­ში მუ­შა­ობ­და, მი­წას ხნავ­და. გა­მო­ე­კი­და ორი მე­სა­ზღვრე და სახ­ლის კა­რამ­დე სდი­ეს, 600 მეტრზე გად­მო­ვიდ­ნენ და სდი­ეს. ჩა­ლა­უ­რი ჩვენ­მა პო­ლი­ცი­ამ გა­და­არ­ჩი­ნა, თო­რემ ახლა იზო­ლა­ტორ­ში იქ­ნე­ბო­და. მოკ­ლედ, რუ­სე­ბი და ოსე­ბი ნა­დი­რო­ბენ ჩვენ­ზე, ში­შით მიწა ვერ დაგ­ვი­მუ­შა­ვე­ბია. ეს კაცი ცხინ­ვა­ლი­და­ნაა, ლტოლ­ვი­ლია და ხურ­ვა­ლე­თის ჩა­მო­სახ­ვევ­ში ცხოვ­რობს. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სულ 139 ტოლ­ვი­ლის ოჯა­ხი ცხოვ­რობს. მათი მინ­დვ­რე­ბიც, რო­გორც ჩვე­ნი, ესა­ზღვრე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს, წი­ნა­გა­რას. ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვის მინ­დორს ხნავ­და, გად­მო­ვიდ­ნენ და მისი და­ჭე­რა სცა­დეს. ისე, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძი­რი­თა­დად ოსე­ბი შე­მო­დი­ან, ცხინ­ვა­ლე­ლი "მე­სა­ზღვრე­ე­ბი“ ბე­და­ვენ და შე­მო­დი­ან. ჩვენს მხა­რე­ში ვი­საც კი იჭე­რენ, ამას ძი­რი­თა­დად ოსე­ბი აკე­თე­ბენ, ვი­თომ მე­სა­ზღვრე­ე­ბი - ხნუ­ლებს კვე­თენ, გად­მოძ­ვრე­ბი­ან 100 მეტრზე, გა­და­ათ­რე­ვენ ქარ­თვე­ლებს, მერე მათ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უღე­ბენ სუ­რა­თებს, თით­ქოს აი, სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თა და აქ და­ვი­ჭი­რე­თო. როცა რა­მაზ ჩა­ლა­ურს გა­მო­ე­კიდ­ნენ, ჯერ ჰა­ერ­ში ის­რო­ლეს, გა­ჩერ­დიო. ეს არ და­ე­მორ­ჩი­ლა, ტრაქ­ტო­რი მი­აგ­დო და გა­მო­იქ­ცა. ჩვე­ნი პო­ლი­ცია პი­კა­პე­ბით პატ­რუ­ლი­რებს სო­ფელ­ში, ახ­ლოს ყო­ფი­ლან და მათ ის ორი "მე­სა­ზღვრე“ ალ­ყა­ში მო­უქ­ცე­ვი­ათ, აიყ­ვა­ნეს კი­დეც, მაგ­რამ ეტყო­ბა, და­უ­რე­კეს, გა­უშ­ვი­თო და გა­უშ­ვეს. ად­რეც იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა აიყ­ვა­ნეს სა­ზღვრის დამ­რღვე­ვი რუ­სე­ბი, თუ ოსე­ბი, მაგ­რამ სა­მი­ნის­ტრო­დან და­რე­კეს და გა­აშ­ვე­ბი­ნეს“, - გვიყ­ვე­ბა ხურ­ვა­ლე­თის მკვიდ­რი.

მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ვა სუს-შიც გა­კეთ­და.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ და­უ­კა­ვე­ბია.

"7 მარტს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს გას­წვრივ, სოფ. ხურ­ვა­ლე­თის მიმ­დე­ბა­რედ პო­ლი­ცი­ამ აღ­კვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბა.

უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის აღ­კვე­თის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ამ შე­ა­ჩე­რა სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, ცხე­ლი ხა­ზის დახ­მა­რე­ბით და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ვი­თა­რე­ბა გა­ნი­მუხ­ტა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომულუსი
48

ქაცარავამ დაგვმოძღვრა -დაეჭირათ და მერე გაგვეცვალაო. ქაცარავას ჭკუაზე იარონ ნაცებმა! თუ ოსები და რუსები იჭერენ, მიზეზი ერთია - "სახელმწიფო საზღვარი დაარღვიაო" ჩვენც თუ დავიჭერთ, იმ "საზღვრის" აღიარება არ იქნება?

!!!
10

უნდა დააკავო აქ გადმოსული რუსები და ოსები, და მიუსაჯო 12 წელი, როგორც გახელაძეს მიუსაჯეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ადრეც იყო ასეთი შემთხვევა, როცა აიყვანეს საზღვრის დამრღვევი რუსები თუ ოსები, მაგრამ სამინისტროდან დარეკეს და გააშვებინეს“ - რა მოხდა ხურვალეთში?

"ადრეც იყო ასეთი შემთხვევა, როცა აიყვანეს საზღვრის დამრღვევი რუსები თუ ოსები, მაგრამ სამინისტროდან დარეკეს და გააშვებინეს“ - რა მოხდა ხურვალეთში?

7 მარტს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან, სროლა იყო. ხურვალეთის მკვიდრი რამაზ ჩალაური მიწის საკუთარ ნაკვეთს ამუშავებდა, რა დროსაც რუსი ე.წ. მესაზღვრეები გადმოვიდნენ და მისი დაკავება უკანონოდ სცადეს, შემთხვევას მოჰყვა სროლაც. ამის შემდეგ ადგილზე ქართული პოლიცია გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცვებმა რუს მესაზღვრეებს ჯერ იარაღი ჩამოართვეს, შემდეგ მომხდარის შესახებ ცხელ ხაზსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობეს, მათი გამოკითხვის შემდეგ კი ორივე პირი გაათავისუფლეს და ოკუპანტ მხარეს გადასცეს.

"მიწას ვხნავდი, შემოვიდნენ რუსები და გამომეკიდნენ, დავაგდე ტრაქტორი და გამოვიქეცი. ორი რუსი იყო. სოფლამდე მდიეს, ჩვენმა პოლიციელებმა მიშველეს, მერე რა მოხდა, არ ვიცი. იმ ადგილზე სხვა დროსაც ვმუშაობდი ხოლმე, ჩვენი ტერიტორიაა", - აცხადებს რამაზ ჩალაური.

ambebi.ge სოფელ ხურვალეთის მკვიდრს დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი გვიამბო:

"ეს კაცი თავის ბაღში მუშაობდა, მიწას ხნავდა. გამოეკიდა ორი მესაზღვრე და სახლის კარამდე სდიეს, 600 მეტრზე გადმოვიდნენ და სდიეს. ჩალაური ჩვენმა პოლიციამ გადაარჩინა, თორემ ახლა იზოლატორში იქნებოდა. მოკლედ, რუსები და ოსები ნადირობენ ჩვენზე, შიშით მიწა ვერ დაგვიმუშავებია. ეს კაცი ცხინვალიდანაა, ლტოლვილია და ხურვალეთის ჩამოსახვევში ცხოვრობს. იმ ტერიტორიაზე სულ 139 ტოლვილის ოჯახი ცხოვრობს. მათი მინდვრებიც, როგორც ჩვენი, ესაზღვრება საოკუპაციო ხაზს, წინაგარას. ეს ადამიანი თავის მინდორს ხნავდა, გადმოვიდნენ და მისი დაჭერა სცადეს. ისე, სიმართლე გითხრათ, ჩვენს ტერიტორიაზე ძირითადად ოსები შემოდიან, ცხინვალელი "მესაზღვრეები“ ბედავენ და შემოდიან. ჩვენს მხარეში ვისაც კი იჭერენ, ამას ძირითადად ოსები აკეთებენ, ვითომ მესაზღვრეები - ხნულებს კვეთენ, გადმოძვრებიან 100 მეტრზე, გადაათრევენ ქართველებს, მერე მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე უღებენ სურათებს, თითქოს აი, საზღვარი გადმოკვეთა და აქ დავიჭირეთო. როცა რამაზ ჩალაურს გამოეკიდნენ, ჯერ ჰაერში ისროლეს, გაჩერდიო. ეს არ დაემორჩილა, ტრაქტორი მიაგდო და გამოიქცა. ჩვენი პოლიცია პიკაპებით პატრულირებს სოფელში, ახლოს ყოფილან და მათ ის ორი "მესაზღვრე“ ალყაში მოუქცევიათ, აიყვანეს კიდეც, მაგრამ ეტყობა, დაურეკეს, გაუშვითო და გაუშვეს. ადრეც იყო ასეთი შემთხვევა, როცა აიყვანეს საზღვრის დამრღვევი რუსები, თუ ოსები, მაგრამ სამინისტროდან დარეკეს და გააშვებინეს“, - გვიყვება ხურვალეთის მკვიდრი.

მომხდარის თაობაზე განცხადევა სუს-შიც გაკეთდა.

მათი ინფორმაციით, ცენტრალურ ხელისუფლებას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ დაუკავებია.

"7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა.

უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და ვითარება განიმუხტა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხმაური რიონის ხეობაში, ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა და დამატებითი საპოლიციო ძალები - რას აცხადებენ შსს - ში?

გამყრელიძის თქმით, განცხადება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე  ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“

ვინ არის "5/35-ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტის, 211 084 ლარის გამარჯვებული?