სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე
"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე

"არ იჯე­რებს ხალ­ხი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბის ძა­ლა­დო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბას, ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს იც­ნობს ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო, არ და­ი­ჯე­რე­ბენ ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის ძა­ლა­დო­ბას და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, უგუ­ლა­ვას და ბო­კე­რი­ას კდე­მა­მო­სი­ლე­ბას", - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის, ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დიო ჩა­ნა­წერს.

მისი თქმით, ჩა­ნა­წე­რე­ბი 2010 წელს არის გა­კე­თე­ბუ­ლი და მას ოპო­ზი­ცია "შავი დღის­თვის" ინა­ხავ­და.

"ლელო" და სხვა პარ­ტი­ე­ბი რა კონ­კრე­ტულ მე­სი­ჯებს გა­ახ­მო­ვა­ნე­ბენ, ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სა­ერ­თო მი­ზა­ნი ხომ ვი­ცით, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის ჩაშ­ლაა - „არ დავ­ჯდე­ბით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს­თან, არ დავ­ჯდე­ბით ვთქვათ ირაკ­ლი კო­ბა­ხო­ძეს­თან ერ­თად", ამას იტყვი­ან ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან მათ სჭირ­დე­ბო­დათ სა­ბა­ბი, ეს სა­ბა­ბი ჰქონ­დათ „შავი დღის­თვის“ გა­და­ნა­ხუ­ლი. როცა სხვა გზა არ ჰქონ­დათ, ჩიხ­ში იყ­ვნენ, რომ უნდა დამ­ჯდა­რიყ­ვნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, მა­შინ გა­მო­აგ­დეს ეს ფალ­სი­ფი­კა­ცია, ეს სიც­რუე, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ამოჭ­რი­ლი სი­ტყვე­ბი, ფრა­ზე­ბი რა­ღაც ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ი­და­ნაც ამოჭ­რეს, ის ჩა­ნა­წე­რე­ბიც კი 2010-2011 წლებ­შია გა­კე­თე­ბუ­ლი და აქეთ შე­ტე­ვას ბე­და­ვენ და კად­რუ­ლო­ბენ იმ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ჯერ მო­ის­მი­ნეს 2010-2011 წლებ­ში, მერე და­ა­მონ­ტა­ჟეს, მერე სიც­რუე შექ­მნეს და ყალ­ბი კონ­ტენ­ტი შექ­მნეს და არ გაბ­რაზ­და ეს ხალ­ხი ამა­ზეც, ბოლო გას­რო­ლაც ისე­თი გა­მო­უ­ვი­დათ, რო­მელ­მაც ვერ მი­აღ­წია მი­ზანს და შე­დე­გი ვერ მი­ი­ღო, რად­გან ობი­ექ­ტუ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ამა­ზე არ გაბ­რაზ­დე­ბა. არ იჯე­რებს ეს ხალ­ხი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბის ძა­ლა­დო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბას, რაც არ უნდა გვაბ­რა­ლონ, ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე მი­ვი­და და ძა­ლა­დო­ბა ჩა­ი­დი­ნაო, ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს იც­ნობს ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო და არ და­ი­ჯე­რე­ბენ ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის ძა­ლა­დო­ბას და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, უგუ­ლა­ვას და ბო­კე­რი­ას კდე­მა­მო­სი­ლე­ბას და რა გა­ვა­კე­თოთ ახლა?! ძა­ლით ხომ არ და­ვა­ჯე­რებთ? არ არის ეს ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სი­მარ­თლეს­თან არის ახ­ლოს“, - აცხა­დებს მდი­ნა­რა­ძე.

კი­თხვა­ზე, რაზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ ჩა­ნა­წე­რი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ხომ არ უნდა და­ად­გი­ნოს ეს შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნომ და უნდა და­ი­წყოს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მდი­ნა­რა­ძე აცხა­დებს, რომ ეს პო­ლი­ტი­კო­სის სათ­ქმე­ლი არ არის.

„ეს არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ მე, პო­ლი­ტი­კო­სი ვერ ვი­ტყვი პრო­კუ­რა­ტუ­რის ნაც­ვლად ვე­რა­ფერს. როცა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს ხე­დავს პრო­კუ­რა­ტუ­რა, მა­შინ იწყებს გა­მო­ძი­ე­ბას, როცა ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი­დან გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი რა­ღაც ქმე­დე­ბე­ბი და და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს არ ხე­დავს, არ და­ი­წყებს. მე ამას ვერ მი­ვუ­თი­თებ, არც მი­ვუ­თი­თებ და არც ვი­ტყვი, რად­გან იმ წამ­სვე თქვე­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბა მე­ტყვით, რომ თქვენ მი­უ­თი­თეთ, ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კოს­მა თქვას, ამა­ზე უნდა და­ი­წყოს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sos
82

ყველას სჯერა ქოცების გარდა. რაც ნაცები იყვნენ მოძალადეები იგივე ხართ თქვენ.და პასუხი უნდა გაგებინოთ ქართველმა ხალხმა ორივეს . იმედია მალე დადგება ეს დღე

!!!???
10

ვერავინ დამაჯერებს, რომ ეგ ოცნების რაზმიდან არაა გაკეთებული))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე

"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე

"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, ანზორ ჩუბინიძეს იცნობს ნახევარი საქართველო, არ დაიჯერებენ ანზორ ჩუბინიძის ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას", - ასე ეხმიანება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო მონაწილეობით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს.

მისი თქმით, ჩანაწერები 2010 წელს არის გაკეთებული და მას ოპოზიცია "შავი დღისთვის" ინახავდა.

"ლელო" და სხვა პარტიები რა კონკრეტულ მესიჯებს გაახმოვანებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საერთო მიზანი ხომ ვიცით, რომ მოლაპარაკების ჩაშლაა - „არ დავჯდებით ირაკლი ღარიბაშვილთან, მამუკა მდინარაძესთან, არ დავჯდებით ვთქვათ ირაკლი კობახოძესთან ერთად", ამას იტყვიან ბუნებრივია, რადგან მათ სჭირდებოდათ საბაბი, ეს საბაბი ჰქონდათ „შავი დღისთვის“ გადანახული. როცა სხვა გზა არ ჰქონდათ, ჩიხში იყვნენ, რომ უნდა დამჯდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია, ეს სიცრუე, დამონტაჟებული, ამოჭრილი სიტყვები, ფრაზები რაღაც ამბავთან დაკავშირებული. საიდანაც ამოჭრეს, ის ჩანაწერებიც კი 2010-2011 წლებშია გაკეთებული და აქეთ შეტევას ბედავენ და კადრულობენ იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ მოისმინეს 2010-2011 წლებში, მერე დაამონტაჟეს, მერე სიცრუე შექმნეს და ყალბი კონტენტი შექმნეს და არ გაბრაზდა ეს ხალხი ამაზეც, ბოლო გასროლაც ისეთი გამოუვიდათ, რომელმაც ვერ მიაღწია მიზანს და შედეგი ვერ მიიღო, რადგან ობიექტური დამკვირვებელი ამაზე არ გაბრაზდება. არ იჯერებს ეს ხალხი „ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, რაც არ უნდა გვაბრალონ, ანზორ ჩუბინიძე მივიდა და ძალადობა ჩაიდინაო, ანზორ ჩუბინიძეს იცნობს ნახევარი საქართველო და არ დაიჯერებენ ანზორ ჩუბინიძის ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას და რა გავაკეთოთ ახლა?! ძალით ხომ არ დავაჯერებთ? არ არის ეს ის მოცემულობა, რომელიც სიმართლესთან არის ახლოს“, - აცხადებს მდინარაძე.

კითხვაზე, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია, ხომ არ უნდა დაადგინოს ეს შესაბამისმა ორგანომ და უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება შესაძლო დანაშაულის ნიშნებთან დაკავშირებით, მდინარაძე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკოსის სათქმელი არ არის.

„ეს არაერთხელ მითქვამს, რომ მე, პოლიტიკოსი ვერ ვიტყვი პროკურატურის ნაცვლად ვერაფერს. როცა დანაშაულის ნიშნებს ხედავს პროკურატურა, მაშინ იწყებს გამოძიებას, როცა ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგიდან განპირობებული რაღაც ქმედებები და დანაშაულის ნიშნებს არ ხედავს, არ დაიწყებს. მე ამას ვერ მივუთითებ, არც მივუთითებ და არც ვიტყვი, რადგან იმ წამსვე თქვენი უმრავლესობა მეტყვით, რომ თქვენ მიუთითეთ, ამიტომ არ შეიძლება პოლიტიკოსმა თქვას, ამაზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება,"- განაცხადა მდინარაძემ.

"ამერიკის მთავარი გზავნილია, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება" - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების განცხადებებს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გუშინ სენატორებმა ხელისუფლებას ყურები შეიძლება არ მოახიეს, მაგრამ ყურში ხელი ნამდვილად მოკიდეს - მოხევა როდის იქნება, ეს მეორე საკითხია" - გიგი წერეთელი