მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვამხელ მოძალადეებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს... არ შევეგუები უსამართლობას" - ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა
"ვამხელ მოძალადეებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს... არ შევეგუები უსამართლობას" - ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "დროა“ და­ა­ფუძნა. რო­გორც ის გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს, ამ­ხელს კო­რუმ­პი­რე­ბულ ჩი­ნოვ­ნი­კებს, მო­ძა­ლა­დე­ებს, გამ­ყალ­ბებ­ლებს, ქურ­დებს, ნე­პო­ტიზმს, რუ­სეთ­თან კავ­ში­რებს და არ შე­ე­გუ­ე­ბა უსა­მარ­თლო­ბას.

"ჩვენ ვცხოვ­რობთ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ღა­რიბ და უსა­მარ­თლო ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც შე­უძ­ლია იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მდი­და­რი. 3-მი­ლი­ონ 700 ათა­სი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან 400 ათა­სი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია, 300 ათა­სი მო­ვა­ლე­თა რე­ესტრშია, 600 ათასს ლომ­ბარ­დის ვალი აქვს. 2012-2019 წწ-ში 760 ათა­სი ადა­მი­ა­ნია ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი.

2018 წლის "იუ­ნი­სე­ფის“ დას­კვნით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 69% ღა­რი­ბია. კო­ვი­დით გა­მოწ­ვე­უ­ლი უმუ­შევ­რო­ბის შე­დე­გად, შე­საძ­ლოა, და­მა­ტე­ბით 160 ათა­სი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს სი­ღა­რი­ბე­ში, ხოლო 400 ათას ადა­მი­ანს შე­მო­სა­ვა­ლი შე­უმ­ცირ­დეს. ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სურ­სათ­ზე ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 48%-ით გა­ი­ზარ­და, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე კი 65-70%-ით. 2012 წლი­დან სა­გა­რეო ვალი 3-ჯერ გა­ი­ზარ­და. სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბით ევ­რო­პის 46 ქვეყ­ნი­დან 44-ე ად­გილ­ზე ვართ. ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ნა­წილ-ნა­წილ ვკარ­გავთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს. ჩვენ­თვის არ არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლო, სა­დაც თავს და­ვი­ცავთ. პრო­კუ­რა­ტუ­რა ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლებს ას­რუ­ლებს, პო­ლი­ცია პო­ლი­ტი­კურ და­ვა­ლე­ბებს იღებს, სუს-ი კი ადა­მი­ა­ნე­ბის შან­ტა­ჟი­თა და კონ­ტრო­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. პარ­ლა­მენ­ტი ერთი კა­ცის სა­ქებ­რად შეკ­რე­ბილ 96 სუ­ბი­ექტს წარ­მო­ად­გენს. ყვე­ლა­ზე დიდი ბო­რო­ტე­ბა უი­მე­დო­ბაა.

სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­და მუდ­მი­ვად ცდი­ლობს დაგ­ვა­ჯე­როს, რომ კო­რუფ­ცია, გა­ჭირ­ვე­ბა, უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა და ოკუ­პა­ცია ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა და ბე­დის­წე­რაა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს ჩვენ უნდა შევ­ცვა­ლოთ. ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით, თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბით და მკა­ფიო გეგ­მით. დროა, ვაჩ­ვე­ნოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ვხე­დავთ, რაც ხდე­ბა და არ შე­ვე­გუ­ე­ბით. ვამ­ხელ კო­რუმ­პი­რე­ბულ ჩი­ნოვ­ნი­კებს, მო­ძა­ლა­დე­ებს, გამ­ყალ­ბებ­ლებს, ქურ­დებს, კლა­ნის წევ­რებს, ნე­პო­ტიზმს, რუ­სეთ­თან კავ­ში­რებს და ყვე­ლა­ნა­ირ უსა­მარ­თლო­ბას, ვამ­ხელ და არ შე­ვე­გუ­ე­ბი.

თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­იც­ვათ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი, თქვე­ნი ოჯა­ხის, თქვე­ნი სოფ­ლის, ქა­ლა­ქის, რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა უსა­მარ­თლო­ბის­გან. თქვენ არ იქ­ნე­ბით მარ­ტო, ჩვენ უსა­მარ­თლო­ბას­თან მებ­რძოლ არ­ცერთ ადა­მი­ანს არ დავ­ტო­ვებთ მარ­ტო. მოგ­ვაწ­ვდი­ნეთ ხმა“,-აცხა­დებს ხოშ­ტა­რია ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
96

მაოცებს ქართული ოპოზიცია, კარგად შეუძლიათ გაჩვენონ როგორი ხიხიები არიან სხვები. როგორ ცუდად აკეთებენ სხვები ყველაფერს და როგორ კარგად იქნება ყველაფერი როცა ესენი მთავრობაში მოვლენ... არავის, არცერთ პარტიას კარგად მოფიქრებული და შემუშავებული გეგმა თუ რას გააკეთებენ მთავრობაში მოსვლის შემდეგ არ აქვს. მთავარი მიზანია ხელისუფლებაში შეცვლა იმიტომ რომ ამათი აზრით ესენი უკეთესები არიან.

მელიტონ ბელთაძე
0

რა მაგარიაა...სად შეიძლება გაწევრიანდეს კაცი? სვისტოკები გვაქვს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ვამხელ მოძალადეებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს... არ შევეგუები უსამართლობას" - ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა

"ვამხელ მოძალადეებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს... არ შევეგუები უსამართლობას" - ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა“ დააფუძნა. როგორც ის გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, ამხელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და არ შეეგუება უსამართლობას.

"ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და უსამართლო ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია იყოს წარმატებული და მდიდარი. 3-მილიონ 700 ათასიანი მოსახლეობიდან 400 ათასი სოციალურად დაუცველია, 300 ათასი მოვალეთა რეესტრშია, 600 ათასს ლომბარდის ვალი აქვს. 2012-2019 წწ-ში 760 ათასი ადამიანია ქვეყნიდან წასული.

2018 წლის "იუნისეფის“ დასკვნით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 69% ღარიბია. კოვიდით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად, შესაძლოა, დამატებით 160 ათასი ადამიანი აღმოჩნდეს სიღარიბეში, ხოლო 400 ათას ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. ბოლო 8 წლის განმავლობაში სურსათზე ფასი დაახლოებით 48%-ით გაიზარდა, მედიკამენტებზე კი 65-70%-ით. 2012 წლიდან საგარეო ვალი 3-ჯერ გაიზარდა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ევროპის 46 ქვეყნიდან 44-ე ადგილზე ვართ. ამ ყველაფრის პარალელურად, ნაწილ-ნაწილ ვკარგავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენთვის არ არსებობს სასამართლო, სადაც თავს დავიცავთ. პროკურატურა ივანიშვილის სურვილებს ასრულებს, პოლიცია პოლიტიკურ დავალებებს იღებს, სუს-ი კი ადამიანების შანტაჟითა და კონტროლით არის დაკავებული. პარლამენტი ერთი კაცის საქებრად შეკრებილ 96 სუბიექტს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ბოროტება უიმედობაა.

სახელმწიფო პროპაგანდა მუდმივად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ კორუფცია, გაჭირვება, უპერსპექტივობა და ოკუპაცია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და ბედისწერაა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ. ჩვენი ძალისხმევით, თანმიმდევრულობით და მკაფიო გეგმით. დროა, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით. ვამხელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და ყველანაირ უსამართლობას, ვამხელ და არ შევეგუები.

თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები, თქვენი ოჯახის, თქვენი სოფლის, ქალაქის, რაიონის მოსახლეობა უსამართლობისგან. თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო. მოგვაწვდინეთ ხმა“,-აცხადებს ხოშტარია ვიდეომიმართვაში.