ავტორი:

"ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს" - გიგი უგულავა

"ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს" - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კრიზისს ვერ განმუხტავს და მოლაპარაკებების შედეგს დააზიანებს.

ამასთან, როგორც გიგი უგულავამ ოპოზიციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას, მოლაპარაკებების პროცესი რაიმე "გამოგონილი მიზეზით“ ჩაშალოს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განხმუხტვამდე, უფრო პირიქით. ამიტომ გვინდა მოვუწოდოთ "ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან, რაუნდები - თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.

ამასთანავე, ჩვენ, "ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა - რას წერს ნატალი საბანაძე სოციალურ ქსელში

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავენ

"ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი" - გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს