მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი) ეპარ­ქი­ის ორ დი­ა­კონს - კონ­სტან­ტი­ნე გა­ბი­სო­ნი­ა­სა და პეტ­რე ღუ­დუ­შა­ურს მღვდელ­მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუკ­რძა­ლა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, ბრძა­ნე­ბა მღვდელმთა­ვარ­მა მას შემ­დეგ გა­მოს­ცა, რაც დი­აკ­ვნებ­მა, წე­რი­ლო­ბი­თი თუ პი­რა­დი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უარი გა­ნა­ცხა­დეს ეპარ­ქი­ის ახალ მმარ­თველ მიტ­რო­პო­ლიტ­თან ერ­თად მსა­ხუ­რე­ბა­ზე.

"ჭყონ­დი­დის მღვდელმთავ­რის მო­წო­დე­ბა­ზე, მას­თან ერ­თად სამ­ღვდელმთავ­რო მსა­ხუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე, დი­აკ­ვნებ­მა კონ­სტან­ტი­ნე გა­ბი­სო­ნი­ამ და პეტ­რე ღუ­დუ­შა­ურ­მა არ ინე­ბეს თა­ვი­სი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­თან თა­ნამ­სა­ხუ­რე­ბა.

მრა­ვა­ლი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა და შე­გო­ნე­ბის პა­სუ­ხად, მათ უც­ნა­უ­რი „მი­მარ­თვა“ გა­მო­აგ­ზავ­ნეს, რო­მელ­შიც გა­ნა­ცხა­დეს, რომ „ძალა არ შეს­წევთ“, „ღვთის­გან“ მათ­ზე „და­კის­რე­ბუ­ლი სა­დი­აკ­ვნე მსა­ხუ­რე­ბის“ ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლი­ტის „გვერ­დით აღ­სრუ­ლე­ბი­სა“.

ამ „მი­მარ­თვის“ მი­ღე­ბის შემ­დეგ, ჩვენ კვლავ შე­ვე­ცა­დეთ მათი, ახლა უკვე წე­რი­ლო­ბი­თი შე­გო­ნე­ბა და მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის აღ­სრუ­ლე­ბის­კენ მო­წო­დე­ბა, თუმ­ცა, მათ ეს ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბაც უგუ­ლე­ბელ­ჰყვეს, რის გა­მოც იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბი­სა და სა­ეკ­ლე­სიო წეს­რი­გის აღ­სად­გე­ნად:

ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ წმ. მო­ცი­ქულ­თა 39-ე, მე­ო­თხე მსოფ­ლიო კრე­ბის მე-8, კარ­თა­გე­ნის კრე­ბის მე-8 და ორგზი­სი კრე­ბის მე-13 კა­ნო­ნით და ავუკ­რძა­ლოთ დი­ა­კონ კონ­სტან­ტი­ნე გა­ბი­სო­ნი­ა­სა და დი­ა­კონ პეტ­რე ღუ­დუ­შა­ურს ნე­ბის­მი­ერ მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მღვდელმსა­ხუ­რე­ბა­ში მათი აღ­დგე­ნის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა მხო­ლოდ მათ მიერ გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლის სა­ჯა­რო გა­მო­ხატ­ვის შემ­თხვე­ვა­ში.

ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა ეძ­ლე­ვა დი­ა­კონ ანა­ნია კა­ლან­დი­ას, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერთხელ (აბა­შა­ში), ისიც დაგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ცხად­და მსა­ხუ­რე­ბა­ზე. მო­ვუ­წო­დებ მას, და­ე­მორ­ჩი­ლოს მღვდელმთავ­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით მა­საც ავუკ­რძა­ლოთ მსა­ხუ­რე­ბა.

მო­ვუ­წო­დებ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის ცხოვ­რე­ბა­ში შფო­თის შე­მომ­ტან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და ბერ-მო­ნაზვნებს, აგ­რეთ­ვე, მათ უგუ­ნურ ქმე­დე­ბებს აყო­ლილ სა­ე­რო პი­რებს, ნუ მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბულ ბრძო­ლა­ში, არა­მედ, ხელი შე­უ­წყონ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის აღორ­ძი­ნე­ბა­სა და ღვთი­სად­მი კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას“, - ვკი­თხუ­ლობთ მიტ­რო­პო­ლიტ სტე­ფა­ნეს ბრძა­ნე­ბა­ში.

ამას­თან, „აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა აღ­სას­რუ­ლებ­ლად ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე“, - ნათ­ქვა­მია ბრძა­ნე­ბის და­სას­რულს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
23

ესენი ხო თავიანთ ვაქხანალიებით ტვინი წაიღეს 

ვი–რუსი
22

ამათ ვინ დაუდგინათ ჩინ მენდლები? ფარისევლები! 

ავტორი:

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

"ჭყონდიდის მღვდელმთავრის მოწოდებაზე, მასთან ერთად სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილეობის თაობაზე, დიაკვნებმა კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა არ ინებეს თავისი პირდაპირი მოვალეობის აღსრულება და ჭყონდიდის მიტროპოლიტთან თანამსახურება.

მრავალი გაფრთხილებისა და შეგონების პასუხად, მათ უცნაური „მიმართვა“ გამოაგზავნეს, რომელშიც განაცხადეს, რომ „ძალა არ შესწევთ“, „ღვთისგან“ მათზე „დაკისრებული სადიაკვნე მსახურების“ ჭყონდიდის მიტროპოლიტის „გვერდით აღსრულებისა“.

ამ „მიმართვის“ მიღების შემდეგ, ჩვენ კვლავ შევეცადეთ მათი, ახლა უკვე წერილობითი შეგონება და მათზე დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისკენ მოწოდება, თუმცა, მათ ეს ბოლო გაფრთხილებაც უგულებელჰყვეს, რის გამოც იძულებული ვართ ჭყონდიდის ეპარქიაში კეთილმსახურებისა და საეკლესიო წესრიგის აღსადგენად:

ვიხელმძღვანელოთ წმ. მოციქულთა 39-ე, მეოთხე მსოფლიო კრების მე-8, კართაგენის კრების მე-8 და ორგზისი კრების მე-13 კანონით და ავუკრძალოთ დიაკონ კონსტანტინე გაბისონიასა და დიაკონ პეტრე ღუდუშაურს ნებისმიერ მღვდელმოქმედებაში მონაწილეობა.

მღვდელმსახურებაში მათი აღდგენის საკითხი განიხილება მხოლოდ მათ მიერ გულწრფელი სინანულის საჯარო გამოხატვის შემთხვევაში.

ბოლო გაფრთხილება ეძლევა დიაკონ ანანია კალანდიას, რომელიც მხოლოდ ერთხელ (აბაშაში), ისიც დაგვიანებით, გამოცხადდა მსახურებაზე. მოვუწოდებ მას, დაემორჩილოს მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მასაც ავუკრძალოთ მსახურება.

მოვუწოდებ ჭყონდიდის ეპარქიის ცხოვრებაში შფოთის შემომტან სასულიერო პირებსა და ბერ-მონაზვნებს, აგრეთვე, მათ უგუნურ ქმედებებს აყოლილ საერო პირებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში, არამედ, ხელი შეუწყონ ჭყონდიდის ეპარქიის სულიერი ცხოვრების აღორძინებასა და ღვთისადმი კეთილმსახურების გაძლიერებას“, - ვკითხულობთ მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებაში.

ამასთან, „აღნიშნული ბრძანება სავალდებულოა აღსასრულებლად ხელმოწერისთანავე“, - ნათქვამია ბრძანების დასასრულს.

"ჩემი სიძის რაღაცებს არ ვიზიარებ, მე ხომ არ ვარ "ნაციონალი", მაგრამ..." - გივი სიხარულიძე გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის მადლობას იხდის

საპატრიარქო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს მიმართავს

"გადაღების წინ 40 დღე ჩაიკეტა, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა..." - რას იხსენებენ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან მისი მეგობრები და კოლეგები?