პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფარული ჩანაწერების სამიზნე ღარიბაშვილი იყო და ივანიშვილის ოჯახი საშუალებად გამოიყენეს" - რამაზ საყვარელიძე
"ფარული ჩანაწერების სამიზნე ღარიბაშვილი იყო და ივანიშვილის ოჯახი საშუალებად გამოიყენეს" - რამაზ საყვარელიძე

პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­მიზ­ნე, სა­დაც მოქ­მე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რე­ბენ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იყო და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხი მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს. ამის შე­სა­ხებ საყ­ვა­რე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი ვა­რა­უ­დობს, ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის უკან ოპო­ზი­ცია დგას.

ამას­თან, საყ­ვა­რე­ლი­ძის თქმით, კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს ისიც, რომ არ ჩანს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

"ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნის უკან ვა­რა­უ­დო­ბენ ხოლ­მე, რომ დგას ის, ვი­საც ეს მოვ­ლე­ნა უხა­რია, აი­ტა­ცებს, გა­მო­ი­ყე­ნებს. რო­გორც ჩანს, ოპო­ზი­ცი­ის ინ­ტე­რე­სი არის, თან ბოლო ჩა­ნა­წე­რე­ბის მერე პე­და­ლი­რე­ბა ხდე­ბა იმა­ზე, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უნდა ჩა­მოს­ცილ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­სო. რო­გორც ჩანს, სა­მიზ­ნე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იყო და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხი ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს. პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი ეგ იყო, რო­გორც მეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ არა მგო­ნია, რომ მი­ზანს მი­აღ­წი­ონ, რად­გან უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ბა­ბი უნდა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­დან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჩა­მო­ცი­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას და თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის დუ­მილს, საყ­ვა­რე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ კახა კა­ლა­ძის გა­მო­ჩე­ნა მარ­ტო ამ მი­ზე­ზით აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ იყო ისე­ვე, რო­გორც კო­ბა­ხი­ძის გა­მო­ჩე­ნა და სა­კი­თხზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა.

"რე­ა­ლუ­რად, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უნდა გა­არ­კვი­ონ რა ხდე­ბა. კახა კა­ლა­ძე ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი თუ არის, მარ­ტო ამ მი­ზე­ზით მისი გა­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა არ იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი. არც კო­ბა­ხი­ძის გა­მო­ჩე­ნა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე თუ მკი­თხავთ. ფაქ­ტი ერ­თია, რომ მომ­ჩი­ვა­ნი არ ჩანს. თუ ვინ­მეს არ­გა­მო­ჩე­ნა არის ამ თე­მა­ში პრობ­ლე­მა, არის მომ­ჩი­ვა­ნის არ­გა­მო­ჩე­ნა. აუ­თენ­ტუ­რო­ბის სა­კი­თხი ჩემი კომ­პე­ტენ­ცია არ არის, მაგ­რამ მომ­ჩი­ვა­ნის არ­გა­მო­ჩე­ნა ეჭვქვეშ აყე­ნებს, რომ სა­ერ­თოდ ეს მოვ­ლე­ნა რამე სე­რი­ო­ზუ­ლი იყო. თუ და­ნა­შა­უ­ლია, ვინ­მე უნდა და­ზა­რალ­დეს. თუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ ჩანს, მა­შინ და­ნა­შა­ულ­თან საქ­მე გვაქვს თუ არა, ეს კი­თხვა ის­მის“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ამას­თან, რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ ჩა­ნა­წე­რებ­ზე რე­აქ­ცი­ას და არა იმას, ის ავ­თენ­ტუ­რია თუ არა. მი­სი­ვე თქმით, არ შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ან ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი რე­აქ­ცია გა­უ­ჩი­ნა.

"ერთხანს ძა­ლი­ან დიდი ტალ­ღა იყო ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის და ეს ტალ­ღა მერე შე­სუს­ტდა. ვფიქ­რობ, ამ ტალ­ღის შე­სუს­ტე­ბა­ზე არ­სე­ბი­თად გავ­ლე­ნა იქო­ნია არა გა­მო­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ, არა­მედ იმან, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მის­ცა რე­აქ­ცია გა­მო­ძი­ე­ბებს. კერ­ძოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აგ­რე­სია მათ მი­მართ წა­რი­მარ­თა, ვინც ჩა­წე­რა, ვინც გა­ავ­რცე­ლა და არა იმათ მი­მართ, ვის­ზეც ეს ჩა­ნა­წე­რი იყო, ანუ მოქ­მედ პი­რებ­ზე არ აი­სა­ხა ამ ჩა­ნა­წე­რის შე­დე­გე­ბი; აი­სა­ხა შემ­ქმნე­ლებ­ზე და გა­მავ­რცე­ლებ­ლებ­ზე, რაც არ წარ­მო­ად­გენ­და რო­გორც ჩანს, მის მი­ზანს, ვინც ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა. მო­სახ­ლე­ო­ბის რე­აქ­ცია არ ემ­თხვე­ო­და ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლებ­ლის მი­ზანს და ამი­ტომ ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­ჩერ­და. მგო­ნია, რომ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ ჩა­ნა­წე­რებ­ზე რე­აქ­ცი­ას და არა იმას, ის ავ­თენ­ტუ­რია თუ არა.

ვერ ვი­ტყვი, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი რე­აქ­ცია გა­უ­ჩი­ნა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ან ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ. სე­რი­ო­ზუ­ლი რე­აქ­ცია ამა­ზე ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ. ამან რე­აქ­ცია გა­უ­ჩი­ნა ისევ და ისევ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის აქ­ტი­ვის­ტებს, რო­გორც ერთი ასე­ვე, მე­ო­რე მხრი­დან. მაგ­რამ არა მგო­ნია, რომ ამ აქ­ტი­ვის­ტებ­ზე გათ­ვლა იყოს ჩა­ნა­წე­რის მი­ზა­ნი. აქ­ტი­ვისტს სულ არ სჭირ­დე­ბა ჩა­ნა­წე­რი, ის, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უნდა იყოს თუ არა მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, ეს ნე­ბის­მი­ე­რი სხვა თე­მით შე­იძ­ლე­ბო­და წა­მო­ე­წია ოპო­ზი­ცი­ას, ამის­თვის ჩა­ნა­წე­რე­ბი სულ არ იყო სა­ჭი­რო. და­ვუშ­ვათ ის, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უფრო რა­დი­კა­ლუ­რია ოპო­ზი­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ვიდ­რე სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა „ოც­ნე­ბი­დან“. ეს იქ­ნე­ბო­და უფრო ლო­გი­კუ­რი და საკ­მა­რი­სი არ­გუ­მენ­ტი ამ მო­თხოვ­ნის წა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. ამ მო­თხოვ­ნის წა­მო­ყე­ნე­ბის­თვის ეს გა­უ­გე­ბა­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­თა ავ­თენ­ტუ­რო­ბაც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას, რო­მელ­ზეც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ ჩანს და ა.შ., ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა დი­დად აზ­რი­ან პრო­ცე­სად არ მი­მაჩ­ნია. ეს სარ­წმუ­ნო არც სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბა, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის თე­მა­ზე, მო­ი­თხო­ვეს, მო­ი­ტა­ნეთ სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქ­ტი. არ იყო ეს ვერ­დიქ­ტი და პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ყალ­ბე­ბის თე­მას ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს. აქ მით უფრო ის­მის სა­კი­თხი - მო­ი­ტა­ნეთ სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქ­ტი. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მხო­ლოდ ეს ვერ­დიქ­ტი იქ­ნე­ბა მათ­თვის სარ­წმუ­ნო“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მო­ი­პო­ვეს ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც, მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე პი­რის, მათ შო­რის ბავ­შვის დას­ჯას უკ­ვე­თავს.

ფა­რულ ჩა­ნა­წე­რე­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „ეს არის უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის უხე­ში ფაბ­რი­კა­ცია, სა­დაც ერთ მხა­რეს არის „ქარ­თუს“ პრე­ზი­დენ­ტი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მე­ო­რე მხა­რეს კი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი“. ამა­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გე­ბა რო­გორც მი­ნი­მუმ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ათე­უ­ლო­ბით ჩა­ნა­წე­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი­სა და ფრა­ზე­ბი­სა­გან.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატა
24

 როგორც პოლიტოლოგი გავიგეთ რა დონისაც ხართ, მაგრამ ადამიანის სახე ხომ არ უნდა დაკარგოთ, მორალიც აღარ გაქვთ? 

გოჩა
39

დასაწყისს რომ წაიკითხავ,დანარჩენის წაკითხვა უაზრობაა.ეს კაცი ეტყობა მთვარეზეა და ტელევიზორს არ უყურებს. დაზარალებული უკვე საკმაოდ გამოჩნდა ეთერში. ფაქტები გვინდა ფაქტები, ექსპერტიზა და დასკვნა. გვესმის რომ ოცნება მაგრად არის გაჭედილი კანონში. არ გინდათ ივანიშვილის, ღარიბაშვილის,ჩუბინიძის გაშავება, იმიტომ რომ ეს აბსოლიტურ დამარცხებას ნიშნავს მთლიანად ოცნების. ამიტომ თვითოეული ოცნების წევრი არღვევს კანონს, რაც გამოძიების არ დაწყებაში გამოიხატება. იცოდეთ ხალხი ამას არ დაუშვებს.გინდათ თუ არა ავთენტურობა მაინც დამტკიცდება.ეხლა როგორია კანონის უგულებელყოფა? მთელი გუნდი ერთ ხმაში რომ ახსენებდა მელიასთან დაკავშირებით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ფარული ჩანაწერების სამიზნე ღარიბაშვილი იყო და ივანიშვილის ოჯახი საშუალებად გამოიყენეს" - რამაზ საყვარელიძე

"ფარული ჩანაწერების სამიზნე ღარიბაშვილი იყო და ივანიშვილის ოჯახი საშუალებად გამოიყენეს" - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერების სამიზნე, სადაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ, ღარიბაშვილი იყო და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მხოლოდ საშუალებად გამოიყენეს. ამის შესახებ საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც პოლიტოლოგი ვარაუდობს, ჩანაწერების გავრცელების უკან ოპოზიცია დგას.

ამასთან, საყვარელიძის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ისიც, რომ არ ჩანს დაზარალებული.

"ნებისმიერი მოვლენის უკან ვარაუდობენ ხოლმე, რომ დგას ის, ვისაც ეს მოვლენა უხარია, აიტაცებს, გამოიყენებს. როგორც ჩანს, ოპოზიციის ინტერესი არის, თან ბოლო ჩანაწერების მერე პედალირება ხდება იმაზე, რომ ღარიბაშვილი უნდა ჩამოსცილდეს მოლაპარაკებების პროცესსო. როგორც ჩანს, სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილი იყო და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ამ შემთხვევაში მხოლოდ საშუალებად გამოიყენეს. პოლიტიკური მიზანი ეგ იყო, როგორც მეჩვენება, მაგრამ არა მგონია, რომ მიზანს მიაღწიონ, რადგან უფრო სერიოზული საბაბი უნდა მოლაპარაკებებიდან პრემიერ-მინისტრის ჩამოცილებას“, - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებზე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამოხმაურებას და თბილისის მერის, კახა კალაძის დუმილს, საყვარელიძე ამბობს, რომ კახა კალაძის გამოჩენა მარტო ამ მიზეზით აუცილებელი არ იყო ისევე, როგორც კობახიძის გამოჩენა და საკითხზე გამოხმაურება.

"რეალურად, სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ რა ხდება. კახა კალაძე ბერა ივანიშვილის მეგობარი თუ არის, მარტო ამ მიზეზით მისი გამოჩენა შეიძლება არ იყოს აუცილებელი. არც კობახიძის გამოჩენა იყო აუცილებელი მე თუ მკითხავთ. ფაქტი ერთია, რომ მომჩივანი არ ჩანს. თუ ვინმეს არგამოჩენა არის ამ თემაში პრობლემა, არის მომჩივანის არგამოჩენა. აუთენტურობის საკითხი ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ მომჩივანის არგამოჩენა ეჭვქვეშ აყენებს, რომ საერთოდ ეს მოვლენა რამე სერიოზული იყო. თუ დანაშაულია, ვინმე უნდა დაზარალდეს. თუ დაზარალებული არ ჩანს, მაშინ დანაშაულთან საქმე გვაქვს თუ არა, ეს კითხვა ისმის“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ჩანაწერებზე რეაქციას და არა იმას, ის ავთენტურია თუ არა. მისივე თქმით, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებამ ღარიბაშვილის ან ბერა ივანიშვილის მიმართ საზოგადოებას სერიოზული რეაქცია გაუჩინა.

"ერთხანს ძალიან დიდი ტალღა იყო ასეთი ჩანაწერების და ეს ტალღა მერე შესუსტდა. ვფიქრობ, ამ ტალღის შესუსტებაზე არსებითად გავლენა იქონია არა გამოძიებების ჩატარებამ, არამედ იმან, რომ საზოგადოებამ მისცა რეაქცია გამოძიებებს. კერძოდ, საზოგადოების აგრესია მათ მიმართ წარიმართა, ვინც ჩაწერა, ვინც გაავრცელა და არა იმათ მიმართ, ვისზეც ეს ჩანაწერი იყო, ანუ მოქმედ პირებზე არ აისახა ამ ჩანაწერის შედეგები; აისახა შემქმნელებზე და გამავრცელებლებზე, რაც არ წარმოადგენდა როგორც ჩანს, მის მიზანს, ვინც ეს ჩანაწერები გაავრცელა. მოსახლეობის რეაქცია არ ემთხვეოდა ჩანაწერების გამავრცელებლის მიზანს და ამიტომ ჩანაწერების გავრცელება შეჩერდა. მგონია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ჩანაწერებზე რეაქციას და არა იმას, ის ავთენტურია თუ არა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებამ საზოგადოებას სერიოზული რეაქცია გაუჩინა ღარიბაშვილის ან ბერა ივანიშვილის მიმართ. სერიოზული რეაქცია ამაზე ადამიანებს არ აქვთ. ამან რეაქცია გაუჩინა ისევ და ისევ პოლიტიკური ჯგუფების აქტივისტებს, როგორც ერთი ასევე, მეორე მხრიდან. მაგრამ არა მგონია, რომ ამ აქტივისტებზე გათვლა იყოს ჩანაწერის მიზანი. აქტივისტს სულ არ სჭირდება ჩანაწერი, ის, რომ ღარიბაშვილი უნდა იყოს თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს ნებისმიერი სხვა თემით შეიძლებოდა წამოეწია ოპოზიციას, ამისთვის ჩანაწერები სულ არ იყო საჭირო. დავუშვათ ის, რომ ღარიბაშვილი უფრო რადიკალურია ოპოზიციასთან მიმართებაში, ვიდრე სხვა პოლიტიკური ფიგურა „ოცნებიდან“. ეს იქნებოდა უფრო ლოგიკური და საკმარისი არგუმენტი ამ მოთხოვნის წამოსაყენებლად. ამ მოთხოვნის წამოყენებისთვის ეს გაუგებარი ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რომელზეც დაზარალებული არ ჩანს და ა.შ., ამ ნაბიჯის გადადგმა დიდად აზრიან პროცესად არ მიმაჩნია. ეს სარწმუნო არც საერთაშორისო პარტნიორებისთვის იქნება, თუ გავიხსენებთ მათ დამოკიდებულებას არჩევნების გაყალბების თემაზე, მოითხოვეს, მოიტანეთ სასამართლოს ვერდიქტი. არ იყო ეს ვერდიქტი და პრაქტიკულად გაყალბების თემას ყურადღება არ მიაქციეს. აქ მით უფრო ისმის საკითხი - მოიტანეთ სასამართლოს ვერდიქტი. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ეს ვერდიქტი იქნება მათთვის სარწმუნო“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

ფარულ ჩანაწერეთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მმართველმა პარტიამ, სადაც აღნიშნულია, რომ „ეს არის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი“. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან.

"პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია..." - რა თხოვნით მიმართავს პრემიერი მოსახლეობას

"მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი