ავტორი:

"ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვინც ჩაიწერა და დაამონტაჟა, თახსირია, მაგრამ მე სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია" - რას წერს ვასილ მაღლაფერიძე "ფეისბუქში"?

"ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვინც ჩაიწერა და დაამონტაჟა, თახსირია, მაგრამ მე სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია" - რას წერს ვასილ მაღლაფერიძე "ფეისბუქში"?

ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის თავმჯდომარე გახდა, პარტიულ თანამდებობა დატოვა. ამის თაობაზე მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, სადაც წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა.

"მთავარის" ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, თქვენი წასვლა რით იყო განპირობებულიო?! ვპასუხობ, ჯანმრთელობის მდგომარეობით, საავადმყოფოში ვარ-მეთქი. ფარულ ჩანაწერებზე რას იტყვით, ამას ხომ არ უკავშირდება თქვენი წასვლაო?! მე ვპასუხობ, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვინც ჩაიწერა და დაამონტაჟა, თახსირია, მაგრამ მე სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია და ამისთვის ვემზადები-მეთქი. ეგ კიო და იწყებს თავიდან იგივეს, მეც მეათედ ვუყევები ჩემი ოპერაციის შესახებ და ექთანს ეგონა, ჩემი ჯანმრთელობით ნამეტანი შეწუხებული მაგრამ ოდნავ ჩლუნგი გულშემატკივარი მირეკავდა და მკითხა, მე ხომ არ ავუხსნაო?!

P.S. ახლა "თლათ" ისე ნუ ვიზამთ, ჟურნალისტის ხსენებაზე ჟრუანტელი უვლიდეთ ადამიანებს", - წერს მაღლაფერიძე.

"წარმოუდგენელია უფრო ბედნიერი და მადლიერი ვიყო..." - იუბილარი ნინო მაჩაიძე ქალებს 8 მარტს ულოცავს

"დღესაც სახლში დიდ ლამაზ თაიგულს მოიტანდა, სულ არ აღიარებდა 8 მარტს, მაგრამ მიზეზი ექნებოდა..." - ნინო შუბლაძე გარდაცვლილ დას ემოციურ სარვამარტო პოსტს უძღვნის

"გაჩნდა პატარა კრავაი. ორივენი ვართ კარგად..." - ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა