საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალი მოკლეს, 20 - ის მიმართ კი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი - საია
2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალი მოკლეს, 20 - ის მიმართ კი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი - საია

ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია ქალ­თა უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბას აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2020 წე­ლის 9 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 19 ქა­ლია მოკ­ლუ­ლი, ხოლო 20 ქა­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბაა ჩა­დე­ნი­ლი, ოჯა­ხის წევ­რის, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა თუ პარტნი­ო­რის მიერ. საია-ს შე­ფა­სე­ბით, ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი, მწვა­ვედ წარ­მო­ა­ჩენს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ძლი­ე­რი, ეფექ­ტი­ა­ნი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, პრე­ვენ­ცი­ულ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის არ არ­სე­ბო­ბას.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ რჩე­ბა გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძი­მე, ყვე­ლა­ზე და­ფა­რულ და და­უს­ჯელ ფორ­მად. საია-ს შე­ფა­სე­ბით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 2021 წლის იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 5 პრო­ცენ­ტუ­ლი ერ­თე­უ­ლი­თაა გაზ­რდი­ლი.

"8 მარ­ტი, ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, წლე­ბია ქალ­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლის თა­რი­ღია. პატ­რი­არ­ქა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქა­ლე­ბი და გო­გო­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან არა­თა­ნას­წორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მე­ტად ხდე­ბა გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ძა­ლა­დო­ბა, ქალ­თა შრო­მა და­უ­ფა­სე­ბე­ლი, ხოლო ქა­ლის როლი დაკ­ნი­ნე­ბუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო წლებ­ში ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და აღ­კვე­თის შე­სა­ხებ ევ­რო­პის საბ­ჭოს კონ­ვენ­ცი­ის (ე.წ. სტამ­ბო­ლის კონ­ვენ­ცია) რა­ტი­ფი­ცი­რე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ქალ­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და ძა­ლა­დო­ბის­გან და­სა­ცა­ვად სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რა. მი­უ­ხე­და­ვად წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­სა კვლავ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხი და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სა­ჭი­რო­ებს მრა­ვა­ლი ას­პექ­ტით მუ­შა­ო­ბას.

ქა­ლე­ბი და გო­გო­ნე­ბი ხში­რად გა­ნიც­დი­ან ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ფორ­მე­ბის ძა­ლა­დო­ბას, რო­გო­რი­ცაა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ფე­მი­ცი­დი, იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბა, იძუ­ლე­ბი­თი აბორ­ტი. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად კვლავ პრობ­ლე­მუ­რია ქალ­თა მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა. ამ­გვარ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სა­ფუძ­ვე­ლია.

ფე­მი­ცი­დი არის მკვლე­ლო­ბა, რომ­ლის მსხვერ­პლი არის ქალი და რო­მე­ლიც ხდე­ბა ქა­ლის გენ­დერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზით. ფე­მი­ცი­დი არის გენ­დერუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც სტრუქ­ტუ­რუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის, დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლო­ბი­სა და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ზო­გა­დი კონ­ტექ­სტის ნა­წი­ლია. გენ­დე­რის ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის "ფე­მი­ცი­დის“ ყო­ველ­წლი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, აჩ­ვე­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის სი­სუს­ტეს.

2020 წე­ლის 9 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 19 ქა­ლია მოკ­ლუ­ლი, ხოლო 20 ქა­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბაა ჩა­დე­ნი­ლი, ოჯა­ხის წევ­რის, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა თუ პარტნი­ო­რის მიერ. ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი, მწვა­ვედ წარ­მო­ა­ჩენს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ძლი­ე­რი, ეფექ­ტი­ა­ნი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, პრე­ვენ­ცი­ულ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის არ არ­სე­ბო­ბას. ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს და რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა პრე­ვენ­ცი­ას, მეტ­წი­ლად არის ქა­ო­ტუ­რი და არა­სის­ტე­მუ­რი, რაც ამ­ცი­რებს პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენტს.

ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გენ­დე­რის ნიშ­ნით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თა ბუ­ნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა, მსხვერ­პლთა დაც­ვის ქმე­დი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის­თვის. საქ­მე­ში, გენ­დერუ­ლი მო­ტი­ვის გა­მოკ­ვე­თის მიზ­ნით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­სა და სა­სა­მარ­თლოს უნდა ჰქონ­დეთ შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა და ნა­თე­ლი ხედ­ვა, თუ რა უნდა იყოს მიჩ­ნე­უ­ლი გენ­დერულ მო­ტი­ვად. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან, კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე, ეფექ­ტი­ა­ნი და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ხოლო შემ­დგომ სა­სა­მარ­თლომ გა­მოკ­ვე­თოს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვი, რაც გა­მო­იწ­ვევს პი­რი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას.

სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა კვლავ რჩე­ბა გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძი­მე, ყვე­ლა­ზე და­ფა­რულ და და­უს­ჯელ ფორ­მად. არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და პრაქ­ტი­კა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის ეფექ­ტი­ან, და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ, გენ­დერუ­ლად მგრძნო­ბი­ა­რე სა­მარ­თლებ­რივ მე­ქა­ნიზ­მებს. ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლი­ლი ქა­ლე­ბის­თვის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი ან/და რთუ­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 2021 წლის იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 5 პრო­ცენ­ტუ­ლი ერ­თე­უ­ლი­თაა გაზ­რდი­ლი. მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის არა­ერ­თი მძი­მე შემ­თხვე­ვა, რო­მელ­თა მსხვერ­პლე­ბიც არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან. არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი და მძი­მე თან­მდე­ვი შე­დე­გე­ბი ცხად­ყოფს, რომ პრობ­ლე­მუ­რია 16 წლამ­დე გო­გო­ნე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და და­ნა­შა­უ­ლის სწო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცია.

სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი მო­ი­თხოვს სა­ხელ­მწი­ფოს­გან მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას. ხოლო, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მხრი­დან აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწრა­ფი, ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა, ასე­ვე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დი­თი დაც­ვი­სა და დახ­მა­რე­ბის სერ­ვი­სე­ბით აღ­ჭურ­ვა.

იძუ­ლე­ბი­თი აბორ­ტი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კით, კონ­ვენ­ცი­ის მე-3 და მე-8 მუხ­ლე­ბით და­ცუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში ექ­ცე­ვა. იძუ­ლე­ბი­თი აბორ­ტი, ქალ­თა მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთ რთულ ფორ­მა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი ე.წ. სტამ­ბო­ლის კონ­ვენ­ცი­ის 39-ე მუხ­ლით.

სტამ­ბო­ლის კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იძუ­ლე­ბი­თი აბორ­ტის სა­კი­თხი დღემ­დე არ არის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეროვ­ნულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად აი­სა­ხოს სტამ­ბო­ლის კონ­ვენ­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში და მოხ­დეს იძუ­ლე­ბი­თი აბორ­ტი­სა და აბორ­ტის იძუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის კრი­მი­ნა­ლი­ზე­ბა.

იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი დე­ფი­ნი­ცია არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა იგი შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­მარ­ტოს, რო­გორც ქორ­წი­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­ი­დო ერთი, ან ორი­ვე პარტნი­ო­რის თან­ხმო­ბის გა­რე­შე და, შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერთი მათ­გა­ნის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. იძუ­ლე­ბი­თი და ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა, კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბუ­ნე­ბის გარ­და, იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მსხვერ­პლს შე­ზღუ­დუ­ლი აქვს ისე­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბა, სექ­სუ­ა­ლურ და რეპ­რო­დუქ­ცი­ულ სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა და სხვა.

საია-ს მიერ 2020 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ქვე­მო ქარ­თლში 2016-2019 წლებ­ში იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ასე­ვე უფრო ხში­რად ვა­წყდე­ბით ნიშ­ნო­ბის იძუ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა­საც. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფომ გა­აძ­ლი­ე­როს მუ­შა­ო­ბა ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბი­სა და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვი­ნა­ი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით სწო­რედ პრე­ვენ­ცი­აა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ეფექ­ტი­ა­ნი გზა. ქორ­წი­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კობ­რი­ვი ზღვრის და­წე­სე­ბა, გო­გო­ნე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნია ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტე­ბია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში, პან­დე­მი­ის დროს იმა­ტა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის რისკმა. COVID-19-ის პან­დე­მი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის და­სა­ცა­ვად მათ სახ­ლში დარ­ჩე­ნა უწევ­დათ, რი­თაც მო­ძა­ლა­დე­ე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას მსხვერ­პლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მათ­ზე კონ­ტრო­ლის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად იყე­ნებ­დნენ.

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ერთი მე­სა­მე­დით გა­ი­ზარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქალ­თა მი­მართ და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­თა გა­მოვ­ლე­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი პან­დე­მი­ის დროს საგ­რძნობ­ლად არ გაზ­რდი­ლა, რაც მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში გარ­კვე­უ­ლი კი­თხვის ნიშ­ნის დას­მის სა­ფუძ­ვე­ლია.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, თუ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში შე­მო­ღე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ზო­მე­ბი ამ­ცი­რებ­და მსხვერ­პლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ად­ვო­კა­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც, რაც ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი ბა­რი­ე­რია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად . გარ­და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, მსხვერ­პლებს ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­უბ­რკო­ლებ­ლად მი­ი­ღონ სერ­ვი­სე­ბი, რომ­ლებ­საც სთა­ვა­ზობს სა­ხელ­მწი­ფო და ჰქონ­დეთ მათ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია. ერთი მხრივ, ეს ინ­ფორ­მა­ცია უნდა იყოს მათ­თვის მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ხოლო მე­ო­რე მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს მათ დახ­მა­რე­ბას და მხარ­და­ჭე­რას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას მსხვერ­პლთა დახ­მა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მე­ბის კუ­თხით, სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, დახ­მა­რე­ბის რა­ი­მე სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის­თვის პრე­ვენ­ცი­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ფარ­დებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: შე­იქ­მნას პრე­ვენ­ცი­ის სის­ტე­მუ­რი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც და­გეგ­მავს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას - ქალ­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის შემ­დეგ სა­კი­თხებ­ზე: ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა, ად­რე­უ­ლი და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბა; ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, და­ი­ნერ­გოს და გან­ხორ­ცი­ელ­დეს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი; ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და პრო­კუ­რა­ტუ­რამ უზ­რუნ­ველ­ყონ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა შემ­თხვე­ვის სა­თა­ნა­დო აღ­რი­ცხვა, წარ­მარ­თონ გა­მო­ძი­ე­ბა გენ­დერუ­ლად მგრძნო­ბი­ა­რე მე­თო­დო­ლო­გი­ით და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მის შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია; სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნოს სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შუ­ლე­ბის დე­ფი­ნი­ცი­ა­ში, რი­თაც ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან. ასე­ვე, მო­ახ­დი­ნოს იძუ­ლე­ბი­თი აბორ­ტის და აბორ­ტის იძუ­ლე­ბის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცია”, - ნათ­ქვა­მია საია-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

მიუღებელია ქალზე ძალადობაა.მამაკაცს ნამდვილს და წესიერს ეს არ უნდა ეშლებოდეს.

დ გ
66

ნწ ნწ ნწ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალი მოკლეს, 20 - ის მიმართ კი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი - საია

2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალი მოკლეს, 20 - ის მიმართ კი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი - საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეფასებას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წელის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ. საია-ს შეფასებით, ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი და კოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სექსუალური ძალადობა საქართველოში კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად. საია-ს შეფასებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი.

"8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, წლებია ქალთა თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის თარიღია. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები და გოგონები იმყოფებიან არათანასწორ მდგომარეობაში, მეტად ხდება გენდერული ნიშნით ძალადობა, ქალთა შრომა დაუფასებელი, ხოლო ქალის როლი დაკნინებულია.

საქართველომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ე.წ. სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, ქალთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად და ძალადობისგან დასაცავად სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა. მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხი და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს მრავალი ასპექტით მუშაობას.

ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება, იძულებითი აბორტი. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მრავალწლიანი გადამზადების მიუხედავად კვლავ პრობლემურია ქალთა მიმართ, განსაკუთრებით კი, სქესობრივი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება. ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.

ფემიციდი არის მკვლელობა, რომლის მსხვერპლი არის ქალი და რომელიც ხდება ქალის გენდერთან დაკავშირებული მიზეზით. ფემიციდი არის გენდერული დანაშაული, რომელიც სტრუქტურული უთანასწორობის, დაქვემდებარებულობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ზოგადი კონტექსტის ნაწილია. გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის "ფემიციდის“ ყოველწლიური შემთხვევები, აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან პრევენციულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პოლიტიკის სისუსტეს.

2020 წელის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ. ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი და კოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას. ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც სახელმწიფო უწყება ახორციელებს და რომელიც ემსახურება პრევენციას, მეტწილად არის ქაოტური და არასისტემური, რაც ამცირებს პრევენციული სამუშაოების ეფექტიანობის კოეფიციენტს.

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა ბუნების გამოკვლევა, მსხვერპლთა დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისა და გოგონებისთვის. საქმეში, გენდერული მოტივის გამოკვეთის მიზნით, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და ნათელი ხედვა, თუ რა უნდა იყოს მიჩნეული გენდერულ მოტივად. აუცილებელია, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, კონკრეტულ ფაქტებზე, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება. პროკურატურამ, ხოლო შემდგომ სასამართლომ გამოკვეთოს დანაშაულის ჩადენის მოტივი, რაც გამოიწვევს პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად. არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია.

სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი. მიმდინარე წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სექსუალური დანაშაულის არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელთა მსხვერპლებიც არასრულწლოვნები არიან. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია.

სექსუალური ძალადობის მძიმე შემთხვევები მოითხოვს სახელმწიფოსგან მსგავსი დანაშაულების პრევენციაზე აქტიურ მუშაობას. ხოლო, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მხრიდან აუცილებელია სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების წარმოება, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანი დაზარალებულების შესაბამისი ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისებით აღჭურვა.

იძულებითი აბორტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით დაცული უფლებების სფეროში ექცევა. იძულებითი აბორტი, ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ რთულ ფორმადაა მიჩნეული ე.წ. სტამბოლის კონვენციის 39-ე მუხლით.

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულების მიუხედავად, იძულებითი აბორტის საკითხი დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში რაც შეიძლება სწრაფად აისახოს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნები, ცვლილებები შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში და მოხდეს იძულებითი აბორტისა და აბორტის იძულების შემთხვევების კრიმინალიზება.

იძულებითი ქორწინების საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობს, თუმცა იგი შეიძლება განიმარტოს, როგორც ქორწინება, რომელიც დაიდო ერთი, ან ორივე პარტნიორის თანხმობის გარეშე და, შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის ნების საწინააღმდეგოდ. იძულებითი და ნაადრევი ქორწინება, კანონსაწინააღმდეგო ბუნების გარდა, იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, რადგან ხშირ შემთხვევაში იძულებითი ქორწინების შემდეგ მსხვერპლს შეზღუდული აქვს ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა, სექსუალურ და რეპროდუქციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განათლება, პირადი ცხოვრება, თავისუფლების უფლება და სხვა.

საია-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლში 2016-2019 წლებში იძულებითი ქორწინების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ასევე უფრო ხშირად ვაწყდებით ნიშნობის იძულების პრაქტიკასაც. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააძლიეროს მუშაობა ნაადრევი ქორწინებისა და იძულებითი ქორწინების პრევენციის მიმართულებით, ვინაიდან საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით სწორედ პრევენციაა მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი გზა. ქორწინების მინიმალური ასაკობრივი ზღვრის დაწესება, გოგონებისთვის განათლების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია ქორწინების იძულების პრევენციის მნიშვნელოვანი ბერკეტებია.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, პანდემიის დროს იმატა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების რისკმა. COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევდათ, რითაც მოძალადეები სარგებლობდნენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებდნენ.

იმ ფონზე, როდესაც პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები მსოფლიო მასშტაბით ერთი მესამედით გაიზარდა, საქართველოში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის ოფიციალური მაჩვენებელი პანდემიის დროს საგრძნობლად არ გაზრდილა, რაც მსოფლიო ტენდენციის პირობებში გარკვეული კითხვის ნიშნის დასმის საფუძველია.

საგანგებო მდგომარეობისა, თუ პანდემიის პირობებში შემოღებული სხვადასხვა ზომები ამცირებდა მსხვერპლების დასახმარებლად ადვოკატების ჩართულობის შესაძლებლობებსაც, რაც ქალებისა და გოგონებისათვის დამატებითი ბარიერია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად . გარდა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში, მსხვერპლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად მიიღონ სერვისები, რომლებსაც სთავაზობს სახელმწიფო და ჰქონდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია. ერთი მხრივ, ეს ინფორმაცია უნდა იყოს მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფდეს მათ დახმარებას და მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობას მსხვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამების კუთხით, სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში, დახმარების რაიმე სახის ღონისძიებები არ განხორციელებულა.

ქალთა მიმართ ძალადობისთვის პრევენციისა და ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის შესაფარდებლად მნიშვნელოვანია: შეიქმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებების გატარებას - ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, მათ შორის შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, დაინერგოს და განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული გადამზადების პროგრამები; შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, წარმართონ გამოძიება გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით და ყველა შემთხვევაში გამოიყენონ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი კვალიფიკაცია; საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშულების დეფინიციაში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მოახდინოს იძულებითი აბორტის და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია”, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმის განაჩენზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულებმა სასამართლო გინებით დატოვეს - კადრები ადგილიდან

"მოსამართლე წუმპეშია ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს" - როგორ ეხმაურებიან შაქარაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს მსჯავრდებულთა ადვოკატები